კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რის აკრძალვაზე სთხოვდა უარის თქმას შეყვარებული მარიტა როხვაძეს და რა შემთხვევაში აკუწავს ის საყვარელ მამაკაცს ცივი იარაღით

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მარიტა როხვაძის პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ის შეყვარებულია და როგორც თავად ამბობს, საყვარელი მამაკაცის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს. რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, მუშაობს ბენდთან, სხვადასხვა კორპორატიულ საღამოსა და კონცერტებზე მღერის, ასევე, ახალი წლიდან თავისი გადაცემის გაგრძელებას ელოდება.
მარიტა როხვაძე:
შრომა არასდროს მეზარება და უსაქმურობა, უმოქმედობა ყველაზე მეტად მღლის. აისახა კიდეც ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე, წონაში მოვიმატე. ცოტა დეპრესიული პერიოდი მქონდა. პლუს ექვსი კილოგრამი მოვიმატე და დასაკლები მაქვს.
– შენი საფირმო დიეტა კი გაქვს.
– 4 თვეში იმდენი წიწიბურა ვჭამე, მთელი ცხოვრება მეყოფა. ახლა სხვა რამეს მოვიფიქრებ. 21 კილოგრამი კი დავიკელი, თან, 5 წელი არ მომიმატია, სტაბილურად 60 კილო ვიყავი.
– პირადში კარგი სიახლეები გაქვს.
– გვაქვს თანაცხოვრების ეტაპი. ძირითად დროს ერთად ვატარებთ. იმდენად მიყვარს შეყვარებულობის ეტაპი, რომ ვერ ველევი. როგორც ახლა ვართ, ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ქორწილისგან ჯერ თავს ვიკავებთ. ვწელავთ და ვწელავთ ამ ამბავს. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სახელსა და გვარს მაინც არ ვიტყვი.
– რატომ მალავ მის სახელსა და გვარს?
– იმდენი მეგობარი მყავს, რომ ფოტოებიდანაც ვერ არკვევენ, ვინ არის. ხან ვისზე წერენ, ხან ვისზე და ამაზე ჩვენ ბევრს ვიცინით. არ არის საჭირო აფიშირება, რადგან მერე ყველა შენს ცხოვრებაში ჰყოფს ცხვირს. მე კი არ მინდა, ვინმემ ჩემს ცხოვრებაში იქექოს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც არ მივდივართ ხშირად. თუ მივდივართ, ბევრნი ვართ ერთად და ვერ ხვდებიან. თან, არ მიყვარს ასეთ ადგილებში კოცნა-პროშნაობა, მიხუტებები. ნამდვილად არ მინდა, ვიღაცის გამო დავისტრესო. ზოგს მოსწონს, როცა შეყვარებულთან ერთად ყველგან დადის, მერე კი დაშორდებიან და მათზეც რომ იწერება სტატიები. ასეთი რაღაც რომ მოხდეს, ნამდვილად არ მინდა. ისიც არ არის ისეთი, რომ ამით ისარგებლოს.
– ცნობილი სახე ხარ, ზოგჯერ ჭორაობენ შენზე. ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვს?
– თავიდან იყო მაგაზე ლაპარაკი, რადგან მას არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. თან, ჩემამდე არავინ ჰყვარებია და ცოტა გაურკვევლობაში იყო. მერე კი მიხვდა და გაიგო ყველაფერი.
– შენთვის ჰქონდა იმ ფაქტს მნიშვნელობა, რომ შენამდე არ ჰყოლია შეყვარებული?
– ძალიან კარგია, რომ მე ვარ პირველი, ვინც შეუყვარდა თავდავიწყებით. ვაბალანსებთ ერთმანეთს, ის სხვანაირია, მე – სხვანაირი.
– შენ რომ გყავდა მანამდე შეყვარებული, ამაზე ხომ არ ჰქონია პრობლემა?
– არა. მან ძალიან კარგად იცის ჩემი სიყვარულის ამბავი და არ ჰქონია ამაზე პრობლემა. თავად მოვუყევი, რადგან ყოველთვის მირჩევნია, ჩემგან გაიგოს სიმართლე, ვიდრე სხვამ მიაწოდოს დამახინჯებულად. ძალიან ცუდია, როცა ურთიერთობა ტყუილით იწყება. კი ამბობენ ხოლმე, ევროპელი ვარ, მისი წარსული არ მაინტერესებსო, მაგრამ მაინც ყველას აინტერესებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაწყვეტენ, რომ ერთად იცხოვრონ.
– შენი შეყვარებული ევროპელია თუ აზიელი?
– შუაშია, ყველაფერი ძალიან კარგად ესმის – იმასაც იღებს და ამასაც. არანაირი გართულება არ აქვს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე. ჩემთვის ადამიანობა არ განისაზღვრება იმით, რა ორიენტაციის ხარ შენ. გენდერული თანასწორობაც 50-50-ზე გვაქვს. იმას თუ შეუძლია, მეც შემიძლია. მე არ შემიძლია, საჭმლის კეთება, ის აკეთებს. ჭურჭელს ერთ დღეს მე დავრეცხავ, მეორე დღეს – ის. სახლსაც ერთად ვალაგებთ. „მე კაცი ვარ, სახლში მოვედი, ნასკი გამხადე, ქალო,” – ასეთი ტიპი არ არის. ბევრჯერ მოუხედავს ჩემთვის, ცუდად რომ ვყოფილვარ ან გადაღლილი, გვიან რომ მივსულვარ სახლში.
