კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ჭეშმარიტი რწმენა

საოცარი წიგნი
ერთხელ ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ერთმა ცნობილმა იაპონელმა წარმართმა, ზღვაში შეამჩნია მცურავი რამ ნივთი და ბრძანა, ნაპირზე გამოეტანათ. ეს იყო წიგნი. იაპონელმა შინ დაბრუნებისთანავე დაიწყო მისი კითხვა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სახარება. ქრისტეს სიტყვებმა ისე შეძრა იაპონელი, რომ ასეთი შეგრძნება მას არასდროს ჰქონია, არცერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ. თვით იაპონელი ასე აღწერდა კითხვის პროცესს: „არასდროს შემხვედრია უწინ ასეთი პიროვნება (ანუ – ქრისტე) და არ მსმენია მსგავსი რამ. ამდაგვარი არაფერი წამიკითხავს და ამგვარად არასდროს მიოცნებია“. სახარების კითხვა გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და საბოლოოდ, წარმართი იაპონელი გაქრისტიანდა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ის სახლიც კი, სადაც ინახება სახარება, აძრწუნებს ბოროტ ძალებს და აუღებელი ზღუდეა მათი ხრიკებისთვის. მარადის იკითხე, ქრისტიანო, ეს საოცარი წიგნი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა განსაცდელში ხარ. ღვთის სიტყვა, რომელიც სახარებაშია მოცემული, მძლავრი იარაღია ჩვენი სულის მტრისკენ, ეშმაკისკენ მიმართული. ეს მაგალითი თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა, რომელმაც სატანის მიერ ცდუნებათა ჟამს ღვთის სიტყვებს მოუხმო.
„ეშმაკი გაქეზებს ცოდვისკენ, – გვასწავლის წმიდა ტიხონ ზადონელი, –  შენ კი ასე უპასუხე მას: არ მსურს, რადგან ეს ღვთის წინააღმდეგაა. უფალმა აკრძალა ეს. ეშმაკი აღაგზნებს შენში მრისხანებასა და ბოროტებას, შენ კი დათრგუნე ეს აზრი და თქვი შენს გულში: უფალს ეს ასე არ უბრძანებია. ეშმაკი სხვისი ნივთის მიტაცებისკენ გიზიდავს. შენ კი თქვი: უფალმა გვამცნო – „არა იპარო“, „არა გული გითქუმიდეს“... ავიღოთ, მაგალითად, ადამიანური ვნებები, რით შეიძლება მათი ძლევა, ან უკიდურეს შემთხვევაში, შესუსტება? ამისთვის  საუკეთესო საშუალებაა წმიდა სახარების კითხვა.
მაშ, ქრისტიანო, ყოველთვის იკითხე სახარება – ეს საოცარი და მხსნელი წიგნი. ტკბილია თაფლი, მაგრამ ღვთის სიტყვა, სახარებაში გაცხადებული, განუზომლად უტკბილესია თაფლზე: „რაოდენ ტკბილ არიან სიტყვანი პირისა შენისანი, უფალო, უფროის თაფლსა პირსა ჩემსა“.

შეცნობილ ბოროტებას ყველა ერიდება
ბავშვები, შესაძლოა, რაიმე ნივთთან შეხებისას დაშავდნენ. ამიტომაც მშობლები აფრთხილებენ მათ და შეაგონებენ: არ მიეკარო, საშიშია! და, თუ ბავშვები რჩევას არ შეისმენენ – ზიანდებიან და მხოლოდ ამის შემდგომ შეიცნობენ ურჩობის ნაყოფის სიმწარეს. ასე ეხებიან პატარები ნაკვერჩხალს ან ცეცხლს და ხვდებიან, რომ ცეცხლი წვავს; ეხებიან მდუღარე წყალს და სხეული ეფუფქებათ; ეხებიან შხამიან გველს და იგებენ დაგესვლის ზიანს.
კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც გვწყალობს და ზრუნავს ჩვენზე, ყოველგვარი ცოდვისაგან განგვარიდებს თავისი წმიდა სიტყვით. მაგრამ, როცა ჩვენ არ ვუსმენთ მას (რაც სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სიბრმავე და უგუნურება) და ვეხებით მომაკვდინებელ ცოდვას, როგორც პატარა ბავშვები – ცეცხლს, – ვზიანდებით მისგან და მხოლოდ მის შემდგომ ვაცნობიერებთ, როგორი ულმობელი და დამღუპველია ცოდვა.
ღმერთი თავისი წმიდა რჯულით, ყველას აფრთხილებს ცოდვის შესახებ: არა კაც ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო და ასე შემდეგ. აფრთხილებს სასჯელით, რომლითაც ისჯებიან ცოდვილნი და სწორედ მათ მიერ მიმართავს ყველას: „ადამიანებო, უფრთხილდით ცოდვას! ბევრი მცოდველი დაისაჯა უსჯულოებისთვის. იგივე გეწევათ თქვენც, თუკი არ მოიზღუდავთ თავს ვნებისგან. ბედნიერია და ბრძენია ის, ვინც სხვის შეცდომებსა და ცოდვებს ითვალისწინებს და იცის, როგორ აარიდოს თავი ბოროტებას. მაგრამ, თუ ქრისტიანი, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს ბიწიერ ცხოვრებას, იგემებს ცოდვის მწარე ნაყოფს – სასჯელს და დარწმუნდება, რაოდენ დიდი ბოროტებაა ცოდვა, რომლის ძალას გატანჯული სინდისი და არსებული სასჯელი წარმოაჩენს. ჭეშმარიტად მხსნელია ღვთის სიტყვა, რომელიც გვზღუდავს და გვარიდებს ცოდვებს. ღმერთი გვიფარავს ცოდვილებს მარადიული ტანჯვისგან. ამიტომაც არის დაუსრულებელი სასჯელი, მარადიული ცეცხლი, დაუძინებელი მატლი და კბილთა ღრჭენა წმიდა წერილში მოხმობილი.
მაშ, შეინანეთ, რათა ბოროტს არ მივცეთ. „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით ჩვენი გზიდან, ბოროტეულნო!“ (იეზეკ. 33,11).
მაგრამ, როცა ცოდვილები არ უსმენენ უფლის ხმას, რჩებიან თავიანთ ცოდვებში და არ შეინანებენ, მაშინ თვით იხილავენ და შეიგრძნობენ ცოდვის უმწარეს ნაყოფს, რომელსაც იმქვეყნად მარადიულობაში იგემებენ. შეიგრძნობენ მრუშები, ქურდები, მძარცველები და სხვა შეუნანებელი ადამიანები, რომლებმაც არ განიწმიდეს სული სინანულით. ყველას თავისი საქმისაებრ მიეგება და მწუხარებას არ ექნება ბოლო. მართალთათვის იქნება საუკუნო ნეტარება, ცოდვილთათვის კი – საუკუნო სატანჯველი. მაშ, შეინანე და ღვთის მადლით დაიმკვიდრე სასუფეველი, გაექეცი ცოდვას და გადაურჩები ჯოჯოხეთს.

скачать dle 11.3