კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 დაიმედებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ძალად დაბრმავებულები


ამ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია ვერ იქნა და ვერ ამოქმედდა და ჯერაც დამტკიცების ფაზაშია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაგვამშვიდა, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული სიახლე (რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობა არ იკარგება) არა მომავალი წლის ნოემბერში, არამედ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
რაკი საყოველთაო-სახალხო განხილვებისას შემოგვთავაზეს, უფრო ადრე აამოქმედეთო, გაუზიარებიათ ეს თხოვნა (კეთილები!). ამ ფაქტს ინიციატივის ავტორმა (დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა) დიდი გამარჯვება უწოდა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი.
აქვე შეგახსენებთ, რომ, ჯერ კიდევ მოქმედი ნორმით, ორმაგი მოქალაქეობის მიღება მოქალაქეს, თუ სხვა ქვეყნისას მიიღებდა და დაკარგავდა, პრეზიდენტის ნებართვით შეეძლო და, როგორც პრაქტიკა მოწმობს, უცხოეთში გადაბარგებულ ან დროებით წასულ თანამემამულეებს დაბრკოლება არ ექმნებოდათ, საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად (თუ შესაბამის პროცედურას გაივლიდნენ).
ერთი სიტყვით, ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლისაც უნდათ, იმ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ და საქართველოს მოქალაქეობასაც არ დაკარგავენ. ერთი შეხედვით,  სიახლე თითქოს ფრიად სასიხარულოა, ოღონდ, ვაი, რომ, მხოლოდ ერთი შეხედვით, იმიტომ რომ, უნაღმეს ნაღმს მოიცავს თავის თავში. აქვე შეგახსენებთ, რომ ორმაგ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც აქვთ.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ჯავახეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა რუსეთის მოქალაქეობა მოიწადინეს. ამის შემდეგ კი, მაგალითად, პრეტენზია გამოთქვეს, რომ ქართული სახელმწიფო მათ უფლებებს არღვევს (ნებისმიერი მიზეზით: თუნდაც, კუმურდოს ეკლესიას არ აკუთვნებს ან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით აზარალებს), რუსეთმა კი მათი (ანუ რფ-ის მოქალაქეების) უფლებების დაცვის ეგიდით, რამე იმის მსგავსი წამოიწყოს, რაც 2008-ში ცხინვალის რეგიონში?!
რთული სათქმელია, რატომ დაიბრმავეს თვალი და დაიყრუეს ყური ამ ჩვენმა უმაღლესმა კანონმდებლებმა (ვითომ რუხმა ნივთიერებამ უმტყუნათ?!) ან რა უხარიათ, თუ „ჯაველინ“-„მისტრალების“ იმედი აქვთ?! –
скачать dle 11.3