კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ნამუსმოწმენდილები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ გამსაღებლები

„ჯაველინების“ გადმოცემით მოგვრილი სიხარული არ გაგვნელებოდა (ან კი რა გაგვინელებს, როდესაც ეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება რუსულ ტანკთა მმუსვრელია?!), რომ კიდევ ერთი, ანუ მეორე დაემატა!
კერძოდ, შევიტყვეთ, რომ მესამე მოდიფიკაციის „მისტრალებს“ მივიღებთ! ცხადია, მტრული საფრენი ობიექტების ჩამოსაგდებად.
თუმცა, მაგალითად, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ აღნიშნული საზენიტო კომპლექსების მინუსი ის არის, რომ გამოიყენება დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ. დაზიანების რადიუსი კი მხოლოდ 20 კილომეტრია (მაქსიმუმ), რაც დიდს ვერაფერს შემატებსო ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემას.
ამას გარდა, კიდევ ორი რადარიც შეგვიძენია, მაგრამ ვერც ესენი აუტეხენ რაკარუკს კრამიტებს, ვინაიდან, ისევ ამირან სალუქვაძეს თუ ვერწმუნებით, ერთის რადიუსი 400, მეორის კი - 250 კილომეტრია.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, საფრანგეთს ნამუსი მოვწმინდეთ (ჩვენთან ომის შემდეგაც რომ არ გაუწყვიტა ჩვენს ოკუპანტს, რფ-ის „მისტრალების“ დამზადებაზე კონტრაქტი) და შეიარაღება გავუსაღეთ?! –

скачать dle 11.3