№49 რა მოხდა ამ დღეს
4 დეკემბერი
1735 – შენობა ლონდონში, დაუნინგ სტრიტის 10-ში, გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია.
1958 – ბობ ტიმი და ჯონ კუკი აფრინდნენ თვითმფრინავით ლას-ვეგასის აეროდრომიდან და რეკორდული დროის განმავლობაში, 1959 წლის 7 თებერვლამდე, იყვნენ ჰაერში (ჰაერშივე იღებდნენ საწვავს).
5 დეკემბერი
1484 – რომის პაპმა ინოკენტი მერვემ გამოსცა ცნობილი ბულა „ალქაჯთა შესახებ“, რომელმაც ევროპაში ინკვიზიციის ახალი ტალღა გამოიწვია.
1766 – ლონდონში ჩატარდა პირველი „კრისტის“ აუქციონი.
1854 – ბოსტონელმა არონ ალენმა დააპატენტა თეატრალური სკამები ასაკეცი დასაჯდომით.
1933 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმდა „მშრალი კანონი“.
6 დეკემბერი
1240 - მონღოლებმა, ბათო ყაენის მეთაურობით, აიღეს და გაძარცვეს კიევი.
1945 – დააპატენტეს მიკროტალღური ღუმელი.
7 დეკემბერი
1907 – პირველად კრივის რინგზე გამოჩნდა რეფერი. მას ერქვა – იუჯინ კორი.
1941 – იაპონური ავიაციის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „პერლჰარბორზე“, რომელიც ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის მიზეზი გახდა.
8 დეკემბერი
1982 – ვინმე ნორმან მეიერმა მძევლად აიყვანა... ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი (დანაღმა) და ითხოვდა ბირთვული იარაღის გაუქმებას. „დამნაშავე“ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
1991 – ამ დღეს, ბელავეჟის ხელშეკრულების გაფორმებით, ბოლო მოეღო საბჭოთა კავშირს.
9 დეკემბერი
1842 – ინგლისში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათი.
1884 – ჩიკაგოელმა ლევინ რიჩარდსონმა დააპატენტა გორგოლაჭებიანი ციგურები (როლიკები).
10 დეკემბერი
1520 – მარტინ ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის ბულა, ამას მოჰყვა რეფორმაცია ევროპაში და რელიგიური ომები.
1901 – სტოკჰოლმში გაიმართა ნობელის პრემიით დაჯილდოების პირველი ცერემონიალი.
1953 – გამოვიდა ჟურნალ „ფლეიბოის“ პირველი ნომერი.