კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 სახიფათო თამაში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹46-48(883)



– ფეხმძიმედ ვარ.
– მართლა, ლანა? – სახე გაუნათდა გოჩა ძნელაძეს, შეყვარებული ჰაერში აიტაცა და დაბზრიალდა. შემდეგ დასვა. მუცელზე მიეფერა და ჰკითხა:
– რომელ თვეში ხარ?
– მე მგონი, მესამეში. ზუსტად არ ვიცი. ექიმთან რომ მივალ და ექოსკოპიას გადავიღებ, ზუსტ პასუხსაც მაშინ გავიგებ.
– სქესსაც, – დაამატა გოჩამ
ლანას გაეღიმა და თქვა:
– შენ, რა თქმა უნდა, ბიჭი გინდა.
– იქნება კიდეც, – თავდაჯერებულად დაამატა გოჩა ძნელაძემ, თან დააყოლა, – ჩვენს გვარში პირველი შვილი ყოველთვის ბიჭია.
– მთავარია, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს და სქესს რა მნიშვნელობა აქვს. პირველი გოგო რომ იყოს, უკეთესიც კია, – თქვა ლანამ.
– ბიჭია, უეჭველი ბიჭი. აი, ნახავ, თუ მასე არ იქნება, – ამაყად თქვა გოჩამ და ლანას ჰკითხა:
– კონსულტაციაზე სად და როდის წავიდეთ?
– ვაკეში, ერთი ცნობილი ქალთა კონსულტაციაა და ხვალ, დილის ათი საათისთვის ვარ ჩაწერილი. წამომყვები?
– რა თქმა უნდა, – გაიღიმა გოჩამ და ლანას კვლავ მუცელზე მიეფერა. შემდეგ შუბლზე აკოცა შეყვარებულს და დაამატა, – ხვალ დილით ტაქსი გავაჩეროთ და წავიდეთ
– გამოძახება არ ჯობია? – გაიღიმა ლანამ და დააყოლა, – რაც არ უნდა იყოს, მართალია, დროებითი სირთულე გვაქვს, მაგრამ, როგორც ვხვდები, ხალხში გამოჩენას ერიდები და ქუჩაში რომ ტაქსის გაჩერებას დაიწყებ, ვინმე არასასურველმა არ შეგამჩნიოს. გამოძახებული ტაქსით კი ქუჩაში დგომა არ მოგიწევს. სანამ გამოხვალ, მანქანაში დაგელოდები და უსაფრთხოდ იქნები.
– მართალი ხარ. მასე ვქნათ. ახლა კი, ძალიან გვიანია და დავიძინოთ.
– არ გშია?
– არა, საყვარელო, ძალიან დავიღალე და მეძინება. დავწვეთ.
– მე შხაპს მივიღებ და მოვალ. შენ კი, დაწექი, – უთხრა ლანამ გოჩას. გაუღიმა და სააბაზანოსკენ გაემართა.
***
გოჩა ძნელაძეს უთენია გაეღვიძა. ლანას ჯერ კიდევ ეძინა. შეყვარებულს მუცელზე მიეფერა. შემდეგ დილის ტუალეტი მოათავა. შხაპი მიიღო, საუზმე გაამზადა და საძინებელში დაბრუნდა. ლანას ისევ ეძინა. ამაღლებულ განწყობაზე მყოფი გოჩა სამზარეულოში გავიდა, გააბოლა, თან ნეტარებით აღსავსე ფიქრობდა თავის ჯერ არდაბადებულ შვილზე და გრანდიოზულ გეგმებს აწყობდა სამომავლოდ.
– დილა მშვიდობისა, ძვირფასო, – მიესალმა გოჩას ლანა, რომელიც ისე ჩუმად წამოეპარა შეყვარებულს, რომ ძნელაძეს გაუკვირდა კიდეც.
– დილა მშვიდობისა, საყვარელო. რა კატასავით მომეპარე. როგორ ხარ?
– მშვენივრად. შენ?
– დიდებულად. ჩვენს პატარა ვაჟკაცზე ვფიქრობ და ისეთი გახარებული ვარ, სრულად ვერც გამოვხატავ. რამხელა ბედნიერება ყოფილა, როცა შვილს ელოდები.
– ბედნიერება შენ მაშინ ნახე, როცა დაიბადება, – თქვა ლანამ. საათს შეხედა და დააყოლა, – რვა სრულდება. არ დაგვაგვიანდეს. შევალ და შხაპს მივიღებ. შემდეგ კი წასასვლელად მოვემზადები.
