კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რატომ არ უნდა ჩაასხათ რძე ცარიელ ჭიქაში და რატომ აგდებდნენ სოფლად ბაყაყს რძეში

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

ჩვენს დროში ყველა სიტუაციასა თუ მოვლენას თავისი ახსნა და მინიშნება აქვს. განსაკუთრებით გავრცელებულია, ეგრეთ წოდებული, საყოფაცხოვრებო მაგია, რაც სახლთანაა დაკავშირებული და ძირითადად, ოჯახურ გარემოსა და კვებას ეხება. ცხოვრების ეს მხარე ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, საუკუეებგამოვლილი ხალხური გადმოცემები და მინიშნებები კი, გვეხმარება, თავი დავიცვათ ნეგატიური სიტუაციიებისა თუ ადამინებისგან. ჩვენი სტუმარი, ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი, გვირჩევს, აღნიშნულ ჭრილში ამჯერად განვიხილოთ რძე – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლითაც იკვებება თითქმის ყველა სულდგმული ამქვეყნად მოვლინების წუთიდან. მას ვსვამთ გაციებისას; ვიბანთ პირს, რომ აბრეშუმივით კანი გაგვიხდეს და იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა გემრიელი და სასარგებლოა მისგან ნაწარმოები უამრავი სახეობის პროდუქტი. ამიტომ, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, გარდა ზემოაღნიშნულისა, გავიგოთ, კიდევ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რძეს ჩვენთვის, აწ უკვე მინიშნებებით.
– რძე ისეთი კეთილშობილი პროდუქტია, არა მგონია, რაიმე თვალსაზრისით საზიანო იყოს, თუნდაც ცრურწმენის მხრივ...
– დედის რძესავით შეგერგოს, ანუ ყველაზე მეტი სარგებლობა მოეტანოს შენთვისო, – ერთგვარი დალოცვაა... მაგრამ, გააჩნია სიტუაციას. რძე თუ დაგეგცათ, ამას უსიამოვნება მოჰყვება. ეს გადმოცემა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და პირდაპირ უკავშირდება გლეხურ მეურნეობას, სადაც ძროხა ოჯახის მარჩენალია. ეს კი განსაკუთრებით აქტუალური გახლდათ გვალვიან, მოუსავლიან პერიოდში, როცა, ძირითადად, მხოლოდ რძის საშუალებით გადაურჩენია ხალხს სიცოცხლე. ამიტომაც მიაჩნდათ მისი დაქცევა უბედურებად, ეს ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვების გარეშე დარჩენას ნიშნავდა.
– ალბათ, არც რძის ამჟავება და აჭრა იქნება კარგის მომასწავებელი...
– თუ სახლში რძე სწრაფად მჟავდება, ეს ნიშნავს, რომ იქ უწმინდური ძალა მძლავრობს. მართალია, დღევანდელ დღეს ბევრს არ სჯერა უწმინდური ძალების და ჯადოქარი, მოჩვენება თუ ეშმაკი მხოლოდ ზღაპრის გმირები ჰგონია. თუმცა, ჩვენს წინაპრებს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდათ და მიაჩნდათ, რომ უწმინდური და ავი სულების ნეგატიური გავლენა, უპირველესად, სწორედ ახალ რძის პროდუქტებზე აისახებოდა – ამის მაგალითიც მრავლად ჰქონდათ. აქედან მოდის ცნობილი ლეგენდა და მინიშნებაც: თუ მოწველისას ძროხას რძის მაგივრად სისხლი წამოუვიდა, ეს ნიშნავს, რომ უწმინდურმა ძალამ დაიწყო დენა. ეს ავი სულები და ჯადოქრები კი, სადღაც იქვე, ახლოს ცხოვრობენ. შეიძლება, სულაც მეზობლად და თავს ადამიანად გვაჩვენებენ. ღამღამობით კი, ბოსელში იპარებიან და ამ უწყინარ ცხოველებს ჯადოს უკეთებენ. მაგრამ, ამ უბედურებასთან საბრძოლველი ხერხიც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს შემუშავებული. მარილს ტაფაზე დაყრიდნენ და პირდაპირ ცეცხლზე, ღუმელში, ანდა ბუხარში დგამდნენ. რკინა რომ გავარვარდებოდა, მარილი ტკაცატკუცით ცვივოდა აქეთ-იქით. ამ დროს ზედ დაასხამდნენ რძეს და ისიც, მარილთან ერთად ქრებოდა. ცარიელ ტაფას გამოიღებდნენ ღუმლიდან და ცივი წყლით სავსე კასრში ჩაუშვებდნენ. თუ ავი სული მეზობლად სახლობდა, ოჯახში მყოფნი ტკივილებისგან აღმომხდარ მის საზარელ ბღავილსაც გაიგონებდნენ. ამ პროცედურის შემდეგ კი, ძროხა უკვე ნორმალურად იწველებოდა. რძის ამჟავების წინააღმდეგ იყო ასეთი ტრადიციაც: რძეში ცოცხალ ბაყაყს ჩააგდებდნენ. ადრე სოფლებში მაცივარი არ ჰქონდათ და ამიტომ, ზაფხულის ცხელ პაპანაქებაში დიასახლისი რძეში ცოცხალ ბაყაყს აგდებდა. სხვანაირად ის მალევე ამჟავდებოდა გრილ სარდაფშიც კი. ბაყაყი არხეინად ცურავდა თეთრ სითხეში და არც არაფერი იყო საშიში. თუ ბაყაყს ვერ იპოვიდნენ, თიხის სარძევეს სველ ტილოს გადააფარებდნენ.