– მითხარი, თანაცხოვრების ეტაპზე ვართო. ამ ეტაპს ზოგჯერ თავიდან გარკვეული სირთულეები ახლავს და თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
– რაც უნდა თქვან, ვერ დავიჯერებ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა. დედისერთა ვარ, მშობლები ყოველთვის ყველაფერს მიკეთებდნენ და ეს კი იცი, როგორია: ყველაფერი უყვარს მიწკრიალებული. მე იქ იმას მივაგდებ, იქ – ამას და ნერვები ეშლება: რა არის, ქალი არ ხარო. მაგრამ ესეც დავასტაბილურე. ძალიან უყვარს დისციპლინა და კიდევ გინება. მწარე ენა აქვს. ვეუბნები: რა არის ეს... და ვერ გადავეჩვევი, გამორიცხულია, გეხვეწები ამას ნუ ამიკრძალავ, გულს ვიფხან მაგ დროსო. მაგრამ, ამოვიღეთ ლექსიკონიდან რაღაც სიტყვები, უფრო გავალაითეთ, გავფილტრეთ. მე უფრო ვარ ნერვების მომშლელი, ის დინჯია და ცდილობს, ყველაფერი ლამაზად, კარგად გააკეთოს. მე უფრო ქანქარა და ცანცარა ვარ.
– რას საქმიანობს?
–  პატარ-პატარა საქმეები აქვს და იქიდან იღებს შემოსავალს. ახლა რაღაც დაიწყო და ველოდებით მოგებას, მერე უფრო კარგად ვიქნებით. ისე, ოჯახში ფინანასებს მე განვაგებ, ვანაწილებ: ვის – რამდენი. 90 პროცენტი ჩემია, 10 – მისი. იყო პერიოდი, როცა მას არ ჰქონდა შემოსავალი, მაგრამ მქონდა მე და ერთმანეთს ვედექით მხარში. თუმცა, ეს დიდიხანს არ უნდა გრძელდებოდეს: უი, რა კარგია, ამას შემოაქვს. როცა უმოქმედოდაა ადამიანი, შემიძლია, ამის გამო ძალიან გავბრაზდე. სახლიდან გავაგდო ან მე წავიდე – ცუდი რაღაც გავაკეთო, ტაფა ვესროლო. მე თუ გავბრაზდი, ძალიან ცუდი ვხდები. ნერვები რომ მეშლება, ვლეწავ რაღაცებს. ჩვენს ურთიერთობას არ ვგულისხმობ, ზოგადად, როცა რამე ხდება. ასეთ დროს სულ მაწყნარებს: ჩვენ ამას შევძლებთ, არ ინერვიულო.
– ალბათ, ახლობლები უკვე გეკითხებიან: როდის ქორწინდებით და ასე შემდეგ?
– კი და ეს არავის საქმე არ არის. ჩვენ თავად გადავწყვეტთ, როდის რას ვიზამთ. პური უნდათ, რომ ჭამონ ჩვენს ქორწილში. მაგრამ, ქორწილს ისე გავაკეთებთ, როგორც გვინდა. ოფიციალურად ცოლ-ქმარი რომ ხდები, მგონია, რაღაც უნდა გაფუჭდეს. ამ ნაბიჯის  ცოტა გვეშინია ორივეს. ეს არ არის ის ნაბიჯი, უცებ რომ გადადგა. მერე რომ დაგიწყებენ: ახლა შვილი უნდა გააჩინოთ. მე ვფიქრობ, შვილი მაშინ უნდა გააჩინო, როცა დედობისთვის ხარ მზად, ორგანიზმი რომ გთხოვს. თვითონაც მეუბნება: ისეთი პატარა ხარ, საყვარელი, ვერ წარმომიდგენია, შვილი როგორ უნდა გყავდესო. შემოსავლებიც ხომ უნდა გათვალო. ჯერჯერობით თავს ვიკავებთ ზედმეტი ოფიციალურობისგან. სხვათა შორის, სულ ვეუბნები: ძალიან რომ გამაბრაზებ, იმ დღესვე ვიტყვი უარს შენზე-მეთქი. მაგრამ, ერთმანეთს სულ ვუფრთხილდებით და პატივს ვცემთ.
– რას ფიქრობ ღალატზე?
– უი, უი, შეიძლება, ჩვეულებრივ ავკუწო ცივი იარაღით. არ მესმის ისეთი ქალების, ქმრები რომ ღალატობენ და იმ ქალთან რომ მიდიან. მასთან რას მიდიხარ – სახლში გყავს გველი, გველაძუა, იმას მიხედე. შეიძლება, იმ ქალმა არც იცის, რომ ცოლი ჰყავს ან შეიძლება, კაცმა ისეთი რამ უთხრა, რომ ისიც შესაბამისად მოიქცა.
– იცის, თუ გიღალატებს, რომ აკუწავ?
– კი, იცის. სიბრაზის ისეთი გამოხატულება მაქვს, რომ მარტივად შემიძლია, ადამიანს რამე დავუშავო. როცა მე მეხება, რამეს მიშავებენ, ცუდად ვიქცევი – „აბაროტს“ ვუღებ. ვერ ვიტან ცილისწამებას, ან ვინმე ცუდად რომ მეხება – ვუჩივლებ, ან შეიძლება, არ ვუჩივლო და კაიბიჭურად მოვუგვარო. თუ შევძლებ, მთელი ცხოვრება გავუმწარებ სიცოცხლეს. თუ დანმაშავე ვარ, ბოდიშს მოვიხდი, რადგან, როცა აშავებ, პასუხიც უნდა აგო.
– საშიში ქალი ყოფილხარ.
– ძალიან საშიში ვარ, ძალიან. ამიტომ, ცუდად არავინ უნდა შემეხოს, არასწორად არ დამედოს ხელი, თორემ ვიღაცას „წითელი აენთებას” ამბავია.
скачать dle 11.3