№49 როგორ დაგვიცავს „კამელინი ფლუ“ დავირუსებისგან და როგორ ეხმარება „კამელინი“ ორგანიზმს გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ მოშლილი იმუნიტეტის აღდგენაში
გასული საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა ქირურგმა – ბატონმა ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძემ თაფლის სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო. რის შედეგადაც შეიქმნა პრეპარატი „კამელინი“ და დაიწყო მისი ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევები როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის ონკოცენტრებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. 2004 წელს „კამელინის“ ავტორის, ბატონი ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრებმა შექმნეს ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ და ფარმაცევტული საწარმო.
კომპანია „კამელინმა“ დაარსების მომენტიდან საწარმოში დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები და საწარმო აღჭურვა საუკეთესო მანქანა-დანადგარებით. მიღებული პროდუქცია პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს, როგორც წარმოების, ასევე მარკირებისა და შეფუთვის მიმართულებით. საწყისი ნედლეულიდან მიღებული აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება „კამელინი“ გადის სრულ ტექნოლოგიურ გაწმენდასა და ფილტრაციის პროცესს ულტრათანამედროვე საფილტრაციო ხაზში, რომლისგანაც შემდეგ იწარმოება „კამელინის“ 5 სახის პროდუქტი.
ბენედიქტე მაღლაკელიძის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით, კვლავ გაგრძელდა ამ პრეპარატის უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. კვებეკის, მონრეალის, ილინოისის, ორეგონის, ბერნის, გერმანიის, ინგლისის, რიო-დე-ჟანეიროს, დელის წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადასტურდა, რომ „კამელინი“ ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატია, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე გამორჩეულად ეფექტური საშუალებაა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც.
ბოლო წლებში კომპანია „კამელინს“ მიენიჭა საერთაშორისო მასშტაბით 100 საუკეთესო იმპორტიორს შორის „ოქროს ნომინაცია“. ასევე, „ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის“ მიერ „კამელინი“, როგორც საუკეთესო ფარმაცევტული კომპანია რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდა და კომპანიას „ბიზნესთა მსოფლიო კონფედერაციის“ ელიტური წევრის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თანამედროვე მედიცინაში, ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, სულ უფრო ფართოდ გამოიყენება იმუნომოდულატორული მედიკამენტები. „კამელინის“ წინაკლინიკურმა და კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა მისი, როგორც ციტოტოქსიკური მოქმედება უშუალოდ სიმსივნეზე, ასევე იმუნური ზედამხედველობის გაძლიერება სიმსივნურ პროცესებზე. „კამელინი“ ასუსტებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. „კამელინით“ მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს.
მარიკა ლორთქიფანიძე (ექიმი კოაგულოლოგი): 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს ყველასგან გამოირჩეოდა. ჩვენი დირექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი, ცდილობდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად, ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ „კამელინზე“, რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში. ჩემმა მეუღლემ, გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კამელინი“ ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ დინამიკაში წარმოებდა. კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება ოთარს ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით ოთარის განყოფილებაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც იმედისმომცემი გახლდათ – პრეპარატი „კამელინი“ ჩვენ თვალწინ ახდენდა სასწაულს. ეჰ, რა დრო გავიდა, გული სიამაყით მევსება, როდესაც ვიგებ კომპანია „კამელინის“ წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ახლახან კომპანიამ ქუთაისიდან მიიღო ქალბატონ მერი გაბრიჩიძის წერილი, რომელიც პრეპარატ „კამელინის“ ავტორს და მის შთამომავლობას უდიდეს მადლობას უხდის გადარჩენისთვის. 20 წლის წინ ქალბატონ მერის, საშვილოსნოს სიმსივნის გამო, გაუკეთდა საშვილოსნოს ექსტრიპაცია. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო. ქუთაისის ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ბატონი ოთარ მეტრეველის რჩევით, პაციენტს „კამელინის“ ინიექციები დაუწყეს. ოცდღიანი მკურნალობის შემდეგ (მკურნალობის ერთი კურსი) პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საიმედო გახდა. მკურნალობით გათვალისწინებული რვადღიანი შესვენების მერე, კვლავ გაიმეორა შემდეგი კურსი. დღეს ქალბატონი მერი სრულიად ჯანმრთელია, ჰყავს 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი, რომლებთანაც დროს აქტიურად და ენერგიულად ატარებს. წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით, იტარებს „კამელინით“ მკურნალობის ოცდღიან კურსს.
„კამელინის“ ერთ-ერთი ფორმა „კამელინ ფლუ” გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები; ანთებითი პროცესები – ფარინგიტი, ლარინგიტი (კატარალური ანგინა), სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. გაიცემა ურეცეპტოდ და იყიდება ყველა აფთიაქში. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპრეიში განავითარეს და ჩადეს ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებებს კურნავდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან” კომბინაციაში შედეგი უფრო ეფექტური იყო. გართულებები, პრაქტიკულად, არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა. ძალიან კარგია „კამელინის“ მიღება ზამთრის დადგომისას, როცა ადამიანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტი, თავისთავად, ქვეითდება. ასევე, კარგია დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს სასურველია, მიიღოთ კაფსულები – ბრწყინვალე შედეგს იძლევა, მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი ძალიან კარგია განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ, ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება შეიძლება, ხანგრძლივი დროითაც.
P. S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში! გაიცემა ურეცეპტოდ! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.