კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა ქონება აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ხუთწლიანი სტაჟის მქონე ნიკოლოზ გონგლიაშვილს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გონგლიაშვილი 1966 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და 1990 წელს ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციაც მიენიჭა. ამის შემდეგ თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარაში“ სწავლობდა – ფინანსებისა და კრედიტის მიმართულებით და 1997 წელს ეკონომისტის კვალიფიკაციაც მიიღო. ნიკოლოზ გონგლიაშვილის სამუშაო გამოცდილება 1990 წელს დაიწყო რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტში“, სადაც 1992 წლამდე ტექნოლოგად იმუშავა. 1994 წელს Global Index Consultant Services Pte-ში გადაინაცვლა, სადაც 1996 წლამდე ფინანსური კონსულტანტი იყო; შემდეგ – 2004  წლამდე, Teletrade D.J. International Consulting Ltd-ის მთავარი ფინანსური კონსულტანტი. 2005 წელს თბილისის მერიაში დაინიშნა  განათლებისა და კულტურის სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსად; 2006-ში – საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ დირექტორად. 2008 წლიდან 2012-მდე  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2012 წლის მაისში, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
ნიკოლოზ გონგლიაშვილის პირველი დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – ქ-ნი ჟოზე ნუცუბიძე, მეუღლე – 1982 წელს დაბადებული ნათია ლაშაური, სამი შვილი – 2007 წელს დაბადებული მარიამი და 2009 წელს დაბადებულები არჩილი და ნიტა. იმხანად ნიკოლოზ გონგლიაშვილის საკუთრება იყო: საცხოვრებელი ბინა ტაშკენტის ქუჩაზე (178 კვ. მ.), ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი ბაზალეთზე; ასევე, მსუბუქი ავტომანქანა – 1997 წლის kia enterprise.  დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა: 10 000 ლარი. 2011 წლის განმავლობაში კი, როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 81 034 ლარი აიღო; 2012 წლის განმავლობაში კი, როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 35 455 ლარი; როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა (7 თვეში), 26 568 ლარი.
ნიკოლოზ გონგლიაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის ივნისით თარიღდება, რომელიც მან კვლავ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი. მის ზემოჩამოთვლილ ქონებას დაჰმატებია მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში (1 200 კვ. მ.). ნაღდ ფულად კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 5 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2016 წლის განმავლობაში, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, 78 000 ლარი აიღო.
скачать dle 11.3