№50 გიორგი გურგულიას ანეკდოტები
მარო ეუბნება მიხოს:
– მიხოვ, საყვარელო, როგორც ყოველთვინა, სადილზედ 1–2 ჭიქა ხომ არ დაგველია?
– რამდენჯერ უნდა გითხრა, დედაკაცო! რით ვერ დაიმახსოვრე? 12 დეფისის გარეშე იწერება ვააა...
***
სამსახურში, გვერდით მჯდომ გურულ ქალს შესჩივის მამაკაცი თანამშრომელი:
– მომკლა ჩემმა ცოლმა, გასუქდი, გასუქდიო. დამსვა დიეტაზე და ორი კილო მოვიკელი, მაგრამ თავი აღარ მუშაობს.
– რა იყო, შე კაცო, მაი ორი კილო ტვინი იყო?
***
დაქალები საუბრობენ:
– იცი, უკვე 20 წელია, გათხოვილი ვარ და ქმრისთვის ერთხელაც არ მიღალატია.
– მოიცა, გოგო, ვერ მივხვდი, შენ ახლა წუწუნებ თუ ტრაბახობ?
***
სვანს უთხრეს, ტელეფონით სექსით მომსახურეობა ხდებაო. გამოართვა ნომერი და დარეკა:
– გამარჯობა, გოგონა!
– გაგიმარჯოთ.
– აბა, დავიწყოთ!
– კი, ბატონო... დაბლიდან დავიწყოთ... აბა, გაიხადეთ ნასკები და თან, მესაუბრეთ.
– დავიწყე... ახლა ვიხდი ერთ ნასკს... ახლა მეორეს... ახლა მესამეს...
– მოიცადეთ! თქვენ რა ჩერნობილიდან ხართ?
– არა, კაცო, რა ჩერნობილიდან, სვანეთიდან ვრეკავ. ძალიან აგვიცივდა აქეთ და ყინავს.
***
60 წლის ცოლ-ქმარი ზის დივანზე და ტელევიზორს უყურებს. უცბად, ქმარი გადაიწია ცოლისკენ, მოეხვია, გადაუსვა მხრებზე ხელი, მერე მკერდისკენ ჩააცურა, მერე ცოტა ქვემოთ და... უცბად გაჩერდა.
ცოლი:
– ძვრიფასო, რა კარგი იყო, რატომ გაჩერდი და აღარ გააგრძელე?
– მოიცა ქალო, როგორც იქნა, ტელევიზორის პულტი ვიპოვე, კალთაში გდებია.
***
– გოგო, დილაობით ვარჯიშობ?
– კი, დავრბივარ.
– სად?
– საძინებლიდან სამზარეულოში, სამზარეულოდან აბაზანაში, აბაზანიდან მისაღებში და თან, ვყვირი: სამსახურში დამაგვიანდა!
***
ვაკელი დაქალები გაუშვეს ტყეში ნაძვის ხის მოსატანად. მთელი შვიდი საათი ეძებეს და ბოლოს, ერთი ეუბნება მეორეს:
– აუ, დავიღალე რააა... ჯანდაბას, სათამშოების გარეშე წავიღოთ.
***
– საყვარელო, ვფიქრობ, დაბადების დღეზე რა გაჩუქო: ახალი სმარტფონი თუ ბრილიანტის ბეჭედი?
– რად უნდა მაგდენი ფიქრი? შუბას რომ მომიტან, მარცხენა ჯიბეში სმარტფონი ჩადე და მარჯვენაში ბეჭედი!
***
ტურისტულ სააგენტოში შედის შუახანს გადაცილებული, გადაპრანჭულ, გადადიდგინებული, „პერო გაყრილი“ ქალბატონი და ამბობს:
– პარიზში მინდა... როგორც ამბობენ, ერთხელ მაინც უნდა ნახო პარიზი და მერე, სიკვდილიც შეიძლებაო.
– ესე იგი, ქალბატონო, მხოლოდ წასასვლელი ბილეთი გამოვწერო?
***
უცხოეთშია გურული ცოლ–ქმარი. ცოლი ეუბნება ქმარს:
– ჩადი ერთი სუპერმარკეტში და ხორცი იყიდე, მკერდის ნაწილი, კარგი კერძი მოვამზადო. მოვკვდი ქალი ამათი საჭმელების ნაჭამი.
წავიდა ქმარი. ცოტა ხანში დაბრუნდა და მოუტანა. ცოლს ნავაჭრი მოეწონა და ეკითხება:
– კი მაგარამ, უცხო ენა შენ არ იცი და რაფრა გააგებინე, რა გინდოდა?
– რაფრა და გავიხსენი „საროჩკა“ და მკერდი დავანახე.
– უი, კიდე კარგი, ნამცხვარი არ მომინდა და კვერცხი არ დაგაბარე.