– არ ისაუზმებ?
– არა. შენ თუ გინდა, ჭამე.
– მაშინ, არც მე მინდა. რომ დავბრუნდებით, ერთად ვისადილებთ, – მიუგო გოჩა ძნელაძემ ლანას და სააბაზანოსკენ მიმავალ შეყვარებულს თვალი გააყოლა.
ცხრის ნახევარზე ლანამ ტაქსი გამოიძახა და შეყვარებულს უთხრა:
– ათ წუთში მოვა. მოვემზადოთ.
ცხრას რომ ოცი წუთი აკლდა, ლანა და გოჩა ტაქსიში ჩასხდნენ და მანქანა ადგილიდან დაიძრა. გოჩა ლანას გვერდით, უკანა სავარძელზე მოთავსდა. შეყვარებულს მხარზე ხელი მოხვია, სახეზე მიიკრა. უღიმოდა, თან ლოყაზე ჰკოცნიდა.
ნახევარიოდე კილომეტრი რომ გაიარეს და იპოდრომთან ჩაუხვიეს, ლანამ გოჩას უჩურჩულა:
– საყვარელო, სული მეხუთება და გამიშვი,  რომ ამოვისუნთქო.
გოჩამ ხელი მოაშორა ლანას და ჰკითხა:
– რა დაგემართა?
ლანამ პირი დააღო, რომ პასუხი გაეცა. მაგრამ თვალები გადაატრიალა და სავარძელზე დაეცა.
– ლანა, რა გჭირს?! – წამოიძახა გოჩამ და შეყვარებულისკენ დაიხარა.
ტაქსის მძღოლმა მანქანა გააჩერა და იკითხა:
– რა ხდება?
– გული წაუვიდა, – უკანმიუბრუნებლად მიუგო გოჩამ მძღოლს.
– აი, ეს ასუნთქე და გამოცოცხლდება, გამომართვი! – თქვა მძღოლმა.
გოჩამ თავი ასწია და მძღოლისკენ შებრუნდა. ტაქსისტმა კი ძნელაძეს პატარა პულვერიზატორიდან რაღაც სითხე მიასხურა სახეში. ძნელაძემ მოძრაობის უნარი დაკარგა. თვალებში ბინდი ჩაუდგა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და ღონემიხდილი სავარძელზე დაეცა.
***
გოჩა ძნელაძემ თვალი რომ გაახილა და გონს მოეგო, იგრძნო, ხელ-ფეხი მაგრად ჰქონდა გაკოჭილი. ის ფოლადის ძელებზე იყო მიბმული და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იმყოფებოდა, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. გოჩამ თავი ასწია. მიმოიხედა და ოთახის მარჯვენა კუთხეში, დაბალ სკამზე მჯდომი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც სიგარეტს აბოლებდა. გამოფხიზლებული გოჩა მამაკაცმაც შენიშნა. სკამიდან წამოდგა და სანამ ძნელაძესთან მივიდოდა, კარზე დააკაკუნა.
– სად ვარ? – ჰკითხა გოჩამ სკამიდან წამომდგარ მამაკაცს.
– სტუმრად, – ცინიკურად მიუგო მან.
– სად სტუმრად, ლანა სადაა?  – იკითხა გოჩამ.
ამ დროს ოთახში რამდენიმე ადამიანი შემოვიდა და სანამ ძნელაძე მათ დაინახავდა, ნაცნობი ხმა მოესმა:
– აქ ვარ.
გოჩა ძნელაძემ თავის უკან მიბრუნება სცადა, რომ მოპასუხე დაენახა, მაგრამ ვერ შეძლო. თუმცა, ახალმოსულები მის წინ ჩამწკრივდნენ და ლანამ გოჩას გაუმეორა:
– აქ ვარ, აქ.
– ლანა, შენ? – თქვა გოჩა ძნელაძემ.
– ჰო, მე. რა, ვერ მიცანი? – ცინიკურად უპასუხა გოგონამ.
– რა ხდება? ამიხსენი, სად ვარ?
– სტუმრად ხარ. ხომ გითხარი უკვე, – უთხრა გოჩას იმ მამაკაცმა, რომელიც პირველად, სხვებზე ადრე ნახა გაკოჭილმა გოჩამ, თან დააყოლა, – მშვიდად და ჭკვიანად იყავი. ისტერიკაში არ ჩავარდე და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცი. გასაგებია?
