კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ დაინტერესდა ავსტრიული პრესა საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე მიხეილ ხაჩიძის სტატიით და ვისთვის აგროვებდა ის გერმანიაში ქუჩურ გამოთქმებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

27 წლის ჟურნალისტი, მიხეილ ხაჩიძე წლებია, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა გერმანულენოვან ქვეყანაში ახერხებს. მისი სტატიები საქართველოში მომხდარ მოვლენებზე, უცხოეთში აქტიურად იბეჭდება. თუ რატომ გახდა საჭირო მისი აზრით, გერმანულ-ქართული სლენგის – ჟარგონული, ქუჩური სიტყვების ლექსიკონის გამოშვება და ვინ მოუწონა მას ეს იდეა, ამაზე თავად, ავსტრიის ქალაქ ვენიდან გვესაუბრება:
– უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად გიწევს ცხოვრება და სწავლა. ალბათ, ეს საკმაოდ რთულია და იმავდროულად, დიდი გამოცდილება?
– დღეს მაგისტრატურაში ვსწავლობ ვენის უნივერსიტეტში, სადაც  მედიამცოდნეობას, პიარსა და გერმანულ ლიტერატურას ვეუფლები. გარდა ამისა, ქართულ ენაზე თანამედროვე გერმანელი მწერლების ნაწარმოებებს ვთარგმნი. გერმანულ პრესაში საქართველოს შესახებ დაწერილი ჩემი სტატიები იბეჭდება. 2010 წელს ერთი წლით გაცვლითი პროგრამით ვიყავი ბავარიაში. შემდეგ 6 თვე ბადენ-ვიუტენბერგში მოხალისეთა პროგრამით და ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე ჰამბურგში, ბერლინსა და ლაიფციგში, მედია-ტრენინგებზე. ამიტომ, სხვა გერმანულენოვან ქვეყანაში მაგისტრატურაში სწავლა მინდოდა. ამიტომ, ვენის უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე დავტოვე სამსახური და ავსტრიაში წამოვედი. ლექციები, ძირითადად, გერმანულ ენაზეა. თუმცა, არის გარკვეული საგნები, რასაც ინგლისურად და ესპანურად გავდივართ. უკვე ორი წელია, ვენაში ვარ. მარტო ვცხოვრობ და შევეჩვიე ასე ყოფნას.
– როგორც ვიცი, აქტიურად თარგმნი ავსტრიელი მწერლების რომანებს ქართულად. ასევე, გერმანულ გაზეთებში აქვეყნებ საქართველოზე მასალებს და შენი ბოლო სტატია, საქართველოში უკანასკნელ დროს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ამბობენ, რომ ამ სტატიას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ავსტრიაში.
–  ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ, ოპერატიულად მოვამზადო მასალები აქტიურ თემებზე და აქაურ გამომცემლებს მივაწოდო. გერმანულ ბლოგებთან, საიტებთან და გაზეთებთან ვთანამშრომლობ. აქტიურად ვწერ ბლოგებს ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ და რეიტინგულ საიტზე. საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რთულია აქაური მასმედია დააინტერესო. დიდად მონდომებულები არ არიან, მაგრამ მაინც  ვახერხებ. ბოლოს, თბილისის მასშტაბურ სპეცოპერაციაზე დავწერე. დაინტერესდნენ და დაბეჭდეს. ჩატაევი ვენაში ცხოვრობდა, მის ოჯახს აქ  ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. რადგან ავსტრიასთან იყო დაკავშირებული და გახმაურებული თემა გახლდათ, თან ტერორიზმზე, დააინტერესათ და ეგრევე, დამიბეჭდეს.
–  როგორც ვიცი, გერმანულ-ქართულ ჟარგონთა ლექსიკონის გამოშვებას გეგმავ, რომელიც, პრაქტიკულად, მზადაა. რატომ გადაწყვიტე ასეთი ლექსიკონის შედგენა? როგორ ფიქრობ, მოთხოვნადი და გაყიდვადი იქნება?
