№50 უკვდავი კაშჩეი?!
ანუ სად ინახება ნემსი?
თუმცა მოსალოდნელი იყო, ბოლომდე მაინც არ გვიმხელდა, მაგრამ აი, ნანატრი წუთიც დადგა და რფ-ის პრ.-მა პუტინმა გვამცნო, რომ მეოთხედაც იყრის კენჭს პრ.-ობაზე!
და თუ გაუმართლა (და ვითომ რატომ არ გაუმართლებს?!), კიდევ ექვს წელს, ანუ 2024 წლამდე იქნება რუსეთის ფედერაციის უგვირგვინო მეფე!
აქვე შეგახსენებთ, რომ ის, ფაქტობრივად, უკვე 17 წელია, მართავს რფ-ს. სულ პირველად 2000 წელს დაიკავა პრეზიდენტის პოსტი (მაშინ ოთხი წლით). სახელდობრ, რფ-ის პირველი პრეზიდენტის, ელცინის გადადგომის შემდეგ, 1999 წლის 31 დეკემბრიდან, პრეზიდენტის მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა, 2000 წლის 12 იანვარს კი საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. 2004 წელსაც გაიმეორა 2000 წლის საარჩევნო მაჩვენებელი.
მაგრამ, რაკი 2008 წელს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, რფ-ის კონსტიტუცია კი კრძალავს ზედიზედ მესამედ პრეზიდენტად კენჭისყრას, თავად პრემიერმინისტრობას დასჯერდა, პრეზიდენტად კი დიმიტრი მედვედევი მოიხმო, რომელმაც 2011 წელს „ედინაია როსიას“ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და მას შემდეგ უკვე მეხუთე წელია, რფ-ის მართავს. მეტიც, ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ 2024-მდეც დარჩება და ამის შემდეგაც რამეს მოიფიქრებს.
თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის 24-წლიანი მმართველობა გარანტირებული აქვს (2008-2012 წლებში წყვეტა, ფაქტობრივად, ფორმალური იყო), იბადება რიტორიკული კითხვა: ვითომ უკვდავი კაშჩეია?! აქედან გამომდინარე კი, ვითომ ის კვერცხი უნდა ვიპოვოთ, რომელშიც ნემსი ინახება?! –