კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ აღმოაჩინა მანუ მურღულიამ „ბერკლიში“ კვაზი მანტკავა და როგორ მოხიბლა მან პროფესორები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მომღერალი მანუ მურღულია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი გახდა. საკუთარი ნიჭით პროფესორების მოხიბვლა მალევე შეძლო, ურთულესი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ორმოცდაათპროცენტიანი დაფინანსებაც მოიპოვა. ახლა კი მისი მთავარი საზრუნავი დარჩენილი თანხის მოძიებაა. რა კომპლიმენტები დაიმსახურა „ბერკლის“ პროფესორებისგან, რამ ჩააგდო შოკში და რა გეგმები აქვს ახლა, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
მანუ მურღულია:
ივნისში შევავსე „ბერკლის“ საიტზე აპლიკაცია და გავაგზავნე ორი ვიდეო, რომელიც იმ დღეს ჩავწერე სახლის პირობებში. რეპეტიციაც არ გამივლია, პირდაპირ დავჯექი და ვიმღერე. ჩემდა გასახარად, იმ ღამითვე მომივიდა პასუხი. ძალიან გამიკვრიდა, როგორც წესი, პასუხს ერთი კვირა მაინც სჭირდება. მომწერეს, რომ უნდოდათ, ჩემთვის გამოცდის დანიშვნა, რომელიც ონლაინ შედგებოდა. საკმაოდ რთული გამოცდა იყო. რომ ხედავენ, ნორმალურად მიდიხარ, უფრო და უფრო ართულებენ (იცინის). თან, „სკაიპით” ცოტა რთულია მუსიკალური გამოცდის ჩაბარება. გამოცდამდე 15 წუთით ადრე აგზავნიან ნოტებს, რომელსაც უნდა გაეცნო და მერე იმღერო, მაგრამ არაფერი გამომიგზავნეს. პირდაპირ მითხრეს, ახლა ეს გვიმღერეო (იცინის). მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან საყვარლები იყვნენ. მათი კეთილგანწობის შედეგად, მეხსნებოდა ნერვიულობა, თორემ თავიდან ძალიან შებოჭილი ვიყავი. გამოცდის შემდეგ გავიარე ინტერვიუ, ჩემი მოტივაციისა და შესაძლებლობების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვა, დადებით პასუხს ველოდი (იცინის). ამიტომ, ძალიან არ ვნერვიულობდი. თუმცა, ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაფინანსების მოპოვებას და აი, ამაში არ ვიყავი დარწმუნებული. შედეგების შესახებ წერილი რომ გავხსენი, თავიდან, დაფინანსებაზე საერთოდ ვერაფერი ვნახე და ცოტა ავნერვიულდი (იცინის). მერე, როგორც იქნა, ვნახე, რომ 50-პროცენტიანი დაფინანსება ავიღე. არ ვიცი, რა დავარქვა იმ ემოციებს, რომელიც იმ მომენტში მქონდა (იცინის). პასუხზე უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გამოცდის დროს.
– ელოდი ამას?
– არა, იმიტომ რომ, გამოცდები წელიწადში სამჯერ ტარდება. მე წლის ბოლოს გავედი, როცა უნივერსიტეტს უკვე ამოწურული აქვს დაფინანსების რესურსი და აღარ გასცემენ. მოკლედ, წესით და რიგით, ჩემთვის დაფინანსება არ უნდა მოეცათ, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც გამომიყვეს, ჩემდა საბედნიეროდ (იცინის).
– ძალიან მაგარი გოგო ხარ. წარმომიდგენია, შენი ემოციები.
– მართლა საოცრება იყო. რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა,  ის გამომრჩა. გასაუბრებაზე ჩემი ერთი-ერთი პროფესორი ძალიან ჰგავდა კვაზი მანტკავას „ჩემი ცოლის დაქალებიდან“. თვალი რომ ჩაირთო და  ამ კაცს შევხედე, შოკში ჩავვარდი, კვაზი მანტკავას რა უნდა „ბერკლიში“-მეთქი?! (იცინის) მან მითხრა, რომ უნიკალური სმენა მაქვს, რაც განსაკუთრებულად გამიხარდა. როგორია, „ბერკლის“ პროფესორი გამოცდაზე რომ ამას გეუბნება?! დამშვიდობებისას, კიდევ მითხრა, ძალიან ვისიამოვნე შენი ნამღერითო და საერთოდ, ჭკუაზე აღარ ვიყავი (იცინის).
– ახლა რას აპირებ, როდის მიემგზავრები?
– ჰო, ახლა ცოტა რთულადაა საქმე – მოსაპოვებელი მაქვს დანარჩენი თანხა. როცა მოვიპივებ, მაშინ წავალ. სემესტრი იანვარში იწყება, მაგრამ თანხის ნაწილი მანამდე უნდა ჩაირიცხოს. უკვე მივმართეთ კულტურის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ბაკალავრიატს არ აფინანსებენ. წინა წლებში დაუშვეს გამონაკლისები რამდენიმე სტუდენტისთვის. ახლა ასე აღარაა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ცუდია. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოც ხომ უნდა იყოს დაინტერესებული, ეს მარტო ჩემი წარმატება არ არის. ჯერჯერობით, არც ბიზნესმენებისგან მიგვიღია დამაიმედებელი პასუხი. ამ შანსის დაკარგვა ძალიან ცუდი იქნება, ამიტომ ყველა გზას მივმართავ დაფინანსების მოსაპოვებლად.
– სანამ ამ გზას გაივლიდი, გქონდა კონტაქტი იმ ქართველებთან, ვისაც ეს გამოცდილება აქვს?
