კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ დავამარცხოთ კომპლექსები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



კომპლექსები ჩვენი პლანეტის თითქმის მთელ მოსახლეობას აწუხებს. საჭიროა, გაერკვეთ, სერიოზულია თქვენი კომპლექსები თუ არა.
მაგალითად, თქვენთვის ხალხის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ განიცდით და ნერვიულობთ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნებათ თქვენზე ადამიანებს.
არაადეკვატურად რეაგირებთ სხვის ქცევებსა თუ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე.
შეგრძნება გაქვთ, რომ სხვებს ყველაფერი გამოუვათ, თქვენ კი უსუსური და სუსტი ხართ.
ხშირად გეუფლებათ უხერხულობა, დაბნეულობა, არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, განსაკუთრებით, რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას.
საკმაოდ გავრცელებულია გარეგნობის კომპლექსი, ანუ როდესაც ქალს ჰგონია, რომ უშნო და შეუხედავია. ეს ნიშნავს ფიზიკური ნაკლის გადაჭარბებულად აღქმას და თავისთავად, კომპლექსია. ზოგადად, კომპლექსები ბავშვობიდან იღებს სათავეს და ამის მიზეზი ხშირად მშობლებიც არიან. ხშირად ისინი გაუცნობიერებლად ხდებიან ბავშვებში კომპლექსების ჩამოყალიბების ხელშემწყობნი. ფსიქოლოგების აზრით, ქალები უფრო დაკომპლექსებულები არიან, ვიდრე მამაკაცები.
ირწმუნეთ ჭეშმარიტება: უშნო ქალი არ არსებობს! არსებობენ ქალები, საკუთარი თავის ფასი რომ არ იციან. ნებისმიერი ქალი განუმეორებელია. მთავარია, ისწავლოთ ღირსებების წარმოჩენა ისე, რომ ნაკლი დაიფაროს.
ზოგი ქალი, რომელმაც 40 წელს გადააბიჯა, შეიძლება, „დახურული  კარის“ კომპლექსის მსხვერპლი გახდეს. ეს არის ასაკის შიში, რომელთან ერთადაც, ქალი თითქოსდა კარგავს სილამაზეს, მომხიბვლელობას. ქალიც საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და დეპრესიული ხდება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ნებისმიერ ასაკს თავისი დადებითი მხარეები აქვს.  მოუარეთ თავს და თავად დარწმუნდებით, რომ ასაკი ბარიერი არ არის, თანაც, გული ხომ არასდროს ბერდება.
 შეწყვიტეთ მსხვერპლის როლის თამაში! ამ კომპლექსით შეპყრობილს ჰგონია, რომ არავის უყვარს, სათანადოდ არ აფასებენ და მსხვერპლის როლს ირგებს. ცდილობს, ამ გზით მოიპოვოს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა. იყავით ის, რაც ხართ და ბევრად უფრო დაფასებული იქნებით ახლობლებისა და მეგობრების მხრიდან.  

