კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 შეიცავს თუ არა საბავშვო საპონი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და რომელ დაავადებებს იწვევს ჭურჭლის სარეცხი ჟელე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ყველამ იცის, რომ ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის საშუალება, იქნება ეს საპონი, შამპუნი, ტანის დასაბანი დუშ-გელი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე თუ გაზის, ტუალეტის, აბაზანის, კაფელის, მეტლახისა და მინის საწმენდი საშუალებები, მეტ-ნაკლებად საშიშია. თუმცა, რეალურად, რა ზიანს აყენებს ის ჩვენს ორგანიზმს და რომელ დაავადებებს იწვევს მათთან ხშირი შეხება, ამაზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ბატონი ვლასი ჯიბლაძე, წლებია, მსგავს საფრთხეებზე კვლევებს ატარებს და კონკრეტულ დასკვნებს დებს. ამიტომ, თუ მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, რეალურ, საშიშ და მომაკვდინებელ საფრთხეებს თავს აარიდებთ.
ვლასი ჯიბლაძე: ერთმა ადამიანმა შვიდი სხვადასხვა საბავშვო საპნის შეფუთვის გარეკანი მომცა გამოსაკვლევად. ამოვიწერე სათითაოდ ყველა საპნის შემადგენლობა. თითო საპონი 6-12 კომპონენტს შეიცავდა. მოვძებნე ყველა ინგრედიენტის თვისებები. აღმოჩნდა რომ, ნებისმიერი საბავშვო საპონი, მათ შორის ცნობილი რუსული საპნებიც, ორ კანცეროგენს მაინც შეიცავდა.
– ამბობენ, რომ ამ მხრივ, ანტიბაქტერიული საპნები უსაფრთხოა და ამას, რეკლამებშიც ხშირად ვისმენთ ტელევიზიით. ამაზე რას იტყვით?
– დიახ,  ანტიბაქტერიულ საპნებზე, რეკლამები გადის ყოველ ხუთ წუთში, რომ დაიბან და ბაქტერია აღარ გეკარება. ეს მიიღწევა ამ ტიპის საპნებში შემავალი ნივთიერებით, რომელსაც ეწოდება ტრიკლოზანი. ის შედის კბილის პასტებშიც და შამპუნებშიც. ტრიკლოზანი უკიდურესად ნეგატიურად ზემოქმედებს ღვიძლის მუშაობაზე. ჩატარებულია ექსპერიმენტი ვირთხებზე, რომელთაც ტრიკლოზანს აძლევდნენ რამდენიმე თვე. შემდეგ ხელოვნურად მოახდინეს კიბოს პროვოცირება ამ და სხვა ვირთხებშიც. ღვიძლის კიბო დაემართა მხოლოდ იმ ვირთხებს, რომელთაც ტრიკლოზანი ჰქონდათ მიცემული. ტრიკლოზანი ღვიძლში ბლოკავს იმ ცილის გამომუშავებას, რომელიც პასუხს აგებს ღვიძლის ტოქსინებისაგან გაწმენდაზე. ღვიძლის უჯრედები იწყებს ინტენსიურ დაყოფას და წარმოიქმნება ფიბროზები, რომელიც გადაიქცევა კიბოდ. გარდა ამისა, ტრიკლოზანი იწვევს ჰორმონულ დარღვევებს რეპროდუქციულ სისტემებში. ეს იმის ხარჯზე, რომ კანიდან სხეულში ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად ხვდება.
– გლიცერინის შემცველი საპონი, რომელიც ხელის კანს არბილებს, უსაფრთხოა?
– გლიცერინიანი საპნით დაბანის შემდეგ, კანზე რჩება გადაკრული უთხელესი, უხილავი აპკი, რომელიც ბლოკავს კანის ფორებს. ფერხდება კანიდან სუნთქვა და სხვადასხვა ჯირკვლისა და რეცეპტორების აქტივობა. ასევე, ზოგ საპონზე მითითებულია, კონკრეტულად რომელ სტაბილიზატორს შეიცავს, ზოგზე უბრალოდ, აწერია „სტაბილიზატორი“. ყველა სტაბილიზატორი კანცეროგენია, ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად. მაგალითად,  ზოგ საპონზე მითითებულია, კონკრეტულად რომელ მათეთრებელს შეიცავს, ზოგზე უბრალოდ აწერია „მათეთრებელი“.  ყველაზე გავრცელებულია ტიტანის დიოქსიდი, აი, კედლებს რომ ათეთრებენ, ზუსტად ეგ ნივთიერება. ყველა მწარმოებელი ამტკიცებს, რომ არაა კანცეროგენული, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ამ ნივთიერების მხოლოდ 2 გრამის გამოყენება შეიძლება. ანუ აღიარებენ, რომ მავნეა. ზოგიერთი უცხოური კომპანია, პირდაპირ გმობს ამ ნივთიერებას.
– რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ ჟელეს, ხელის თხევად საპნებსა და კაფელ-მეტლახის, მინის, უნიტაზისა თუ გაზქურის საწმენდ სითხე-ჟელეს და ტანის დასაბან დუშ-გელს?
– რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ ჟელეს, ზოგადი რეკომენდაცია, თვით მწარმოებლების მიერ ასეთია, რომ ერთი თეფშს რომ კარგად გააცალო ჟელე, დაახლოებით ექვსი ლიტრი წყალი უნდა მოვიხმაროთ ყოველ თეფშზე. მიუხედავად ამისა, თეფშსა და სხვა ნებისმიერ ჭურჭელზე, მაინც რჩება ჟელეს თხელი აპკი. ჟელე, ჭურჭელს არასდროს შორდება. ამას ჟელეთი ხელების დაბანის მცდელობის დროსაც იგრძნობთ. რაღაც წებოვანი სუბსტანცია არ გადის ხელებიდან, რამდენიც უნდა იბანო. იგივეს თქმა შეიძლება, ხელის თხევად საპნებსა და ტანის დუშ-გელზეც. ჭურჭლის ჟელეები, იატაკის, ლამინატის, კაფელის, გაზქურის, მინის, აბაზანისა და უნიტაზის საწმენდი საშუალებები – ყველა შეიცავს რამდენიმე კანცეროგენს. კვირის განმავლობაში დიასახლისს რამდენ კანცეროგენთან აქვს საქმე, ხომ წარმოგიდგენიათ? ამას დაამატეთ,  დეზადორანტი, რომელიც ასევე,  კანცეროგენურია, რადგან ალუმინი ყველა დეზადორანტშია, მათ შორის, ჰაერის გამწმენდებშიც, რომელიც თითქმის ყველა აბაზანა-ტუალეტში დევს. ზოგადად, რაც უფრო იაფი და ძლიერმოქმედია საშუალება, მით უფრო კანცეროგენურია.
– ბევრი ვერ აცნობიერებს, საფრთხეს და მხოლოდ, ამ საშუალებების შედეგითაა კმაყოფილი. მაინც, როგორ ავიცილოთ ამ საშიში ნივთიერებისგან საფრთხე, რომელიც პირდაპირ ჩვენს ჯანმრთელობას „ურტყამს“?
– გეთანხმებით, ბევრმა არ იცის, რა არის კანცეროგენი ან არ აკვირდება საპონზე თუ საწმენდ ჟელეზე დაკრულ მანიშნებლებს და ფიქრობს, ამით საფრთხე არ ემუქრება.  კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კიბოს პროვოცირებას იწვევს. ჯანმრთელი უჯრედი რომ გადაგვარდეს, ზოგი მონაცემით, ამ უჯრედზე 10-15 წელიწადი გამუდმებით უნდა ზემოქმედებდეს კანცეროგენული ნივთიერებები. უკვე გამომჟღავნებული სიმსივნე მინიმუმ 10 წლის წინათ დაწყებული პროცესია. მართალია, ადამიანს ვერ ავუკრძალავთ საპნისა და ჟელეს გამოყენებას, მაგრამ იმისთვის, რომ კანცეროგენული ნივთიერებები ავიცილოთ თავიდან, ყველაზე მარტივია შევწყვიტოთ მათი მიღება გარედან. კანცეროგენებს შიცავს: ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი, როდესაც ცხიმი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება, ამ დროს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმი  ანუ კანცეროგენი წარმოიქმნება. ძალიან ბევრი კანცეროგენი წარმოიქმნება მზესუმზირას ზეთში შეწვისას. ყველაზე ნაკლები კი – ქოქოსისა და პალმის ცხიმში. კიდევ უფრო ნაკლები კარაქში და ერბოში შეწვისას. საკვებად კარგია,  ყველაფერი უმი, ანდა წყალში ან ორთქლზე მოხარშულ-მოთუშული. ზეთი არ უნდა დამუშავდეს თერმულად, ის, უკვე თეფშზე გადმოღებულ კერძს შეიძლება, მოესხას. კანცეროგენურია – რაფინირებული ზეთი, მარგარინი და სამარხვო კარაქი, საფუარის შემცველი პროდუქტი, შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები: ნამცხვრები, ტორტები, კანფეტები და სხვა; ტკბილი გაზიანი და უგაზო სასმელები, ვითომ ნატურალური წვენები, ძეხვეულობა, ლორი, სოსისი და სხვა მზა ხორცეული პროდუქტი. არ გირჩევთ, მდნარი ყველისა და ტკბილი იოგურტების ჭამას. აღარაფერს ვამბობ სწრაფი კვების ობიექტების საჭმელზე, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და მედიკამენტების უმეტესობაზე. სხვათა შორის,  ჯანმრთელი პროდუქტებიც კი, კანცეროგენული ხდება თუ ის არასწორად ინახება.  მოკლედ, კანცეროგენები მთელი ცხოვრება ზემოქმედებს ადამიანზე. მას ებრძვის იმუნური სისტემა. სანამ იმუნური სისტემა უმკლავდება, ადამიანი ჯანმრთელია. სხეულში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც წარმოიქმნება სხვადასხვა კანცეროგენი, ეგრეთ წოდებული თავისუფალი რადიკალი. ეს თავისუფალი რადიკალებიც უწევს პროვოცირებას კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
თავისუფალი რადიკალები გაცილებით ნაკლები წარმოიქმნება, თუ კანცეროგენული ნივთიერებები გარედან არაა მიღებული.
