კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ „გააშავებენ” აზარტულ მოთამაშეებს ოჯახის წევრები სასამართლოს გზით და რა აეკრძალებათ მათ სამი წელი

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე

ცვლილებები შედის კანონში „აზარტული თამაშების შესახებ.” სახელმწიფო სათამაშო სფეროს გაკონტროლებას იწყებს.  ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ,   2018 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდება – იქმნება მოთამაშეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ყველა მოთამაშე.  იზღუდება მოთამაშის ასაკი – იზრდება 21 წლამდე. ამასთან ერთად, იქმნება  დამოკიდებულ პირთა სია,  რომელში  მოხვედრაც მოთამაშის სურვილით, ან ოჯახის წევრთა მოთხოვნით ხდება.  ამ სიაში მოხვედრილებს სამი წლით ეკრძალებათ სათამაშო დაწესებულებაში შესვლა. როგორ შეცვლის ახალი რეგულაციები ლუდომანიით დაავადებულ, მოთამაშეთა მძიმე სტატისტიკას, ამის შესახებ  მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელმძღვანელს თამარ ჯაფარიძეს გავესაუბრეთ. ის დარგის ექსპერტებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართულია კანონმდებლებისა და მთავრობის სამუშაო ჯგუფში, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.   
თამარ ჯაფარიძე:
საკანონმდებლო  ცვლილებები, რომლის ინიციატორიც ფინანსთა სამინისტროა, დროული და აუცილებელი იყო. თუმცა, სამუშაო ჯგუფში ჩართულთა უმეტესობა, ფიქრობს, რომ  ცვლილებები, თუ ის უფრო მკაცრ რეგულაციებში არ აისახა,  რეალურ მდგომარეობას და მძიმე ვითარებას  უკეთესობისკენ  ვერ შეცვლის.  სანამ კონკრეტულად ინიციატივებს შევეხებით,  აღვნიშნავ,  რომ დღეს, საქართველოში ამ მხრივ, საგანგაშო და კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.  დღეს  საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ოფიციალურად დარეგისტრირებული სხვადასხვა ონლაინ-თამაშში. საერთო მოთამაშეთა რიცხვი მილიონს აღწევს.  განსაკუთრებით  მძიმე მდგომარეობაა მოზარდებში – ონლაინ-თამაშებში ჩართული მოზარდების    44 პროცენტი ვაჟია, 15 პროცენტი - გოგონა. სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა არ არსებობს   მოთამაშეთა ერთიანი ბაზა. შესაბამისად, არ არის ცნობილი რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვინც მთლიანადაა სათამაშო ბიზნესში ჩართული. ბოლო წლებში  გაზრდილია სუიციდის შემთხვევები, თუმცა ოფიციალურ რაოდენობას   სპეცილისტები ვერ ასახელებენ.  თამაშზე დამოკიდებულმა რამდენმა ადამიანმა დაამთავრა ცხოვრება ფატალურად, ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. ამ ზაფხულს ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში,  თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. ასეთი ისტორია ჩვენ ირგვლივ  საკმაოდ  ბევრია.   უამრავი ლუდომანი არის ჩავარდნილი ლოგინად, მათი ოჯახის წევრები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.    ეს ადამიანები არ მიიჩნევენ თავს დაავადებულად, უარს აცხადებენ მედიკამენტურ მკურნალობაზე, რისი პრაქტიკაც ჩვენთან უკევ არსებობს. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია და მათ, ვინც ყველაფერი დაკარგეს  ოჯახის წევრების აზარტული გატაცებების  გამო, ამისი სახსრები აღარ გააჩნიათ.    
– როგორც ცნობილია, საკანონმდებლო  ცვლილებების შედეგად, შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი, სადაც დარეგისტრირება ყველა მოთამაშისთვის სავალდებულო იქნება. ამ სიაში მოხვედრის გარეშე მათ არ ექნებათ სათამაშო დაწესებულებაში თამაშის უფლება.   განსაზღვრულია მოთამაშის ასაკი - შეზღუდვა  21 წლამდე პირებზე გავრცელდება. ეს ცვლილებები  არ შეცვლის მდგომარეობას?