– ჩემი დაქალი, ანა დოიაშვილი, სწავლობს „ბერკლიში“ და ის მეხმარებოდა ყველაფერში. ამიტომ, შორს წასვლა აღარ დამჭირვებია (იცინის).
– შენი მუსიკალური კარიერა როდის დაიწყო?
– ერთი წლიდან ვმღერი და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა არსებობს (იცინის). თვითონაც რომ მოვუსმინე, გამიკვირდა, იმდენად ზუსტად ვმღერი გამას ერთი წლის ბავშვი. ათი წლის რომ ვიყავი, დედამ „ანაბანაში“ მიმიყვანა და ლაურეატი გავხდი. შემდეგ იყო „ევროვიზია“, რითაც ჩემი სასცენო მოღვაწეობა დასრულდა.
– რატომ?
– სწავლაზე გადავერთე. ჯერ სკოლა, ახლა თსუ-ში ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიაზე. სკოლის პერიოდში მუსიკალური ათწლედიც დავამთავრე. უნივერსიტეტის პარალელურად, მუშაობა დავიწყე ბიზნესის სფეროში და მუსიკისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
– მუშაობ ბიზნესში, სწავლობ ფილოლოგიურზე და მოწოდებით ხარ მუსიკოსი.
– ჰო, ყველაფერი ამერ-დამერია, მაგრამ სანამ ფილოლოგიურზე ჩავაბარებდი, მანამდე, კიდევ სხვა გეგმები მქონდა. მინდოდა, სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა იურიდიულზე, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული ბიუროკრატიის გამო, იმდენი ვიწვალე, ბოლოს დავიღალე და თვითონვე ვთქვი უარი. მოკლედ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა ყველაზე მეტად მომწონს და მინდა, ჩემი მომავალი მას დავუკავშირო.
– პირადი ცხოვრების ამბებიც მითხარი. შეყვარებული თუ ხარ?
– არა. ოცი წლის ვარ, მაგრამ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მარტივად მბეზრდება ადამიანები და არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო. შეიძლება, მესამე დღეს აღარ მომეწონოს და კარგად იყავი-მეთქი, ვუთხრა. ამიტომ, ცუდი ადამაინი რომ არ გამოვიდე, ჯობია, ასე ვიყო (იცინის). შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ სერიოზულად არავინ შემყვარებია.
– ისე, როგორი ბიჭები მოგწონს?
– ბიჭი, უპირველესად, განათლებული უნდა იყოს. არ მიყვარს, როცა პირს აღებენ და საშინელ აზრებს აფრქვევენ (იცინის). ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მეტყველებას და რა თქმა უნდა, გარეგნობასაც. ჰო, რაც მთავარია, მხიარული უნდა იყოს. აი, რაღაც სწორხაზოვანი შეხედულებები რომ აქვთ, ასეთი ბიჭების ატანა არ შემიძლია. მაგალითად, ის, რომ გოგომ მარტო სამზარეულოში უნდა იტრიალოს და ქმარს ზედმეტი არ უნდა გაუბედო. ვფიქრობ, ეს ძალიან მოძველებული შეხედულებებია. არც იმ გოგოების მესმის, რომ ამბობენ: ვაიმე, სახლს ვერ დავალაგებ და საჭმელს ვერ გავაკეთებო. ეს, ჩემი აზრით, მატრაკვეცობაა.
– სკოლაში როგორი ბავშვი იყავი?
– მხიარული. ერთი ისტორია მახსენდება და იმედია, ბაბუაჩემი არ მომკლავს ამის გამო (იცინის). ბაბუა – გია მურღულია, „ლოგოსის“, ანუ ჩემი სკოლის დირექტორია. ინგლისურის გაკვეთილზე საკონტროლოს ვწერდით. დავამთავრეთ და ვერთობოდით. მასწავლებელთან შეთანხმებული გვქონდა ჩვენი გართობა და თან, ვიცოდით, რომ გია არ იყო სკოლაში. უცებ კარი გაიღო და გიამ შემოიხედა. ჩვენ შუა კლასში ვდგავართ. გაოგნებულმა შემოგვხედა და ადგილზე გავშეშდით. მასწავლებელს ჰკითხა, რა ხდებაო და მან უთხრა, დაწერეს და ახლა ასე იქცევიანო. ძალიან გვეწყინა, იმიტომ რომ, მასწავლებელთან შეთანხმებული ვიყავით. გიამ, დროზე გამოდითო, გვითხრა. სახეზე ფერი აღარ გვადევს. გვგონია, რომ ძალიან ცუდ რამეს გვეტყვის და უცებ, მთელი სერიოზულობით გვეუბნება: ჩადით და ბუფეტში გაერთეთო (იცინის). ძალიან საყვარელია გია.
– გია მურღულიას შვილიშვილი რომ ხარ და იმ სკოლაში სწავლობ, სადაც ის დირექტორია, ცოტა რთული პასუხისმგებლობა არაა?
– ბაბუაჩემის დირექტორობის გამო პრივილეგიები ნამდვილად არ მქონდა. პირიქით, უფრო დაძაბული ვიყავი და როცა კლასში შემოდიოდა, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
– მუსიკალური მონაცემებით ვის ჰგავხარ?
– მუსიკალური მონაცემებით მამას ვგავარ. მისი ჯგუფი „ილიაო“ ძალიან წარმატებულია, განსაკუთრებით უცხოეთში. ერთნაირი გემოვნება გვაქვს. რჩევებს მაძლევს, მაგრამ მიყვარს, როცა ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ. ისიც ცდილობს, დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მომცეს.
скачать dle 11.3