კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ქართველი სტუდენტი, რომელიც „ფეისბუქის“ სათავო ოფისში, მარკ ცუკერბერგთან გაივლის სტაჟირებას, 250 ათას სტუდენტს შორის აარჩიეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ლუკა ლომთაძე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამჟამად გაცვლითი ვიზიტით სან-დიეგოში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის. ლუკა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის  შეარჩიეს და  ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვიეს. ჩვენ ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტს ვუსურვებთ.
ლუკა ლომთაძე: დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, მეხუთე კლასიდან ვსწავლობდი ალგორითმს და პროგრამირებას. ზოგადად, პროგრამირების შესავლებიდან სერიოზულ დონემდე, ყველაფერი სკოლაში ვისწავლე. მეათე კლასში დავიწყე ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენება – შევქმენი სტარტაპები. იქიდან მოყოლებული, დღემდე 8 ტექნიკური სტარტაპი შევქმენი, ორი ახლაც მუშაობს საქართველოში. როდესაც მეთორმეტე კლასში ვსწავლობდი, მინდოდა, ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად წასვლა, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით განვითარებადია, ბევრი რამ კიდევ შესაქმნელი, გადავწყვიტე, ეს გამომეყენებინა და მე შემექმნა რაღაცები. შედეგად, უნივერსიტეტში სწავლის პირველივე კურსზე, 10 წამყვან კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში ვიმუშავე პროგრამისტად. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ყველა ცნობილ, პოპულარულ პროგრამულ ენაზე რაღაც სისტემა მქონდა დაწერილი.
ამჟამად ამერიკაში იმყოფები გაცვლითი პროგრამით.
– კი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ამერიკაში აქვს გაცვლითი პროგრამა და ამჟამად უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ვიმყოფები. აქ რომ ჩამოვედი, აღვფრთოვანდი,  ფართო შესაძლებლობები დავინახე. ვეცადე, ეს მაქსიმალურად კარგად გამომეყენება და სამყაროს ერთ-ერთ, ყველაზე საუკეთესო Software კომპანიაში მოვხვდი პროგრამისტად.
– მომიყევი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ამერიკაში რომ ჩამოვედი, „ფეისბუქის“ რეკრუიტერი შემეხმიანა, რომ ჩემით იყვნენ  დაინტერესებულები . ჩემი მეგობარი „ფესბუქში“ მუშაობს და მან გამიწია რეკომენდაცია. ზოგადად, ისინი ბაზაში აგროვებენ კარგი პროგრამისტების სიას და თავის თანამშრომლებს სთხოვენ, თუ ვინმე მაგარია, რეკომენდაცია გაუწიონ და შემდეგ თავად ეხმიანებიან. ეტყობა, ერთ-ერთი მეც ვიყავი და დამიკავშირდნენ, დამინიშნეს ტექნიკური ინტერვიუ.
– როგორი იყო პირველი ემოცია?
– რეზიუმეში უნივერისტეტის იმეილი მქონდა მითითებული და მოწვევა მოხვდა „სპამში“. ერთი თვის შემდეგ ვნახე. მთხოვდნენ: ორი კვირის განმავლობაში როდის გინდა ინტერვიუ და უკვე ერთი თვე იყო გასული. მივწერე: ახლა ვნახე თქვენი გზავნილი და თუ კიდევ ხართ დაინტერესებული, სიამოვნებით გავივლი ინტერვიუს-მეთქი. კი თანახმა ვართო და დამინიშნეს ორი ტექნიკური ინტერვიუ. ტექნიკური ინტერვიუს დროს გამოცდილების შესახებ არაფერს გეკითხებიან, გაძლევენ პროგრამულ დავალებებს, რაც შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში მოხდეს ალგორითმებით. კოდი უნდა დაწერო, რისთვისაც ნაკლებ დროს, მეხსიერებას იყენებ და რაც შეიძლება, ოპტიმალური უნდა იყოს. ისინი ეძებენ ადამიანს, ვისაც ძალიან მაგარი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და შეუძლია დიდ პროექტებზე მუშაობა.
– შენ ყველა ეს შესაძლებლობა და ნიჭი გაქვს.
– მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გამოცდილების გამო მოვხვდი „ფეისუბქუში“ პროგრამისტად.
– როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო.
– კი, ძალიან ბევრი ადამიანი აგზავნის თავის მონაცემებს და იქიდან ძალიან ცოტას ირჩევენ. იმდენად დიდია ეს ციფრები, რომ არც ითვლიან ხოლმე.
– და მაინც, შენ რატომ გამოგარჩიეს?
– ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ტექნიკურ უნარებზეა დაფუძნებული. ტექნიკური ინტერვიუს დროს ყველა დავალების შესრულებას გაცილებით სწრაფად მოვრჩი და ალბათ, ეს იყო უფრო გადამწყვეტი. რაც მომცეს, მაგრად შევასრულე, თან, ძალიან მცირე დროში.
– პასუხი მაშინვე გითხრეს თუ მოგვიანებით?
– მთელი ეს პროცესი დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა. ტექნიკური ინტერვიუ, დამუშავება, ალბათ, ჩემი პროექტებიც შეამოწმეს. შემდეგ დამირეკეს, მომილოცეს და რამდენიმე დღეში კონტრაქტიც გამომიგზავნეს. მივხვდი: რამდენი გზა გამეხსნა იმასთან შედარებით, რაც მქონდა და რამდენად სწრაფად მივაღწევ დასახულ მიზნებს. „ფეისბუქი“ იყო უმთავრესი მიზანი მეხუთე კლასიდან დღემდე და ახლა უფრო დიდი მიზნები მაქვს. თუმცა, ერთ რამეს მივხვდი: მიზნის მიღწევის პროცესი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე მიზანს რომ მიაღწევ. მაგრამ, მაინც ძალიან მაგარია: ეს იყო ცხოვრებისეული მიზანი და მივაღწიე.
– რა შედის კონტრაქტში, რომელიც გამოგიგზავნეს?
– მთელ სამყაროში ყველაზე მაგარი სტაჟირებაა პროგრამისტისთვის. საუკეთესო პირობებია, ყველაზე მაგარი.
– როდის იწყებ მუშაობას?
– მაისში ვიწყებ და აგვისტოში დამთავრდება – საზაფხული სტაჟირებაა. როცა ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობ, სრული დროით ვერ იმუშავებ. თუმცა, ამ სტაჟირების მთავარი მიზანია, იპოვონ ისეთი კანდიდატურები, რომლებსაც „ფულ თაიმზე“ მუშაობას შესთავაზებენ. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. მაისში დავიწყებ უკვე მუშაობას სილიკონ ველზე, მენლო პარკში, „ფეისბუქის“ სათავო ოფისში, მარკ ცუკერბერგთან.
– შეიძლება, მასაც შეხვდე?
– შესაძლებელია. როგორც ამბობენ, ყავაზეც ჩვეულებრივ გამოდის. არ არის მკაცრი უფროსი და ჩვეულებრივი პროგრამისტია. რომ მივალ, ვნახოთ, რა იქნება.
– როგორია შენი მოლოდინი?
– ვიცი, რომ დიდ გამოცდილებას მივიღებ, დიდ ემოციებს – თითქოს ახალ ოჯახში შევედი, რომლის ყველა წევრი ძალიან მაგარია. ჩემი მიზანია თვითგანვითარება, თუმცა, საკუთარიც ბევრი ბიზნესიდეა მაქვს, რომლებიც ჯერ არ განმიხორციელებია და მომავალში, ვეცდები, განვახორციელო.
– სტარტაპებიდან გაქვს შემოსავალი?
– ეს სტარტაპები, ძირითადად, თავის გადარჩენისთვის იყო, რაც შემომდიოდა, იმ თანხით მთლიანად ინვესტიციას ვაკეთებდი.
– შენმა ამბავმა რამდენიმე წუთში ცნობილი გაგხადა. ყველას გაუხარდა შენი წარმატება, გიცნობდნენ თუ არა.
– ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მიხარია, მიზანს რომ მივაღწიე და ამდენი ადამიანი დამიდგა გვერდში.
– ოჯახის რეაქცია როგორი იყო?
– თავიდან არ სჯეროდათ, მაგრამ კონტრაქტი რომ ნახეს, დაიჯერეს.
скачать dle 11.3