№50 GNC - საუკეთესო ადგილი თქვენი სილამაზისა და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის
ცოტა ხნის წინ თბილისში სილამაზის სალონი და მანიკიურისა და პედიკიურის ახალი ტექნოლოგიების შემსწავლელი ცენტრი GNC გაიხსნა, სადაც პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს თქვენს სილამაზესა და დახელოვნებაზე. სალონი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მანიკიურისა და პედიკიურის ოსტატს, არაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებულს თავის პროფესიაში, ანჟელა შონიას ეკუთვნის, რომლის მასტერკლასებზე მოსახვედრად ყოველდღიურად არაერთი გოგონა ეწერება.
ანჟელა შონია: ამ სფეროში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება მაქვს. ყოველთვის მქონდა წინსვლისა და უფრო მეტად განვითარების ამბიცია. ამ წლების განმავლობაში ბევრი გოგონა დახელოვნდა ჩემთან და ყველა წარმატებით დასაქმდა. ეს სალონი სამი თვის წინ გავხსენი. უპირველესად, ჩემი მთავარი მიზანი იყო, მქონოდა ყველა საჭირო პირობა სკოლისთვის. მე გახლავართ ინსტრუქტორი, სწავლებისა და შემდგომში, საერთაშორისო დონის სერტიფიკატის გაცემის უფლებით. ვასწავლი ყველა საჭირო პროცედურას, რაც მანიკიურსა და პედიკიურს ეხება. ათდღიანი პრაქტიკული კურსის შემდეგ, გოგონები დამოუკიდებლად მუშაობენ.
– რა მომსახურებების მიღებაა GNC-ში შესაძლებელი?
– გვყავს არაჩვეულებრივი სტილისტები და ვიზაჟისტი და, რა თქმა უნდა, ფრჩხილების მოვლის მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ამ კუთხით კეთდება ყველა პროცედურა, რაც თანამედროვე სამყაროშია შესაძლებელი. როგორი მოუვლელი ფრჩხილებითაც უნდა მოვიდეს კლიენტი ჩვენთან, ძალიან მოკლე დროში, მას დედოფლად ვაქცევთ. ყველაზე პრეტენზიული კლიენტებიც კი, კმაყოფილები მიდიან ჩვენგან. ვახდენთ ფრჩხილის გამაგრებას ყველანაირი მეთოდით და რაც მთავარია, გამაგრებული და დაგრძელებული ფრჩხილი აბსოლუტურად ბუნებრივად გამოიყურება, კომფორტულია საქმის კეთების დროსაც. ფერებისა და მასალის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს. რაც შეეხება დიზაინს, აქაც ბევრი ვარიაციაა, როგორც სისადავის, ასევე გადატვირთული დიზაინის მოყვარული ქალბატონებისთვის. მომხმარებლების წასახალისებლად, ფასდაკლების საიტებზე ხშირად ვათავსებთ სხვადასხვა აქციას.
– უსაფრთხოა თუ არა პროცედურები და რომელი ბრენდების პროდუქციას იყენებთ?
– მასალა, რითაც ჩვენ ვმუშაობთ, აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს, პრაქტიკულად, იგივე პროდუქტია, რაც სტომატოლოგიაში გამოიყენება. ჩვენი ყველა
აპარატი, თითოეული პროცედურის წინ, სტერილიზაციის სრულ ციკლს გადის და აბსოლუტურად უსაფრთხოა. რაც შეეხება მცდარ მოსაზრებებს სხვადასხვა პროცედურის შესახებ – დაგრძელება, გამაგრება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კი არა, ცუდი ხელოსანი და ცუდი კლიენტი აფუჭებს ფრჩხილს. ყველა ეს ტექნოლოგია ჩვენი კომფორტისა და სილამაზისთვისაა შექმნილი.
ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოსთვის ახალი, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე არაერთგზის დატესტილი და გამოცდილი პროდუქცია, ეს გახლავთ, გერმანული ბრენდი NIKA NAGEL და სწორედ ამ ბრენდის გასაცნობად, 12-13 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს სემინარი და მასტერკლასი, რომელსაც რუსეთიდან, ჩვენი სპეციალური მოწვევით ჩამოსული, მაღალი დონის ტექნოლოგი და საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი გაუძღვება.
მისამართი: თბილისი,
ბუდაპეშტის ¹6.
საკონტაქტო ტელ: 032 2194 445.