კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორ მოვამზადოთ სახლი ახალი წლის შესახვედრად, რატომ უნდა დაკიდოს გასათხოვარმა ქალმა ნაძვის ხეზე მამაკაცის დიდი ზომის ჩუსტები და როგორ გავიტანოთ სახლიდან ენერგეტიკული ჭუჭყი ახალი წლის დადგომამდე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ახალი წელი ახლოვდება და დიასახლისები ემზადებიან სახლის კაპიტალური დალაგებისთვის. მართალია, ამ პროცესს ყველა ქალი იწყებს, მაგრამ ეზოთერულ-ასტროლოგიური კუთხით, რამდენად სწორად ალაგებს და ასუფთვებს, ეს სადავო საკითხია. როგორც ბიოენერგეტიკოსი და ასტროლოგი, ანზორ ოდიშარია ამბობს, ამ დღეებში მომატებულია მაგიური ენერგიები და სახლის დალაგება, ნეგატიური ენერგიებისგან განდევნით უნდა დავიწყოთ. ასევე, ის გვასწავლის საახალწლო ღამით ჩასატარებელ პატარა „ეშმაკობებს“, რაც მომავალ წელს მეორე ნახევარს გვაპოვნინებს, სანუკვარ ოცნებებს აგვიხდენს და ფინანსურ კეთიდღეობასაც დაგვიბედებს.
ანზორ ოდიშარია:
ახალი წლის დადგომამდე, ჩვენ გარშემო ტრიალებს მაგიური აურა, კოსმოსიდან მოდის ძლიერი ენერგეტიკა და კონკრეტული დღეები, 31 დეკემბრამდე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში. ეს ენერგეტიკული ფონი კი, სურვილების ახდენაში გვეხმარება. ამ დროს, აუცილებელია, სახლიც სათანადოდ მოვამზადოთ ახალი წლის დასახვედრად, ანუ სწორად მოვახდინოთ მისი კაპიტალური დასუფთავება. 17 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, აუცილებელია, მოამზადოთ სახლი ახალი წლის შესახვედრად, ხოლო სურვილების ჩათქმა კარგია 1 იანვრიდან და ძალაშია, 12 იანვრამდე. ამ დღეს, სახლის შემოსასვლელი კარი კარგად უნდა გაწმინდოთ მარილიანი, სოდიანი და დაფნის ფოთლის ნახარშით. კერძოდ, აიღეთ ჭურჭელი, ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი მარილი, ერთი სადილის კოვზი სოდა და სამი ცალი დაფნის ფოთოლი. წამოადუღეთ და ამ წყლით საგულდაგულოდ გაწმინდეთ შემოსასვლელი კარი შიგნიდან, გარედან, მისი სახელურები და ჩამკეტები. უნდა გაწმინდოთ ჩვრით და არავითარ შემთხვევაში – ქაღალდის ხელსახოცებით. შემდეგ, ჩვარი გარეთ გაიტანეთ და გადააგდეთ, სახლში არ გააჩეროთ. ასევე, ამავე წყლით მოწმინდეთ კარის ზღურბლი. ამით, იმ ადამიანების ცუდ აურას ააცილებთ კარს, რომლითაც ბოროტი თვალი უყურებდა, ხელით სახელურს ეხებოდა და ზღურბლს აბიჯებდა. ამის მერე გაწმინდეთ ფანჯრები. ფანჯრები, იგივე სახლის „თვალებია“ და მას გარედან უამრავი მზერა ხვდება, ირეკლება და მასზე იბუდებს. მისი გაწმენდით, სახლში ახალი წლის ღამეს, ახალ შანსს უხსნით გზას, მეტი წარმატების, კომუნიკაციებისა და ურთიერთობების კუთხით. მოკლედ, ჩაასხით წყლიან ჭურჭელში ცოტა ძმარი და ჩააგდეთ სამი ცალი დაფნის ფოთოლი. წამოადუღეთ, რომ დაფნის ფოთოლმა თავისი თვისებები გამოუშვას. შემდეგ გააგრილეთ და გაწმინდეთ ფანჯრები და სარკეები. ამის შემდეგ, აუცილებლად, საგულდაგულოდ გამოწმინდეთ საძინებელი ოთახი და განსაკუთრებით საწოლის ქვედა ნაწილი. ამ ოთახში ადამიანი ისვენებს, იკრებს ძალებს და ძილის დროს კოსმიური ენერგიებით ივსება. ამიტომ, ამ ოთახიდან ენერგეტიკული მტვერი უნდა მოაშოროთ და დაბინძურება განდევნოთ. 22 დეკემბერს მისაღები ოთახის კუთხეებში დაანთეთ ოთხი სანთელი, ერთი კი – შესასველელიდან, შუაში, ცენტრში.