– მე, ამ ლექსიკონის გაყიდვიდან შემოსული ფულით არ ვარ დაინტერესებული. უბრალოდ, ვიცი, ბევრს დასჭირდება, შეიძენს და დაეხმარება. ეს იდეა დიდი ხნის წინ, პირველად გერმანიაში რომ მოვხვდი, მაშინ გამიჩნდა. მას შემდეგ, სულ მინდოდა ამის გაკეთება. გერმანული ვიცოდი, საქართველოში კარგად ვისწავლე, მაგრამ გერმანიაში რომ ჩავედი, ვერაფერს ვიგებდი, არ მესმოდა... ფაქტობრივად, სხვა ენას შევეჩეხე. სალიტერატური, წიგნის ენა სხვაა, სალაპარაკო კი, აბსოლუტურად სხვა, გაუგებარი. ავსტრიაშიც, ხომ გერმანულად ლაპარაკობენ, მაგრამ აქაც სხვა გერმანულით, სხვა აქცენტებით, გამოთქმებით, სლენგითა და ჟარგონით. გერმანიაში, ბიბლიოთეკაში ხშირად ვიჯექი, ვკითხულობდი და წიგნებში სულ მხვდებოდა ქუჩური სიტყვები, გამოთქმები. არის ლექსიკონი, ინგლისურ-გერმანული, გერმანულ-ესპანური, გერმანულ-სომხურ-უკრაინულიც კი არის, მაგრამ ქართული – არა. გამიჩნდა იდეა, მე შემედგინა. გერმანული სიტყვები, ჟარგონები, სლენგი შევაგროვე, გადმოვაქართულე, მივუსადაგე შესაბამისი სიტყვები და წიგნად შევკარი. მოკლედ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობ გერმანულ-ქართული სლენგის, სასაუბრო ენის, ქუჩური გამოთქმების ლექსიკონზე. შევადგინე და მზად არის გამოსაცემად. ჟარგონი ქართულად ცოტა ცუდად ჟღერს, თორემ რეალურად, საერთოდ არ არის აუცილებელი, ცუდი სიტყვებით გამოიხატებოდეს. პირიქით, სლენგზე, ბევრი კარგი და ლამაზი სიტყვაა. დღეს გერმანული სასაუბრო ენა, ფაქტობრივად, სლენგის სიტყვებისა და ფრაზებისგან შედგება. საქართველოში ამის სწავლის დეფიციტია. არ არსებობს არცერთი ლექსიკონი, წიგნი, სადაც სიტყვები სასაუბრო ფრაზებით იქნება ნათარგმნი. გერმანული ენის შემსწავლელები შეიძლება, კარგად ფლობდნენ გერმანულ სალიტერატურო ენას, მაგრამ გერმანიაში მოხვედრის შემთხვევაში, ვერაფერს იგებდნენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში, სალიტერატურო ენის პარალელურად, სასაუბრო ენაც აქტიურად გამოიყენება. სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ემსახურება ჩემი სლენგის ლექსიკონი. დარწმუნებული ვარ, სტუდენტებსა და გერმანული ენის შემსწავლელებს, დიდ დახმარებას გაუწევს. სხვათა შორის, ნიურნბერგში რომ ვიყავი გაცვლითი პროგრამით და ბიბლიოთეკაში, ერთ-ერთი გერმანული ბესტსელერით დავინტერესდი, წამოვიღე სახლში და ერთ ღამეში წავიკითხე.  დეტექტიური რომანი იყო მიუნხენში მცხოვრებ გამომძიებელზე, რომელიც საქართველოში ჩამოდის და მოქმედება საქართველოში გრძელდება. მოკლედ, ეს იყო, რომანი, სადაც ერთ-ერთი თანამედროვე გერმანელი მწერალი ქალი – ფრედერიკე შმუე წერდა საქართველოს შესახებ. ამ წიგნში გაშლილია საქართველოს მთელი კულტურა, ისტორია, ადათ-წესები. სოციალური ქსელით დავუკავშირდი ფრედერიკეს და ჩემდა გასაკვირად, მანაც მიპასუხა. ვუთხარი, ვინც ვიყავი და აღმოჩნდა, რომ ახლომდებარე ქალაქში ცხოვრობდა. გამოიჩინა ინიციატივა და დამპატიჟა თავის ქალაქში, ბამბერგში. ამ ქალაქს გერმანულ ვენეციას უწოდებენ. დამხვდა მეუღლესთან ერთად და მიმასპინძლა. თურმე, საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. ძალიან დავმეგობრდით. ჩემი გერმანულ-ქართული სლენგის ლექსიკონი პირველად მას ვაჩვენე და ქალი შოკში ჩავარდა. ძალიან მოეწონა, აღფრთოვანდა და მითხრა, რაც შეიძლება, მალე უნდა გამოსცეო. რამდენიმე გერმანისტ-პროფესორსაც ვაჩვენე. მომიწონეს და გამოცემა მირჩიეს. 200-გვერდიანი წიგნი აკინძულია, შესწორებული და გამოსაცემად მზად არის. მე რომ ვსწავლობდი გერმანულს და ასეთი ლექსიკონი მქონოდა, ძალიან გამიადვილდებოდა სწავლა.
скачать dle 11.3