კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ გახდა ხვიჩა მაღლაკელიძე „საზოგადოებრივი პუტანკა“ და როგორ გადაურჩა ის გერმანიაში კაცთან სექსს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ხვიჩა მაღლაკელიძემ ფოტო განათავსა, რომელზეც ის გადასხმას იკეთებს. ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა ჩათვალა, რომ მუსიკოსს სერიოზული პრობლემა აქვს.
ხვიჩა მაღლაკელიძე:
მიყვარს ჩემი თავი და შესაბამისად, ექიმის ხშირი სტუმარი ვარ. მოგეხსენებათ, „საზოგადოებრივი პუტანკა“ ვარ. მთელ საქართველოს ვჭირდები და ჯანმრთელად უნდა ვიყო (იცინის). ბოლო წლებში ჯანმრთელობა აჩემებული მაქვს. ახლა ჰემოგლობინი დაბალი მქონდა და გადასხმა გავიკეთე. როცა გადასხმას ვიკეთებდი, ექთანმა მითხრა, კარგად არ მოწვეთავს წამალიო და სისტემა სკამზე შემოდო. „ორბი თაუერიდან“ ვიკეთებდი გადასხმას (იცინის). ამან იმდენად გამახალისა, ფოტო გადავიღე და სოციალურ ქსელში დავდე. როგორ გყვარებივართ, ხალხო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ამ ფოტოს. ნახევარი, ალბათ, ფიქრობდა, „გვეღირსაო“ (იცინის). ანეკდოტია: კაცს ეკითხებიან, როგორ ხარო და ის პასუხობს: ვერ ეღირსებითო. ასეა ჩემი საქმე (იცინის). გადასარევად ვარ წელსზევითაც და კიდევ უკეთესად – წელსქვევით. ისე, ჩემი მტერი გაჩერდა სავადმყოფოში. თუმცა, ჩემი უმცროსი შვილის მიყვანა ხშირად მიწევს. მე და ჩემი მეუღლე ფეთიანი მშობლები ვართ. უფროსი 16 წლისაა, უკვე დიდია და მიშვებულია თავის ნებაზე. სპორტულად ცხოვრობს და ისეთი ტანი დაიყენა, გოგოები კი არა, ბიჭებიც თვალს აყოლებენ (იცინის). აი, პატარას კი უნდა მიხედვა და პროფილაქტიკისთვის ყოველ თვეში მივდივართ ექიმთან.
– ისე, ხიფათიანი თუ ხარ?
– რამდენჯერაც ხიფათს შევეთამაშე, იმდენჯერ კრახით დავასრულე. ძირითადად, გადაღებების დროს მემართება ასეთი რამ. კინოსტუდიაში ქასთინგზე რომ მოვედი და სივი შევავსე, ყველაფერს პლუსი გავუკეთე ისე, რომ არც წამიკითხავს. თურმე, მიმითითებია, რომ ცურვაც შემიძლია, ველოსიპედითაც კარგად დავდივარ, პარაშუტით ვხტები და ცხენით არაჩვეულებრივად ვჯირითობ. ერთ-ერთი გადაღებისას სპეციალურად აშენებულ აგურის ღობეს უნდა გადავხტომოდი. ოპერატორი „სტედიკამით” იღებდა, რომელიც ძალიან მძიმეა და მთხოვა, გეხვეწები, ნუ მარბენინებ, იქნებ პირველივე დუბლით გადავიღოთო. მე ხომ ყველაფერი ვიცოდი და რა პრობლემა იყო (იცინის). გამოვიქეცი და მივადექი აგურის კედელს, უნდა გადავხტე, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე – პირდაპირ გავიტანე კედელი. შიგნეულით შევედი კედელში და დავინახე კიდეც ბრმანაწლავი ცხვირის ნესტოში. ამავე ფილმს ვიღებდით მცხეთაში. პატრულის მანქანა მომდევს კადრში და მე ველოსიპედით გავრბივარ. რეჟისორმა მითხრა, ჩიხამდე მიდი და მერე შეუხვიეო. ჩიხში რა ხდებოდა, არ ვიცოდი. რეჟისორმა – შედიო და მეც ვენდე. შევედი და შევედი პირდაპირ მდინარეში ჩემი ველოსიპედით (იცინის). ნოემბერი იყო და კინაღამ უბრალოება ავიკიდე – „პროსტატას“ ვგულისხმობ. ერთხელ, გადაცემის ჩაწერაზე ბატუტზე უნდა დავმხტარიყავი და შემდეგ ფხრიწებიანი ტანსაცმლით კედელს შევსკდომოდი. ბატუტიდან რომ ავხტი, პირდაპირ თავით წავედი კედლისკენ და ხომ იცით, ქათამი რომ სიცივისგან თავს ჩაჰყოფს კისერში, ისე ჩამივარდა თავი საკუთარ კისერში. გარმონივით დავიკეცე. ისე ცუდად გავხდი, ერთი წელი ვერც ვახველებდი, ვერც ვიცინოდი და ვერცერთი „დირკიდან” ვერ ვუშვებდი ჰაერს. საშინელი ტკივილები მქონდა. ერთხელ კიდევ, მე და ქრისტინე იმედაძემ ერთ-ერთი გადაცემისთვის მეხანძრეების როლი მოვირგეთ. მეორე სართულიდან უნდა ჩამოვსრიალებულიყავით მილით. მეორე სართულიდან ჩამოსრიალებას რა უნდა, ორგაზმამდე ვერც მიხვალ. მაგრამ, მე რატომღაც შუა გზაში ჩავთვალე, რომ უკვე ძირს ვიყავი და ხელი გავუშვი. გავუშვი და კიდეც ვიფრინე ერთი სართული. ჰოდა, ორივე ფეხი მოვიტეხე. ამ ყველაფრის შემდეგ, ვცდილობ, გადაღებას მარტო მაშინ დავთანხმდე, თუ გაუნძრევლად მომიწევს ჯდომა (იცინის).
