კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 არის თუ არა ზოგჯერ მოღალატე ქმრის პატიება ქალისთვის საუკეთესო არჩევანი

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

არსებობს სიტუაციები, როცა ორი ბოროტებიდან ერთის არჩევა გვიწევს. ცხოვრებაში დგება მომენტები და იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან. ადამიანების უმრავლესობას არ შეუძლია თქვას, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. „არასოდეს თქვა არასოდეს “ – საკმაოდ აქტუალურია ყოველთვის. პატიება-არპატიების თემა ძალიან პირადული და ვიწრო ცნებაა. როცა თავად გაქვს მისაღები გადაწყვეტილება, რჩევები და სხვისი მაგალითი ნაკლებად გამოდგება.


თეონა (41 წლის): რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევით, წინასწარ ვერ ვიტყვით. მე, მაგალითად, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ღალატს ქმარს არასდროს ვაპატიებდი. არაერთხელ მითქვამს მეგობრებისთვის, ჩემი თავმოყვარეობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ქალს, რომელიც ქმარს ღალატს აპატიებს, საკუთარი თავი არ უყვარს-მეთქი.  უკვე გათხოვილთაგან ზოგი მპასუხობდა, ასე მარტივად არ არის საქმე, ზოგჯერ უნდა აპატიო, რომ თავი უფრო ცუდად არ იგრძნო, თორემ ღალატი რომ საშინელებაა, ამაზე ყველა ვთანხმდებოდით. მე ჯიუტად გავიძახოდი: არა არ ვაპატიებ ქმარს ღალატს და ამას თავიდანვე ვეტყვი, რომ გაითვალისწინოს-მეთქი.
– ხომ იცით, რომ ცოლების უმრავლესობა აპატიებს ქმარს ღალატს.
– დიახ. ვიცი... რა თქმა უნდა. მე ყოველთვის მაღიზიანებდა ეს და ვამტკიცებდი, ქალების ბრალია, ქმრები ასეთი თავაშვებულები რომ არიან-მეთქი. იციან, რომ მაინც აპატიებენ, ამიტომ, დაუსჯელობის სინდრომის გავლენით, ღალატი არაფრად მიაჩნიათ-მეთქი.
 – არის ამ მოსაზრებაში ლოგიკა.
– არის, მხოლოდ თეორიულ დონეზე. როცა რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდები, ხვდები, რომ ამ ტიპის ურთიერთობების შესახებ არაფერი გცოდნია.
– ეჭვიანი ხართ?
– რომელი ქალი არ არის ეჭვიანი? მით უმეტეს, შეყვარებული ქალი, რომელსაც მარტო ერთი კაცის გვერდით უნდა ცხოვრება და ეს, ნორმალურია. პათოლოგიურ ეჭვიანობას არ ვგულისხმობ, მაგრამ თუ არ ეჭვიანობ, ესე იგი, ფეხებზე გკიდია. მე არ მეკიდა ჩემი ქმარიფ ეხებზე. ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს – ისე ძალიან, რომ სუნთქვაც კი მეკვრის, როცა მასზე ვფიქრობ. თუმცა, არ ვენდობოდი.
– არ ენდობოდით ადამიანს, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარდათ? ურთიერთობაში ნდობა  ხომ უმთავრესია?!
– ნდობა აუცილებელია, მაგრამ ზომიერად. ზედმეტად საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო. სულ ვეჭვიანობდი, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მეგონა, რომ არ მიღალატებდა. გულუბრყვილო გგონივართ, ალბათ, მაგრამ ასეც არ არის. უბრალოდ, ხშირად მილაპარაკია ქმართან იმაზე, რომ ღალატი უპატიებელია და ძალიან დამამცირებელი – აუტანელი შეურაცხყოფა, რომლის პატიება თავმოყვარე ქალისთვის შეუძლებელია. ვერაფერს გამომაპარებ და ყოველთვის იმაზე მეტი მეცოდინება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. შეიძლება, მიყვარდე, მაგრამ მაინც არ გაპატიო-მეთქი.
– რატომ ეუბნებოდით ასეთ რაღაცას, პრევენციისთვის?
