№51 „დალომკილები“
ანუ ჩირგვებში გამაგრებულები
1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილთან გამართულ ბრძოლაში იმერეთის მეფე სოლომონმა ოსმალეთის არმიას ისეთი დღე აყარა, წესითა და რიგით, ახლაც უნდა ახსოვდეთ. ასე განსაჯეთ: ქართველები 16 000-ნი იყვნენ, ოსმალოთა მხარეს კი 41 000 ოსმალო მეომარი იბრძოდა და ჩვენდა საუბედუროდ, 10 000 ქართველიც.
2017 წლის 10 დეკემბერს კი საქართველოს დედაქალაქ თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია, ანუ შერკინება გაიმართა: ნარკომომხმარებლებისა საქართველოს მთავრობასთან, დევიზით: დავიცვათ (განა სამშობლო და საზღვრები?!) ნარკოკანონმდებლობა, ანუ მარიუხანის დეკრიმინალიზაცია. ეს კიდევ არაფერი (და მართლაც, მარიხუანის მოწევის გამო ციხეში არც არავინ უნდა ჩასვან), მთავარი ისაა, რომ „მორკინალნი“ ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ და, ზედაც, ლეგალიზაციას.
მეორე მხრივ, ლოგიკურიცაა ლეგალიზაციის მოთხოვნა, აბა, თუ არ მოიხმარე, რა თავში იხლი შიშველ დეკრიმინალიზაციას?!
ჯერ მხოლოდ მარიხუანაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: რაკი დეკრიმინალიზებულია, ბიოს მოწევ თუ ბალახს, ვერავინ დაგიშლის და ვერც ბუზს აგიფრენს (იმიტომ რომ ერთი ტესტი აგდებს ორივეს). თავის მხრივ კი, ბიო იმითაა საშიში, რომ თვით დამამზადებელმაც კი არ იცის მისი დოზა (ბალახში ბუნებრივადაა დოზირებული ნარკოტიკული საშუალება კანაბისი და ამიტომაც „პერედოზი“ ვერ იქნება, თუ თავად არ დაიხეთქე ფილტვები ბოლებით). ჰოდა, რაკი დამამზადებელმაც კი არ იცის, ბიოს თითოეული მოწევა, ფაქტობრივად, სიკვდილთან თამაში, ანუ „რუსული რულეტკაა“.
ამის გათვალისწინებით, პირადად მე ვვარაუდობ, რომ მორიგი პროტესტის თემა იქნება: რატომ არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ხარისხიანი მოსაწევით საკუთარ მოქალაქეებს?! შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: ტვინს რომ ცოტა რუხი ნივთიერება წაახმარონ, ვითომ „ლომკას“ გამოიწვევს?! იმას გარდა, რომ არანაკლებ საინტერესოა, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციის დამცველთაგან რამდენი პროცენტი მოიწადინებს ქვეყნის დაცვას?! –