ქალი...
30 წლის შემდეგ


თუ ადრე ქალს, რომელსაც ოცდაათი წელი შეუსრულდებოდა, შინაბერად მიიჩნევდნენ, ახლა ბევრი ქალბატონი შეგნებულად არ ჩქარობს გათხოვებას.
დღეს ბევრი ქალისთვის პირველ ადგილზე კარიერა და სტაბილური მატერიალური მდგომარეობაა, რაც პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა  ძალას და დროს ტოვებს.
მაგრამ დღეს მარტოხელა ქალებს სულ სხვაგვარად უყურებენ. ისინი უკვე არ იწვევენ სიბრალულს გარშემო მყოფების მხრიდან. თუმცა, თუ მაინც გსურთ გათხოვება, გთავაზობთ რამდენიმე წესს იმისთვის, რომ ცხოვრების თანამგზავრი 30 წლის შემდეგაც ადვილად იპოვოთ.
რომ იშოვოთ ქმარი და შექმნათ ბედნიერი ოჯახი, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც ხელს უშლის ქალს, იბრძოლოს პირადი ბედნიერებისთვის.
ოცდაათი წლის ასაკში ქალი უკვე შემდგარი პიროვნებაა და მას გარკვეული მოთხოვნები აქვს მამაკაცის მიმართ. ქალს აინტერესებს პოტენციური მეუღლის სოციალური სტატუსი, მისი მატერიალური მდგომარეობა, ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა და წრე. ეს კი საგრძნობლად ამცირებს მომავალი ქმრის შესაძლო კანდიდატების არეალს.
ამიტომაც, თუ გსურთ გათხოვდეთ,  ორიენტირება გააკეთეთ არა საფულესა და სოციალურ სტატუსზე, არამედ სულიერი კომფორტის შეგრძნებაზე, რომელიც კონკრეტულ მამაკაცთან ურთიერთობისას ჩნდება, ან – არა.
კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც გათხოვებას ხელს უშლის, აკვიატებაა. „მე აუცილებლად უნდა ვიშოვო ქმარი“ – სულ ამაზე ჩაფიქრებულ ქალებს გამოხედვა მაძებრის აქვთ, რაც მამაკაცს აფრთხობს. ზოგადად, თავგადასავლების მაძიებელი ქალები უფრო იზიდავენ მამაკაცებს, ვიდრე ისინი, ვისაც შუბლზე აწერია: „გათხოვება მინდა!” მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან და ამიტომაც ფრთხებიან, როცა გრძნობენ, რომ ნადირობა ამჯერად მათზე მიდის.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: მზად ხართ, შეიცვალოთ, მოერგოთ სხვა ადამიანს, უარი თქვათ ჩვევებზე? უპასუხეთ ამ კითხვებს მაქსიმალურად გულახდილად და მიხვდებით, რაზე ხართ წამსვლელი.
ქმრის ძებნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და არა, უბრალოდ, მარტოხელა ქალის სტატუსის შეცვლა.
გაცნობა ყველგან არის შესაძლებელი. დაივიწყეთ სტერეოტიპები: წესიერი ქალები მამაკაცებს ქუჩასა და ტრანსპორტში არ ეცნობიან. რა მნიშვნელობა აქვს, - სად იქნება ეს, თუ თქვენთან მოსული მამაკაცი ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია.
გაცნობისთვის ძალიან კარგი ადგილია კაფე, რომელიც თქვენს სახლთან ან სამსახურთან ახლოს მდებარეობს. ჩვევად აქციეთ, თუნდაც კვირაში ორჯერ მიირთვათ იქ ყავა ან ჩაი. რეკომენდებულია, კაფეტერიაში მარტო იაროთ და არა დაქალებთან ერთად.
დაჯექით ერთსა და იმავე მაგიდასთან, მიირთვით შეკვეთილი სასმელი. იკითხეთ ან გააკეთეთ ჩანიშვნები უბის წიგნაკში. საქმე ისაა, რომ ყველა კაფესა თუ ბარს ჰყავს მუდმივი კლიენტები და ისინი სიამოვნებით შედიან ურთიერთობაში მათთან, ვინც ასევე, რეგულარულად ჩნდება მათ ტერიტორიაზე.
ფიტნეს-კლუბი შესანიშნავი ადგილია ნაცნობობისთვის. თუმცა, მხოლოდ ფიტნეს-კლუბში სიარული და თვალების ჟუჟუნი არ გიშველით. უნდა მოძებნოთ მეთოდი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. ფიტნეს-კლუბში მამაკაცთან ურთიერთობის დაწყება შესაძლებელია, უბრალოდ, იმ კლუბზე საუბრით, სადაც ერთად დადიხართ ან კომპლიმენტით, რომელიც ხაზს გაუსვამს მამაკაცის ნავარჯიშებ სხეულს. ხშირად მამაკაცები თავად იჩენენ ინიციატივას, როგორც კი მიხვდებიან, რომ თქვენ კლუბში რეგულარულად დადიხართ და თან, მარტო.
ქმრის ძიება – ეს ერთგვარი სამუშაოა. ამის კეთება სისტემატურადაა საჭირო და არა, როცა დროს გამონახავთ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, შეცვალეთ საურთიერთობო წრე. ხშირად გადით ხალხში. რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გინდათ ოჯახის შექმნა და კიდევ... შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებიც აუცილებლად შეგიყვარებენ.скачать dle 11.3