– ქალების გამო არ აღმოჩენილხარ საფრთხეში?
– ქალების, რა გითხრა, მაგრამ კარგ ამბავს მოგიყვები. მე და გუჯა მარდალეიშვილი ვიყავით გერმანიაში. საღამოს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სასტუმრო გაგანია სტრიპტიზკლუბების უბანშია. გარე ბოზები, შიგა ბოზები თუ „კუხნის ბოზები“ – მოკლედ, მაქსიმალური კომფორტია. ჩვენც ნასვამები, კარგ ხასიათზე ვართ. ეს გოგოები გარეთ დგანან და გეპატიჟებიან – ჩვენთან შემოდითო. მთვრალები ვიყავით და არაფრის თავი არ გვქონდა, მაგრამ ვიფიქრეთ, სანამ ნომერში ავალთ, ცოტას ვიღადავებთო. ერთ-ერთ გოგოს ვკითხეთ, რას შემოგვთავაზებდა და გვიპასუხა: 50 დოლარს თუ გადამიხდით, პრივატულად ვიცეკვებ თქვენთვის შიშველიო. კიდევ-მეთქი? აი, ათ ევროს თუ დაამატებ, წავალ და შამპანურს მოვიტანო. ალბათ, სუპერმარკეტში გადაირბენდა (იცინის). მკერდზე დავისხამ და შენ იქიდან დალიეო. მე ვუთხარი, ჩვენ საქართველოდან ვართ, ბევრნაირი სასმისი გვინახავს, მაგრამ ძუძუებიდან შამპანური არასდროს დამილევია. აბა, კიდევ რას შემოგვთავაზებ-მეთქი. ამ ღადაობაში უკნიდან, ვიღაც შავკანიანი ბიჭი მარტყამს ხელს. აუუ, რომ შევხედე, მართლა ბამბანერკის ყდიდან გადმომხტარს ჰგავდა, დახატული იყო. შავ, დაკუნთულ მოდელის ტანზე თეთრი მოტკეცილი „მაიკა” ეცვა (იცინის). მოკლედ, უსიმპათიურესი შავკანიანი ბიჭი მეკითხება დამტვრეული ინგლისურით: ბიჭებო, სექსი გინდათ? ეე, გუჯა გაგიმართლა-მეთქი, აღარ ვჩერდები. აბა, რას გვთავაზობ-მეთქი, მივუბრუნდი იმ ბიჭს. გუჯას არ ესმის მისი ლაპარაკი, მაგრამ მე ვუთარგმნი. გვეუბნება, 50 ევრო გადამიხადეთ და აქ ვარო. ვუთარგმნი ქუთაისელ გუჯას და ამას ახლა გავხევ შუაზეო –  ძლივს ვაკავებ. ბიჭო, რამე არ თქვა. აქ ამათი და კოღოების უფლებები ისეა დაცული, ჩვენ ჰაერში აგვწევენ-მეთქი. ეს შავკანიანი ბიჭიც არ გვეშვება. მივუბრუნდი და ვეუბნები: ჩვენ საქართველოდან ვართ და თუ ჩვენთან რამე გინდა, ჯერ სახლში უნდა დამპატიჟო, საოჯახო ალბომი დამათვალიერებინო, მშობლები გამაცნო. უნდა შეგეჩვიო და მერე იქნება რაღაც. აბა, ასე უცებ ვერ წამოგაპლაკინებ ფეხებს-მეთქი. კაი, მაშინ კიდევ 50 ევრო გადამიხადეთ და მე გიზამთ ორივესო. დედაა, რას გვერჩი, შე კაცო. დიდი მადლობა, შენი ჭირიმე, მაგრამ არ გვინდა-მეთქი. მოკლედ,  ძლივს მოვიცილეთ ეს სიმპათიური აფროამერიკელი. გუჯა ბრდღვნიდა იქაურობას და კიდევ ვუმატებდი: გუჯა, ახლა წარმოიდგინე, შენ აპლაკული ჰყავხარ სადარბაზოში იმ შავკანიანს და მე სადღაც, იქვე, გელოდები (იცინის). აი, ეგ იყო, თუ იყო ხიფათი, გადავრჩი მ...ს.