– თუ სახლს ხუთი, ექვსი ან მეტი კუთხე აქვს?
– მიუხედავად ამისა, მაინც ჯობია, ოთხი სანთელი დაანთოთ და ერთი – ცენტრში. თან, აუცილებელია, ამ დროს სახლში იყოს ხმაური – თუნდაც, მუსიკა ჩართეთ ხმამაღლა. ამით, ამ დღეს სახლში არსებულ ნეგატიურ, ჩამყაყებულ ენერგიას აძლევთ გააქტიურების საშუალებას და ის ფორმულირებას შეიცვლის. 24 დეკემბერს კი, მას შემდეგ, რაც სახლი „გაწმინდეთ“, უნდა ჩაატაროთ საკუთარი თავის „წმენდა“.
– ეს როგორღა ხდება?
– აუცილებლად, 24 დეკემბრის ღამეს, სანამ 25 დეკემბერი დადგება, აიღეთ ჯამი, ჩაასხით სამი ლიტრი წყალი, ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი და 3-4 ცალი კრაზანას ფოთლები, რაც აფთიაქებში იყიდება, ან თუ დაფქულია, 2 ჩაის კოვზი. წამოადუღეთ და გააგრილეთ. შედით აბაზანაში, კარგად დაიბანეთ. დაბანის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ საპონი, შამპუნი და ტანის შხაპ-გელები. ამის შემდეგ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი და გადაივლეთ თავიდან მთელს სხეულზე მომზადებული ნახარში. ამ დროს, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე: რომ იწყება ახალი, წარმატებული ერა თქვენს ცხოვრებაში და არავითარ შემთხვევაში, ნეგატიური არ გაიხსენოთ. ეს რიტუალი, ასევე უნდა ჩაატაროთ 30 დეკემბრის ღამეს, სანამ 31 დადგება. ამ ყველაფრის შემდეგ, აიღეთ ნახშირი, დადეთ მასზე კრაზანას ფოთლები, მოუკიდეთ ცეცხლი და შემოატარეთ მთელ სახლში. მისი კვამლი, დადებითად მოქმედებს სახლის აურაზე და უნიკალური თვისება აქვს – თავის თავზე იღებს ყველაფერ ცუდსა და ნეგატიურს.
– ამბობენ, რომ 31 დეკემბრის ღამე განსაკუთრებული მაგიურობით გამოირჩევა და დიდი შანსია, ადამიანის სწორად ჩაფიქრებულმა სურვილმა თუ ქმედებამ, ნაძვის ხეზე დაკიდებულმა კონკრეტულმა ნივთმა, უახლოეს ხანში დადებითი შედეგი გამოიღოს და წარმატება მოგვიტანოს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. იქნებ, გვასწავლოთ ასეთი, პატარა ეზოთერული „ეშმაკობები“?