– თითქმის არ არსებობს დიასახლისი, ადუღებისას რძე ერთხელ მაინც რომ არ გადმოსვლოდეს...
– თუ რძე ადუღებისას გადაგივიდათ – ეს მოულოდნელობაა, რაც შეიძლება, კარგიც იყოს და ცუდიც. ამიტომ, ზედმეტი დავიდარაბა თავიდან რომ ავიცილოთ, უმჯობესია, მიზეზი ძირშივე მოვსპოთ. როცა დიასახლისი ხვდება, რომ რძე გადმოსვლას აპირებს, მასში მწიკვი მარილი უნდა ჩაყაროს. მაგრამ, თუ ამის მერეც გადმოვიდოდა, ესე იგი, მოულოდნელობა გარდაუვალია. სოფლად კი უნდა გაითავალისწინონ, თუ წველას უცხო ადამიანი შეესწრო, შეიძლება, ძროხამ რძე არ მოგცეთ. ეს ნიშნავს, რომ მეწველი გაითვალა. ამიტომ, უახლოეს მეგობარსაც კი არ ასწრებენ ხოლმე მოწველის პროცესს. ბავშვებს კი შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, იმდენ ხანს უყურონ ქაფქაფა რძით სათლის ავსებას, მათ ხომ არავის გათვალვა არ შეუძლიათ. არის კიდევ ასეთი აკრძალვები და რჩევები: არ შეიძლება, რძე ცარიელ ფინჯანში ჩაასხათ, აუცილებელია, მასში ჯერ პური ჩადოთ, რათა სახლში რძე არ დაიშრიტოს; თუ რძეს მოწყალებად გასცემთ, ის თქვენი ნათესავების ცეცხლს დაესხმება ჯოჯოხეთში და ჩააქრობს; ვისაც რძის ქაფის შეხვრეპა უყვარს, ქორწილი წვიმიან დღეს ექნება.
– რას ნიშნავს რძის სიზმარში ნახვა?
– გააჩნია, რა მდგომარეობასა და ვითარებაში ნახავთ. თუ სიზმარში რძე მაღაზიაში იყიდეთ – ეს სამსახურში დაწინაურებას ნიშნავს. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ყველა, აქამდე  გადაულახავ პრობლემას, ერთბაშად დაძლევთ, რაც არც ხელმძღვანელობას დარჩება შეუნიშნავი და სათანადოდ დააფასებს თქვენს ღვაწლს – გაცილებით მაღალ თანამდებობას შემოგთავაზებენ. თუმცა, გაითვალისწინეთ, ამით ისეთ დიდ პასუხისმგებლობასა და დატვირთვას იღებთ საკუთარ თავზე, სხვებს რომ ვერ გადაუნაწილებთ. ასე რომ, თუ სათანადო სურვილსა და მოწოდებას არ გრძნობთ, უმჯობესია, უარი თქვათ შემოთავაზებაზე. მაგრამ, თუ დაგესიზმრათ, რომ რძე სოფელში იშოვეთ – მალე წარსულის მოგონებები მოსვენებას დაგიკარგავთ. იქ დაბრუნება  მოგინდებათ, სადაც ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები გაატარეთ. ამიტომ, თუ დრო გაქვთ, აუცილებლად მოინახულეთ ის ადგილები და მაშინვე იგრძნობთ, როგორ გამოგიკეთდებათ გუნება-განწყობა და გაგივლით გაღიზიანება-უკმაყოფილება. სიზმარში თუ რძეს ადუღებდით – ეს ნიშნავს, რომ უაღრესად პედანტი ხართ, რაც ხელისშემშლელია არა მარტო თქვენთვის, არამედ ახლობლებსაც ურთულებს თქვენთან ურთიერთობას. დიდი ხანია, დაღალა ისინი თქვენმა გამოხდომებმა. შეეცადეთ, თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეთ საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც. მაშინვე იგრძნობთ შევებას და ურთიერთობებიც დათბება. თუ სიზმარში რძეს ადუღებდით და გადაგივიდათ – ცხადში სულ იმის შიშში ხართ, ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომ ამით სხვას აწყენინოთ. ეს უკვე მანიად გეგცათ: სულ მობოდიშებაში ხართ თქვენი საქციელისა თუ ნათქვამის გამო. მოიქეცით უფრო თამამად და ამით მხოლოდ მოიგებთ. კიდევ ძალიან ბევრი ვარიანტია და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ, რამდენიმე, შედარებით ყველაზე გავრცელებულ სიზმარს ავხსნი მოკლედ: ძროხის რძის ნახვა – არამდგრადი ჯანმრთელობაა; თუ რძე სადმე მიგაქვთ – ბევრ ფულს იშოვით; თუ რძეს სვამდით – ჯანმრთელობა და მომჭირნეობაა, რაც დიდ შემოსავალს მოგიტანთ; რძის გაცემა ნიშნავს, რომ თქვენი სახლი დაცული იქნება; ხოლო თუ რძე თავად გქონდათ ძუძუში – გამდიდრდებით.

скачать dle 11.3