–  ჩემი აზრით, ეს  იქნება ფორმალობა, რომელიც, ალბათ, არ აღსრულდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სათამაშო  დაწესებულებებში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არ დაიშვებიან, თუმცა მე თავად არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც „მონიტორინგის” მიზნით, სლოტკლუბში შესულს, იქ არაერთი 18 წლამდე ახალგაზრდა მინახავს. აბსოლუტური ქაოსია, როდესაც საქმე ეხება ონლაინ-თამაშებს, სადაც არც ასაკის შეზღუდვაა, არც სხვა სახის.  დარეგისტრირება შეუძლია  ყველას,  ვინც 11 ციფრს შეიყვანს რეგისტრაციაში.    დღეს  აბსოლუტურად დაუცველია ყველა ახალგაზრდა, მოსწავლე თუ  სტუდენტი, რომელსაც ინსტიტუტიდან, სკოლიდან  გამოსულს ქუჩაში  ხვდება: ბრჭყვიალა სარეკლამო ბანერები, მაცდუნებელი ტექსტებით. სათამაშო ბიზნესის ასეთი   რეკლამები საზოგადოებრივ სივრცეში, ამ ახალგაზრდებს იოლად ითრევს მორევში, საიდან თავის დაღწევაც ძალიან ძნელია.  ძალიან კარგია, რომ შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი და დარეგისტრირება ყველა მოთამაშისთვის სავალდებულო იქნება. ამ სიაში მოხვედრის გარეშე, მათ არ ექნებათ სათამაშო დაწესებულებაში თამაშის უფლება. 5 ათასი ლარით დაჯარიმდება ორგანიზატორი, თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშებში, მოთამაშეთა ერთიან რეესტრში დაურეგისტრირებელი მოთამაშის მონაწილეობას დაუშვებს. მსგავსი სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარია.  ეს ინიციატივა თავისთავად კარგია, თუმცა 10 000 ლარი კაზინოს მფლობელებისთვის, მათი შემოსავლების ფონზე რა თანხაა?  ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ  რეესტრში ადამიანები  მათი შემოსავლების  ამსახველი მონაცემების მიხედვით შეიყვანონ. გასაგებია, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა  რაიმე ფორმით უნდა მოახდინოს  მათი შემოსავლების იდენტიფიცირება. ეგებ ადამიანს სულ  500 ლარი აქვს შემოსავლი და ამ თანხას სულ კაზინოში ტოვებს. ჩვენი ინიციატივაა, მოთამაშეების იდენტიფიცირება ხდებოდეს მათი შემოსავლით და თუ ადამიანს არ ექნება წლიური 40-50 ათასი ლარი მაინც,  მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა არცერთ სათამაშო ობიექტზე. ასეთ შემთხვევაშიც, მას  10-დან 15 პროცენტამდე თანხის დახარჯვის უფლება უნდა ეძლეოდეს და ყველაზე მთავარი, სათამაშო დაწესებულებებში მოთამაშეთა იდენტიფიცირებაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ.   