– შეიძლება, ასეც ითქვას. თუმცა, მინდოდა, ჩემი აზრი სცოდნოდა ცოლქმრულ ღალატზე. ასეთ საუბარი მეუღლეებს შორის უნდა იყოს, ჯანსაღი ურთიერთობისთვისაა მნიშვნელოვანი. ქმარი მისმენდა. საკმაოდ ნორმალურად იღებდა ამ ლაპარაკს და ბოლოს ყოველთვის მეფერებოდა, სიტყვებით – შენ რომ გიღალატო, საკუთარ თავს უნდა ვუღალატო და ამას არ გავაკეთებო. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე მჯეროდა მისი, თუმცა იმედი მქონდა, რომ სიტყვას შეასრულებდა.
– მაინც გიღალატათ...
– დიახ. მიღალატა და თვითონვე აღიარა. მითხრა, როცა მე ეჭვი გამიჩნდა და მოვთხოვე, თავისი კონკრეტული საქციელი აეხსნა, არ დაუწყია ზღაპრების მიყოლა და აქეთ გადმობრალება, რომ მე რაღაცები მელანდება. მინდა, გითხრათ, რომ საშინელი წუთები გამოვიარე. მძიმე სტრესი მივიღე. ბუნებრივია, პირველი ემოციის გავლენით, მისი სახლიდან გაგდება მინდოდა. აღარ შემეძლო, შემეხედა მისთვის. საშინლად ვიყავი გაბრაზებული. არავინ თქვას, რომ პატიებას მაშინვე შეძლებს. ვერც მე შევძელი. რამდენიმე კვირა ძალიან კატეგორიული და შეუვალი ვიყავი, ბევრი ვინერვიულე... ჩემი ქმარი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, დამლაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, აღიარებდა, რომ დააშავა – არ იცის, ეს როგორ დაემართა და ნანობს. ახლოს არ ვიკარებდი და ერთ დღესაც გონება გამინათდა. ემოციები უკვე ჩამცხრალი იყო და გაცილებით ჯანსაღად დავიწყე აზროვნება – მოკლედ, გავაცნობიერე, რომ თუკი ქმარს არ ვაპატიებდი ღალატს, გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
– რას გულისხმობთ?
– რეალობას, რომელიც ქმართან გაშორების შემდეგ დამიდგებოდა. გაშორება არათუ ვერ იქნებოდა გამოსავალი, გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, მარტო ჩემს პრობლემებთან პირისპირ. ნალოლიავები ოჯახი ხომ დამენგრეოდა, ჩემი ნაფერები და საყვარელი ქმარიც სხვასთან აღმოჩნდებოდა – რამდენ ხანს შემეხვეწებოდა. იმასთან თუ არ წავიდოდა, ვისთანაც მიღალატა, სხვას მოძებნიდა. მოვლილი და ფეხზე დაყენებული კაცი ყველას უნდა. ასეთ კაცებზე ნადირობენ. კაცსაც მეტი რა უნდა. შეიძლება, ცოლი ძალიან უყვარდეს, მაგრამ ცდუნებას ცოტა უძლებს. შედეგებს კი, საერთოდ ვერ აცნობიერებენ. რას მივიღებდი, რომ არ მეპატიებინა? სიმარტოვეს, ნერვიულობას, დამატებით სტრესს... ახლა კი სულ სხვა რეალობა მაქვს. ქმარს ღალატი ვაპატიე და ის ახლა ჩემ წინაშეა ვალში. საკმაოდ კარგი უპირატესობაა ჩემთვის და ამას აუცილებლად გამოვიყენებ.
– ულტიმატუმებს და მოთხოვნებს წაუყენებთ?
– არა. აშკარად ამის გაკეთებას არ ვაპირებ. სულელი არ ვარ და ვხვდები – თუ ვაპატიე, მუდმივად არ უნდა ვაძახო ამის შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრის დავიწყებას შევძლებ, მაგრამ ქმარს არ წამოვაძახებ. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად იქცევა, ტყავიდან ძვრება, რომ ჩემ წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოისყიდოს: საკუთარი თავისგან ამას არ მოველოდი. შენ მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ მომეცი შანსი, დაგიმტკიცო, შენი გადაწყვეტილების სისწორეო.
– ანუ...
– ანუ, ორ ცუდს შორის, შედარებით ნაკლები ცუდი უნდა აირჩიო. ის, რაც ხვალ და და ზეგ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნება. ძნელია, მაგრამ ემოციებს უნდა მოერიო. მე ვიცნობ ქალებს, რომლებმაც შანსი არ მისცეს ქმარს და საკუთარ თავს, არ შეეცადნენ ურთიერთობის გადარჩენას. ყველა მათგანი ნანობს.
скачать dle 11.3