№50 ბრძნული აზრები
საადი: ბრძენი შეიძლება, არ გამოირჩეოდეს კაცთმოყვარეობით, მაგრამ ის ამით არ არღვევს ხალხურ წესებს.
ლაროშფუკო: თუ ადამიანი არ ამბობს, რომ სხვებზე უკეთესია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე არ ფიქრობს.
ჰიუგო: თუ ადამიანი გძულს, უკეთესია, მოშორდე, ვიდრე დამალო სიძულვილი.
სენეკა: თუ სხვისი სიკეთე შენში სიხარულს არ იწვევს, შენს აზროვნებაში რაღაც შესაცვლელია.
პოლ ვალერი: გრძნობა ისე იყენებს სიტყვებს, როგორც შეუძლია – რაც უფრო მძაფრია გრძნობა, მით უფრო უზუსტოა სიტყვები.
ფლობერი: ადამიანები უფასო რჩევებს ისე აღიქვამენ, როგორც გზაზე დაყრილ ქვებს, რომელიც თავში ჩასარტყმელად თუ გამოადგებათ.
ბოკლი: ქვეყნად ორი ძალაა – ტვინისა და კუჭის. სწორედ მათ ჭიდილში დგინდება საზღვარი ბნელსა და ნათელს შორის.
მოემი: ბრძენი შეიძლება, სწავლული არ იყოს და სწავლული შეიძლება, ბრძენი არ იყოს.
როლანი: ჭკვიანი ყოველდღე სწავლობს რამეს, ბრძენი ყოველდღე შლის მეხსიერებიდან ზედმეტს.
ჯობსი: ერთადერთი თვისება, რომელიც წარმატებულ ადამიანებს წარუმატებელთაგან განასხვავებს, შეუპოვრობაა.
ჩეხოვი: არავის არ უნდა, უყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი.
ლაო ძი: სიბრძნის წყარო გამოცდილებაა, შეცდომები კი – გამოცდილების წყარო.
პერიკლე : სირცხვილია, თუ არ შეგიძლია სიღარიბის გადატანა, მით უფრო სირცხვილია, არ შეგეძლოს, შრომით მისგან გათავისუფლდე.
სიუნ ცზი: ჭკუა, სიკეთესთან ერთად სიბრძნეა, ხოლო სიკეთის გარეშე – ეშმაკობა.
ვოლტერი: გულმავიწყობის დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია, სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.
პიკასო: მე ვხატავ სამყაროს არა ისე, როგორც ვხედავ, არამედ ისე, როგორც ვაზროვნებ.
ესქილე: თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ითქვას, მის ნამდვილ სახეს მალავ.
სტრაბონი: ჩვენ გვესმის მხოლოდ ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა შეგვიძლია.
მურაკამი: რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო ბევრი თვისება აქვს, რასაც ვეღარ გამოასწორებს.
დოსტოევსკი: კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
მოლიერი: ქალი ღმერთის მეორე შეცდომაა.