ფინანსთა სამინისტროს ახალი  კანონპროექტი არის გამოშიგნული, მორგებულია იმაზე, თუ როგორ ამოიღოს ფინანსთა სამინისტრომ სათამაშო ბიზნესიდან რაც შეიძლება მეტი ფული და არა – ადამიანებზე, ვინც  აზარტული თამაშების შედეგად ზარალდებიან.   ახალი კანონით გაზრდილია როგორც მოსაკრებელი, ასევე საჯარიმო სანქციები მათი ვადაგადაცილების შემთხვევაში. როდესაც უზრდი გადასახადს სათამაშო დაწესებულებას და არ ცვლი რეკლამის რეგულაციას,  საიდან ამოიღებს სათამაშო დაწესებულება გაზრდილ გადასახადს? რა თქმა უნდა, მეტი რეკლამით და მეტი კლიენტით, რომელსაც ამ რეკლამით მოიზიდავს. ამიტომაც, უპირველესად, შესაცვლელია რეკლამის განთავსების წესებიც.  რეკლამა განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს ლუდომანიით დაავადებულებზე.  ამას წინათ მივიღე ესემესით სარეკლამო შეტყობინება, რომ ზესტაფონში გაიხსნა ახალი სამორინე, სადაც მიწვევდნენ – მობრძანდით, ითამაშეთ, გაერთეთ და დასაჩუქრდით ათი ლარით. წარმოიდგინეთ,  ამ სახის რეკლამა მიიტყუებს თუ არა კაზინოში   დაუსაქმებელ  ახალგაზრდას?! რა თქმა უნდა, მას რეკლამა აუცილებლად აცდუნებს. ამიტომაც ვითხოვთ, რომ   სახელმწიფომ   შეზღუდოს აზარტული დაწესებულებებისა და ონლაინ-თამაშების  რეკლამა. უფრო მეტიც, ჩვენ ვითხოვთ,   ამუშავდეს ანტისარეკლამო კამპანია. ამას უნდა დაემატოს სათამაშო დაწესებულებების გახსნის შეზღუდვა და სათამაშო ობიექტების მოცილება საჯარო სივრცეებიდან, ინსტიტუტებისა და სკოლების არეალიდან.  
–  რას  ნიშნავს დამოკიდებულ პირთა სია, რომელშიც თამაშზე დამოკიდებული ადამიანები სამი წლის ვადით მოხვდებიან. რატომ განისაზღვრა ვადა სამი წლით და რა აკრძალვები დაუწესდებათ მათ?
–  სწორედ ეს სამი წელია პრობლემა. ლუდომანიით დაავადებულს, არა სამი წლით, არამედ სამუდამოდ უნდა აეკრძალოს თამაში. ვინ დაადგინა, რომ მოთამაშე სამ წელიწადში იკლავს თამაშის სურვილს? კანონპროექტით, ვინც თამაშზეა დამოკიდებული და თავს ვერ ერევა,  შეუძლია, მიმართოს  იუსტიციის სახლს და   თავი დამოკიდებულ პირთა სიაში შეიყვანოს, ვინ გააკეთებს ამას თავისი სურვილით? კანონი იგივე უფლებას აძლევს თამაშზე  დამოკიდებულის ოჯახის წევრს. მან უნდა მიმართოს სასამართლოს, წარადგინოს მტკიცებულება: რომ მისმა ოჯახის წევრმა გააპარტახა ოჯახი; რომ ის არის მოძალადე და სახლიდან ძალით მიაქვს ესა თუ ის ნივთი. ესეც ხომ ბევრ ტექნიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა ვინც ამ პროცედურას გაივლის, სასამართლოს განჩინებით, თავისი ოჯახის წევრს სამი წლით შეუზღუდავს თამაშის უფლებას. საჯარიმო სანქციები მუშაობს ამ შემთხვევაშიც – სათამაშო დაწესებულება დაჯარიმდება: პირველ ჯერზე – 5 000, მეორედ – 10 000 ლარით, თუ  დამოკიდებულ პირთა სიაში მოხვედრილი ადამიანი  მის დაწესებულებაში მოხვდება.  სათამაშო ბიზნესის დაწესებულება ვალდებული იქნება, პირი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით გადაამოწმოს  დამოკიდებულ პირთა სიაში. ეს  აკრძალვა მოქმედებს კაზინოს, ტოტალიზატორის შემთხვევაში. ონლაინ-თამაში კი,  ვერც ახალი რეგულაციებით გაკონტროლდება. ჩვენ ვითხოვთ, ეს რეგულაციები  მოერგოს თამაშის ყველა სახეობას. აკრძალვა იყოს სამუდამო და ვინც ლუდომანიითაა დაავადებული, თუნდაც მუნიციპლიტეტების ბაზაზე დაფუძნებულ ფსიქორეაბილიტაციის  ცენტრებში  გაეწიოთ  როგორც სამედიცინო-სამკურნალო, ასევე ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ამ ადამიანებმა  საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ.   
скачать dle 11.3