№49 გოგი წულაიას ანეკდოტები
ტიპი ეკითხება ძმაკაცს:
– რა არის ლოგიკა?
– აი, მაგალითად: აკვარიუმი გაქვს?
– კი.
– ესე იგი, ზღვა გიყვარს, პლაჟი, პალმები, სილა, წყალი, მზე, ლამაზი ქალი...
– კი, რა თქმა უნდა.
– რახან ლამაზი ქალი გიყვარს, ალერსიც გეყვარება, ასეა?
– რასაკვირველია!
– ხოდა, ეგაა ლოგიკა, ანუ კაცი ხარ და არა გეი.
ტიპი გაიშალა მხრებში, დაემშვიდობა მეგობარს და სახლთან რომ მივიდა, მეზობლის კაცი შეხვდა.
– გამარჯობა, ნუგზარ!
– გაგიმარჯოს.
– აკვარიუმი გაქვს?
– არა...
– უი, რას წარმოვიდგენდი, რომ გეი იქნებოდი...
***
გურულების სუფრას შემოესწრო ქალაქელი სტუმარი. თამადამ ეგრევე ყანწი აჯახა:
– მოი, ძამა, აი ყანწი გამომართვი და დალიე!
– არა ბატონო, ვერ დავლევ, დიეტაზე ვარ. იმხელა ღიპი დამედო, რომ საკუთარ სასქესო ორგანოს ვეღარ ვხედავ,
– მოი, ძამა, შენ ეს ყანწი დალიე და სასქესო ორგანოს ნახვა თუ გინდა, ჩემსას განახებ, მაი რა პრობლემაა?
***
ქუთისელი კაცი თევზაობს და თავზე კრამიტი ადევს. ჩაუარა ქალმა, დააკვირდა და ეკითხება:
– კრამიტი რატომ გადევს თავზე?
– გამანებე რა თავი, შენს ხასიათზე არ ვარ.
არ მოეშვა ქალი:
– კრამიტი რატომ გახურია თავზე, არ მეტყვი?
– კარგი, რახან ეგრე გაინტერესებს, მომეცი და გეტყვი.
ცნობისმოყვარე ქალი დათანხმდება და „საქმის მერე“, ეუბნება:
– აბა, გისმენ.
– აი, ეს ძუა ამერიკიდან მაქვს ჩამოტანილი, ეს ჯოხი კიდე იაპონიაში რომ ვიყავი, მაშინ ვიყიდე. ეს მახვევი კი გერმანიიდან წამოვიღე და ეს ნემს-კაუჭი ბრაზილიაში ვიყიდე. ამგენით ერთი თევზიც ვერ დავიჭირე, ამ კრამიტით კიდე, შენ უკვე მეოთხე ხარ.
***
კაცი დგას და იგუდება სიცილით. გამვლელი ეკითხება:
– რა იყო, ბიძია, რა დაინახე ეგეთი, რომ სიცილით იგუდები?
– რა დავინახე და... ორი სვანი ისეთი მთვრალები მოდიოდნენ, ერთის მაიკა, მეორეს ჰქონდა ჩატანიებული.
***
აჭარელი ტრაბახობს ძმაკაცებში:
– ძმებო, ძალიან ჯიუტი და პრინციპული ვარ ჭო, აი, ძალიან.
– მაინც, როგორი?
– 30 წელია, ქალი მყავს მოყვანილი და პირველ ღამეს რომ უარი მითხრა, მის მერე აღარც მომითხოვია.
– კი, აბა, აბა, ის სამი ბაღანაი საიდან ჰყავს?
– ხომ გითხარით, იმფერი პრინციპული ვარ, მაგასაც არ ვეკითხები.
***
– რა გქვია?
– რატი.
– მაღალ, ტანად, მოსულ... ასეთი გარეგნობის ბიჭს, რატომ ასეთი მოკლე სახელი?
– რატის ახლობლები მეძახიან, თორემ პასპორტში დეგენერატი მიწერია.
***
– ჩემი შეყვარებული წონაში იმატებს და არ ვიცი, რა ვქნა.
– აიძულე, ყოველდღე ფეხით იაროს 5 კილომეტრი.
– უშველის?
– უშველის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ერთ თვეში, შენგან კარგა შორს რომ იქნება, ეგ ზუსტად ვიცი.
***
ცოლ-ქმარი ჩხუბობს:
– ასე, ქალი ყველაფერში მამას გავდეს, არ ვიცი მე!
– მაინც რით ვგავარ მამაჩემს?
– ხასიათით გინდა, აღნაგობით, მკერდით..
– დაიცა, ახლა ურევ! სად აქვს მამაჩემს მკერდი?
– ე, ზუსტად მაგას ვგულისხმობ!