გაკოჭილ ძნელაძეს მამაკაცისთვის პასუხი არ გაუცია და კვლავ ლანას ჰკითხა:
– რა ხდება, ლანა, ამიხსენი, სად ვარ და რატომ გამკოჭეს?
– აუხსენი, ლანა, – უთხრა გოგონას თავგადაპარსულმა ახალგაზრდამ, რომელიც მარჯვნიდან ედგა ლანას და სახენაიარევს, რომელიც გვერდით ედგა, თვალი ჩაუკრა.
– აქ იმიტომ ხარ, ძვირფასო, რომ ბევრი რამ იცი. გვინდა, ეს ცოდნა ჩვენც გაგვიზიარო, – ცინიკურად მიუგო ლანამ.
– რა ცოდნა, ლანა. ჩვენ ხომ ქალთა კონსულტაციაში მივდიოდით. აქ როგორ მოვხვდი? – თქვა გოჩამ.
– ქალთა კონსულტაციაში რა გვინდოდა? – ცინიკური ღიმილით იკითხა გოგონამ.
– როგორ, ორსულად არ ხარ? – თვალები გაუფართოვდა გოჩას.
– ლანკა, შენ ორსულად ხარ? – გაეცინა სახენაიარევს.
– ეგღა მაკლია, – მხრები აიჩეჩა ლანამ.
– გამაგებინეთ, რა ხდება და ვინ ხართ?! – იღრიალა გოჩა ძნელაძემ, თავგადაპარსულმა კი უთხრა:
– მშვიდად, მშვიდად. ხომ გაგაფრთხილე, ისტერიკაში  არ ჩავარდე-მეთქი. ძალები დაზოგე და რასაც შეგეკითხებით, გვიპასუხე.
გოჩა ძნელაძემ სიმწრისგან ტუჩები მოიკვნიტა. შემდეგ ლანას მგლური მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ყველაფერი მომატყუე, რომ აქ შემოგეტყუებინე, ხომ? რამდენად გამყიდე, შე მოღალატევ!
– დამშვიდდი, ძვირფასო, დამშვიდდი. ხომ გითხრეს, ისტერიკას მოეშვიო. დამშვიდდი და რასაც შეგეკითხებით, ყველაფერზე სწორი პასუხი გაგვეცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, სიკვდილი მოგენატრება. გაიგე? – თქვა ლანამ. შემდეგ გააბოლა და თავგადაპარსულს უთხრა:
– რა პანიკიორი ყოფილა. მე კი მაგარი ბიჭი მეგონა. კიდევ კარგი, რომ მართლა ფეხმძიმედ არ ვარ ამისგან.
გამწარებული გოჩა ძნელაძე თვალს არ აშორებდა ლანას. თავგადაპარსულმა კი ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და ძნელაძეს უთხრა:
– სად იყავი გუშინ საღამოს?
– არსად, – მოკლედ მოუჭრა გოჩამ.
– თავგადაპარსულმა ლანას შეხედა და უთხრა:
– ლანკა, ხედავ, როგორ ჯიუტობს შენი შეყვარებული? არსად ვყოფილვარო. რა ვქნათ, დავამუშავოთ?
– ჯერ არ გვინდა. გოჩიკო ჭკვიანი ბიჭია და დაგვიჯერებს. თანაც, რაც არ უნდა იყოს, ჩემზე დაქორწინება უნდოდა და ეგონა, ბიჭს ვუჩენდი. ამ დილით გრანდიოზულ გეგმებს აგებდა სამზარეულოში, მაგრამ თურმე, ტყუილად, – ცინიკურად თქვა გოგონამ და გოჩას მიუბრუნდა:
– აბა, ამოღერღე, სად იყავი გუშინ საღამოს. ბიჭებმა შენი კვალი მოულოდნელად დაკარგეს და სადღაც გაქრი. თქვი, ნუ ჯიუტობ, თორემ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდები.
– წადი, შენი ბოზი დედაც... – შეაგინა გოჩამ ლანას და სახეში შეაფურთხა.
გოგონა გამწარდა. ცხვირსახოცით ჯერ სახე მოიწმინდა, შემდეგ გოჩას მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ფეხებშუა და გათიშა.
