№50 რა მოხდა ამ დღეს
11 დეკემბერი
1894 – პარიზში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ავტოსალონი – მონაწილეობდა 9 საავტომობილო ფირმა.
1994 – დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი.
12 დეკემბერი
1792 – ვენაში იოზეფ ჰაიდნმა მოწაფედ აიყვანა 22 წლის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
1901 – იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონიმ წარმატებით განახორციელა პირველი ტრანსატლანტიკური რადიოკავშირი.
13 დეკემბერი
1642 – ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა აბელ ტასმანმა აღმოაჩინა ახალი ზელანდია.
2003 – ერაყში, ქალაქ თიქრითში ამერიკელებმა ტყვედ ჩაიგდეს ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი.
14 დეკემბერი
1900 – გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა პირველად ჩამოაყალიბა კვანტური თეორია.
1911 – ნორვეგიელმა ბუნების მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს.
15 დეკემბერი
1840 – ნაპოლეონის ნეშტი წმიდა ელენეს კუნძულიდან პარიზში გადმოასვენეს და „ინვალიდთა სახლში“ დაკრძალეს.
1970 – პირველად ვენერას ზედაპირზე დაეშვა კოსმოსური აპარატი – „ვენერა 7“.
16 დეკემბერი
1773 – „ბოსტონის ჩაის სმა“: ბოსტონის მცხოვრებლებმა ინგლისის ეკონომიკური გავლენის საწინააღმდეგოდ – პროტესტის ნიშნად ზღვაში გადაყარეს ინგლისიდან შემოტანილი ჩაით სავსე ყუთები.
1899 – იტალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „მილანი“.
17 დეკემბერი
1777 – საფრანგეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სცნო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
1791 – ნიუ-იორკში მსოფლიოში პირველად გაჩნდა ქუჩები ცალმხრივი მოძრაობით.
1903 – ავიაციის დაბადება, ცაში აიჭრა ძმები რაიტების პირველი თვითმფრინავი.