– ცოტა ხნის წინ მარიხუანის დეკრიმინალიზება მოხდა. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
– ნარკოტიკებს, გალოთებას და ქუჩას გიტარამ გადამარჩინა. ნემსის პანიკური შიში მაქვს და ამასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. თუმცა, მარიხუანა მომიწევია. აჭარაში პოლიციელების მიერ საზღვარზე გადამსვლელებისთვის ჩამორთმეული „პლანი” შემოდიოდა და ის ითვლებოდა კარგი ხარისხის „პლანად”. ის ბოლოს, ზუსტად ოცი წლის წინ მოვწიე და მას შემდეგ, პანიკური შიში მაქვს. ერთ-ერთი მეგობარი, რომელმაც ჩვენთან ერთად მოწია, ძალიან ცუდად გახდა. ჩიბუხით მოვწიეთ, ჩვენ ხო გამოგვაშტერა და ჩვენი მეგობარი კინაღამ მოკლა. მას შემდეგ „პლანზე” გამკარებელი არ ვარ. თავში ჩამებეჭდა, რომ ამისგან კვდებიან. დღემდე მაინტერესებს და მინდა, მოვწიო, მაგრამ იცი, როგორი შიში მაქვს? ბევრი ხელოვანი მეუბნება: აუ, მოწიე, იცი, რა მაგრად დაუკრავ, იცი, რას შეუბერავო?! მაგრამ მე მირჩევნია, ასი გრამი ჭაჭა გადავკრა. დეკრიმინალიზება კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებაა კარგი. რაც შეეხებათ შვილებს, მათ არჩევნის უფლება აქვთ. თუ უნდა, ჩემმა შვილმა დღესვე მოწიოს სიგარეტი იქნება თუ „პლანი.” თუ ესიამოვნება და ამაში რამე სასიამოვნოს ნახავს, კი ბატონო. მაგრამ, ისიც უნდა იცოდეს, რომ მერე საჭესთან ვერ დაჯდება, საჯარო სამსახურს ვერ გაეკარება და ასე შემდეგ. რომ დავუშალო და მერე სადღაც, ჩუმად მოწიოს, ამას მირჩევნია, მოიტანოს და სახლში მოწიოს. თუმცა, სიგარეტსაც ვერ იტანს და ამის გამკეთებელი არაა. ზედმეტად წიგნიერი გავზარდე და მგონი, მთლად გამომიშტერდა ამდენი სწავლისგან (იცინის). არქიტექტორობას აპირებს და ქვეყნისა და ქალაქის იერსახის შეცვლას გეგმავს.
– როგორია სექსუალური უმცირესობებისადმი შენი დამოკიდებულება. გასულ კვირას დიდი აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია ქართულ-ამერიკულმა ქორწილმა ჩოხებში.
– სექსუალურ უმცირესობებთან ყოველთვის ლოიალური დამოკიდებულება მქონდა. ძალიან დემოკრატიული მამის როლს არ ვთამაშობ, ეს რომ ჩემს ოჯახში მოხდეს, გულზე ხინჯი მექნება. თუმცა, რა უფლება მაქვს, შვილს რამე დავუშალო. მაგრამ, მივესალმებიო, ამას რომ ამბობენ, ეს მისალმებაც, უბრალოდ, შეგუება მგონია და ალბათ, მეც შევეგუები. თუმცა, მაინც ვიტყვი, ღმერთმა დამიფაროს-მეთქი. ძალიან ბევრი ლესბოსელი და ჰომოსექსუალი მეგობარი მყავს, მაგრამ პლაკატებით „ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანიას“ ფრიალს ნუ დამიწყებ თვალწინ. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ წყვილებს აუყვანიათ ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. აქირავებენ მერე ამ ბავშვებს და საშინელებები ხდება. მოკლედ, ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ იქნებ, როგორმე მაინც დაგვიტოვოთ პატარა ჭუჭუ და პატარა ფუჩუ გასამრავლებლად.
скачать dle 11.3