– კი ბატონო. გასწავლით, რა უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ წარმატებები არ მოგაკლდეთ. აიღეთ მინის გამჭვირვალე თასი, ჩაყარეთ მასში ხორბალი და დადგით მაგიდის ცენტრში. 12 საათამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ოჯახის ყველა წევრმა, პატარა ქაღალდზე უნდა დაწეროს სურვილი, გადაკეცოს, შემოახვიოს წითელი ლენტი და ჩამარხოს ხორბალში. როგორც კი ახალი წელი შემოვა და შამპანურის ჭიქებს ერთმანეთს მიუჭახუნებენ, უნდა აიღოს ყველამ სამ-სამი ცალი ხორბლის მარცვალი და ჩაყაროს ჭიქაში. სასმელი დალიეთ და ხორბალი კი ამოიღეთ და ჯიბით ან საფულით 12 იანვრამდე ატარეთ. ხორბალში ჩადებული სურვილები კი, სათანადოდ დამარხეთ მიწაში. რადგან წელს მიწის სტიქია ბატონობს, უნდა აიღოთ ყვავილის ქოთანი, ჩაყაროთ მიწა, ჩადოთ მასში სურვილებიანი ფურცლები და კვლავ მიწა მოაყაროთ ზემოდან. შემდეგ კი ოჯახის წევრებმა სათითაოდ, სამ-სამი ცალი, ჯამიდან აღებული ხორბლის მარცვალი დაადოს მიწას ქოთანში. როცა ყოველდღიურად წყალს დაასხამთ, ფურცელი დალპება, შეერევა მიწას და მისი სტიქია სურვილის ახდენას ააქტიურებს. ზემოდან გახარებული ჯეჯილი კი ამას, კიდევ უფრო აძლიერებს. ახლა ისეთ რამეს გასწავლით, რომელიც, ვისაც კი ვასწავლე წინა წელს, ორ თვეში დამირეკეს და მითხრეს, მეორე ნახევარი ვნახეთო (იცინის). ეს რიტუალი რეალურად ჭრის და ადამიანებს სასურველი მეორე ნახევრის მონახვასა და დაოჯახებაში ეხმარება. მოკლედ, თუ გათხოვება ან ცოლის მოყვანა გსურთ, გოგოებმა იყიდეთ მამაკაცის დიდი ზომის ჩუსტები და ნაძვის ხეზე უკანა მხარეს დაკიდეთ, ისე, რომ არავინ შეეხოს; მამაკაცებმა კი, ვინც საცოლეს ეძებს – ქალის სახლის ჩუსტები. თუ წყვილს შვილის გაჩენა სურს, მაშინ პატარა ბავშვის წყვილი ჩუსტი დაკიდეთ ნაძვის ხეს, უკანა მხრიდან.
– გოგონებმა რატომ უნდა დაკიდონ მამაკაცის დიდი ზომის ჩუსტები? ზომას მნიშვნელობა აქვს?
– დააკვირდით, უმეტეს შემთხვევებში, დიდი ზომის ფეხის მქონე მამაკაცები, უფრო წარმატებულები არიან (იცინის). მოკლედ, ახალი წლის ღამეს, ეს ჩუსტები უნდა ეკიდოს ნაძვის ხეზე დამალულად, სხვა რომ არ შეეხოს. მესამე დღეს ჩამოხსენით და დაალაგეთ 12 იანვრამდე, საძინებელ კართან საწოლისკენ ისე, თითქოს იქით მიდიან. ხანდახან, შეგიძლიათ, ჩაიცვათ და გაიარ-გამოიაროთ. მაგრამ, სხვას არ ჩააცვათ. დამიჯერეთ, ვინც ეს რიტუალი შეასრულა, ორ თვეში დაოჯახდა (იცინის).
– თუ ფინანსური წარმატება გვინდა და არა – გათხოვება და დაოჯახება?
– მაშინ ამისთვისაც გასწავლით უტყუარ რიტუალს, რომელსაც მეც ვასრულებ. ახალი წლის ღამეს, აიღეთ თქვენი ტელეფონის დამტენი, შეაერთეთ და მეორე ბოლო, საფულეში ჩაიდეთ, თითქოს ტენით. სამი დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით ასე მოიქეცით და ნახავთ, მთელი წელი, თქვენი საფულე ფულით იქნება „დატენილი“. ბევრი ეზოთერიკოსი და ასტროლოგი მომკლავს, ეს რიტუალები რომ გავასაჯაროე და ხმამაღლა ვთქვი. მაგრამ, რა ვქნა, მინდა, ყველა ბედნიერი იყოს! ასევე, საახალწლო სუფრაზე, ხილის ვაზის ქვეშ, დიასახლისმა უნდა დადოს იმდენი ხუთლარიანი, რამდენი ოჯახის წევრიცაა და ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის ყველა წევრს თავისი ხელით მისცეს. ჩადეთ ის საფულეში და შემდეგ, შეგიძლიათ, დახარჯოთ. ეს რიტუალი იმისთვისაა, რომ მთელი წელი, კოსმიური სამყაროსგან საჩუქრები არ მოგაკლდეთ.
скачать dle 11.3