№49 ბრძნული აზრები
სოლონი: სანამ ადამიანი არ დაასრულებს ცხოვრებას, მე ვერ ვიტყვი, ის ბედნიერი იყო თუ არა.
დიდრო: ზოგს ჰგონია, სხვაგან თუ გადაბარგდება, ბედნიერი იქნება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი თან გაჰყვა.
ვოლტერი: თუ დღეს გააკეთებ მაქსიმუმს, რაც შეგიძლია, ხვალ უფრო მეტს შეძლებ.
ვეგა: იდეალური მეგობრის მაძიებელი, უმეგობროდ დარჩება.
ნიცშე: ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან ის ძალას წარმოშობს.
ტვენი: თუ არ გინდათ, ადამიანს ხასიათი გაუფუჭოთ, ნუ შეუშლით ხელს ტყუილის თქმაში.
შოპენჰაუერი: ათასი ადამიანისგან, ვინც ბევრს იტყუება, ავარჩევდი იმას, ვინც საქმეს კარგად აკეთებს.
ავრელიუსი: მხოლოდ მაშინ შეგიძლია, ჩაიბარო ძალაუფლება, როცა მორჩილებას ისწავლი.
ბარუჟი: საფონდო ბირჟის მთავარი მიზანია, იმდენი ადამიანი გააბრიყვოს, რამდენიც შესაძლებელია.
დიუმა: მირჩევნია, ადამიანს ერთი ერთზე ველაპარაკო, რადგან ის ამ შემთხვევაში, უფრო გულწრფელია.
ჰემინგუეი: ვერ შეაჩერებ ძალით წვიმას, ადამიანსა და ცხოვრებას.
იუნგი: დეპრესია შავებში ჩაცმულ ქალს ჰგავს, ის თუ გეწვია, არ გააგდო. პირიქით, შეიპატიჟე სახლში, როგორც სტუმარი და მოუსმინე, რისი თქმა უნდა.
ბუასტი: საკუთარ თავთან შეხვედრა ყველაზე სასიამოვნოა.
ფლობერი: ორი ადამიანის შეხვედრა ორი ქიმიური ელემენტის კონტაქტს ჰგავს. თუ მოხდა ელემენტარული რეაქცია, ორივე ელემენტი იცვლება.
სტენდალი: რაც უფრო მაღლა ავფრინდებით, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლია.
დოსტოევსკი: საკმარისია, ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.
განდი: შენს სიხარულს თუ სხვებს გაუზიარებ, უთუოდ მეგობრებს გაიჩენ, თუ დამალავ, უბრალოდ დაიტანჯები.
მოპასანი: შიშველ ქალს ვერ შეეკამათები.
კოკო შანელი: თუ თქვენ აღგაფრთოვანათ ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა, ესე იგი, მას შესანიშნავი გემოვნება აქვს.