– კონკრეტულად, რა იცავს სხეულს კანცეროგენებისგან და რა ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს ჩვენს ორგანიზმში?
– მაგალითდ, საჭმელი სოდა. მასთან კონტაქტისას კიბოს უჯრედები შაქარივით დნება. ამიტომ, კარგია ნამდვილი, საჭმელი სოდის სწორი წესით სმა და მისი  აბაზანების, ოყნების, კომპრესების სახით გამოყენება. სოდას შეიცავს სისხლის პლაზმა. გარედან მიღებისას კი ორგანიზმში იზრდება მისი კონცენტრაცია და არავითარ შემთხვევაში არ შედის სხეულში უცხო ნივთიერება. ასევე, ძლიერი ანტიოქსიდანტია ბოსტნეულის წვენები: კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლის, ისპანახის ფოთლების, პომიდვრისა და კიტრის წვენი.  წვენი უნდა იყოს, აუცილებლად ახალგამოწურული. ისმევა, ცარიელ კუჭზე. ჭამა შეიძლება მაშინ, როდესაც წვენის დალევის შემდეგ გაჩნდება რეალური, ჯანსაღი შიმშილის შეგრძნება. წვენებში არ ჩაუმატოთ მარილი ან შაქარი. შეიძლება თაფლის ჩამატება. ძალიან კარგია ცოტაოდენი ლიმონის წვენიც, რადგან ნიტრატებს ანეიტრალებს. ძლიერი ანტიოქსიდანტური ხილის წვენებია: ვაშლის, ციტრუსების და განსაკუთრებით ლიმონის.  აგრეთვე, მოცვი, წითელი და შავი მოცხარი, ძახველი, შტოში, მაყვალი, ქაცვი, გარგარი, ატამი, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, ალუბალი, წითელი ცხარე წიწაკა, ჯანჯაფილი, ზაფრანა, ნიორი, ხახვი, შინდი, საფერავის ჯიშის ყურძენი და ზოგადად, ნებისმიერო წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ხოლ-ბოსტნეული.
– გამიგია, რომ ბალახეული ნაყენებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. როგორ დავლიოთ და კერძოდ, რომელია ამ მხრივ სასარგებლო?
– ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტებია შემდეგი ბალახები: კრაზანა, ფარსმანდუკი, გულყვითელა, გვირილა, ქრისტესისხლა, დიდგულას ყვავილები, ანწლი, ცაცხვის ყვავილები, შვიტა და ბაბუაწვერა.  ეს ბალახები თანაბარი რაოდენობით აურიეთ  ერთმანეთში და ნარევის ერთ სადილის კოვზს, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. შეინახეთ თერმოსში. დალიეთ, თავიდან დღეში 1-2 ფინჯანი და ნელ-ნელა ადით 1-1,5 ლიტრამდე დღეში. გარდა ამისა, ყოველდღიურად დალიეთ, 1-2 ლიტრი სუფთა წყალი. ასევე, ძლიერი ანტისიმსივნური თვისებები აქვს აბზინდას. ერთი ჩაის კოვზი ხმელი და წმინდად დაფქული ბალახი ჩაყარეთ 1 ჭიქა სოდიან წყალში და დალიეთ უზმოზე, ცარიელ კუჭზე.
скачать dle 11.3