კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 „შეშინებული“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ფუი, ეშმაკს!


რუსეთის პრეზიდენტმა წლის მიწურულს ტრადიციას არ უღალატა და პრესკონფერენცია გამართა თავის მოქალაქეთა გულის გასახარად: ცხადია, გვერდი არც უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აუარა (ზოგი რო სახურავზე იჯდა და ზოგიც – ძებნას აცხადებდა) და მიხეილ სააკაშვილიც ახსენა (სხვათა შორის, ამ ორს მეტად უცნაური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა).
როგორც მოსალოდნელი იყო, კბილი საქართველოსაც გაკრა და უკრაინასაც (რა ენაღვლება რო?!), მომყავს ციტატა: „ის (ანუ მიხეილ სააკაშვილი) იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს
პრეზიდენტი და ახლა დაეხეტება მოედნიდან მოედანზე და ყვირის მთელი მსოფლიოს გასაგონად: მე უკრაინელი ვარ! ნუთუ უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ დარჩნენ?! და უკრაინა ამ ყველაფერს ითმენს. ძალიან დასანანია ამის ყურება, გული მიკვდება პირდაპირ (ისე უკვდება, რომ საცაა, მარილზე წავა თუ ყასიდად?!).“
უკვდება კი არა, უხალისდება, პრ. პუტინის ნააზრევს უმალ გამოეხმაურა ეს ჩვენთვის ნაპრეზიდენტალი და უკრაინელთათვის – ნაგუბერნატორალი, პათოსით: „დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ჩემ წინააღმდეგ და ჩემი დაკავება უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოდ არ გავაკეთო. პუტინმა ეს დღეს დაადასტურა.“
მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი დასძინა, რომ პრ. პუტინს მისი ეშინია, იმას გარდა, რომ ეზიზღება კიდეც. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს – ნაკურთხი ჯვრის“.
ცხადია, ვლადიმირ ვლადიმირის ძე ისეთი შეშინებულია, რომ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ქართველები პირწმიდად გამოაყრევინა, ქართული კვალი ბულდოზერით მოასწორა და სამხედრო ბაზები განალაგა… –
скачать dle 11.3