– რას შვრები, ლანკა, ინსტრუმენტს უფუჭებ? – ირონიულად უთხრა ლანას თავგადაპარსულმა და გადაიხარხარა, სახენაიარევმა კი დამატა:
– ასე არ შეიძლება, ჩემო გოგონა. რაც არ უნდა იყოს, ეგ ინსტრუმენტი არაერთხელ გამოგიყენებია და პატივი უნდა სცე.
– უკვე აღარ დასჭირდება, – თქვა ლანამ. შემდეგ თავგადაპარსულს და სახენაიარევს მიუბრუნდა და უთხრა:
– დოყლაპიებო, თქვენი ბრალია ყველაფერი. ხომ გაგაფრთხილათ „მამილომ,“ ყურადღებით აძოვეთო. თუ ვერაფერს დავაფქვევინებთ, პასუხიც თქვენ აგეთ მასთან.
– კარგი, კარგი, ნუ გაიქაფე ენა! ყველაფერს წვრილ-წვრილად დავაფქვევინებთ, –  მიუგო ლანას სახენაიარევმა. თავგადაპარსულმა კი დაამატა:
– ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ობიექტი არ აგველაპარაკებინოს.
– ჰოდა, მაშინ მიდით და იმოქმედეთ. მე კი შორიდან გიყურებთ, – უთხრა ლანამ კოლეგებს. შემდეგ ოთახის კუთხეში ჩამოჯდა და გააბოლა.
***
თავგადაპარსული და სახენაიარევი გოჩა ძნელაძის ალაპარაკებას ამაოდ ცდილობდნენ. ცემა-ტყეპისა და სხვადასხვანაირი წამების მიუხედავად, გოჩა არასგზით არ აპირებდა ეთქვა, რომ გურამ ფიფიასთან იმყოფებოდა და მას  ელაპარაკა. ძნელაძე ფიქრობდა, რომ მისი მწამებლები უშიშროების მინისტრს დაქვემდებარებული, არალეგალური ჯგუფი იყო. გოჩას აზრით, სწორედ მათ მოკლეს გივი ხავთასი და ზურიკო ფიფია. აგრეთვე, მათვე გააქრეს ხავთასის ჯგუფის დანარჩენი რვა წევრიც. მხოლოდ ერთს ვერ ხვდებოდა გოჩა – ლანა თავიდანვე მათი წევრი იყო, თუ გოგონა შემდეგ გადაიბირეს.
ორსაათიანი, სასტიკი წამების შემდეგ, თავგადაპარსულსა და სახენაიარევს არაქათი ჰქონდათ გამოცლილი. მიუხედავად იმისა, რომ გოჩა ძნელაძე ისე იყო ნაწამები, მშობელი დედაც ვერ იცნობდა, მაინც არაფერში ტყდებოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „ნაძირლებო, მოღალატეებო, თქვენი დროც მალე მოვა...“
მორიგი ეგზეკუციის შემდეგ, გოჩას მწამებლები სკამებზე ჩამოსხდნენ სულის მოსათქმელად და გააბოლეს. ლანა კი ფეხზე წამოდგა, თაროდან ფოლადის დიდი, წვეტიანი ნემსი აიღო. გოჩა ძნელაძეს მიუახლოვდა და უთხრა:
– ისევ იურჩებ, თუ ბოლო-ბოლო გამოტყდები?
– წადი, შენი დედაც... – კვლავ შეაგინა გოჩამ ლანას და შეფურთხება დააპირა, მაგრამ გოგონამ ჯერ პირზე მიაფარა ხელი, შემდეგ ორივე ლოყაში ფოლადის ნემსი გაუყარა და უღრიალა:
– ჩქარა, თქვი, ვის შეხვდი და ელაპარაკე გუშინ, თორემ სულს ამოგაძრობ!
გოჩა ძნელაძე ტკივილისგან მხოლოდ ღმუოდა, თუმცა ლანასთვის საინტერესო კითხვას არ პასუხობდა. გააფთრებული გოგონა კი ფოლადის წვეტიან ნემსს ხან სად ურჭობდა გოჩას და ხან სად. თუმცა, სიტყვაც ვერ დააცდენინა. ლანა ისე იყო შესული აზარტში, რომ თავი ვერ მოთოკა და ფოლადის ნემსი მარცხენა თვალში გაუყარა ძნელაძეს. ტვინამდე აუყვანა და იქვე გააფრთხობინა სული. თვალებგაფართოებული სახენაიარევი და თმებგადაპარსული შიშით უმზერდნენ კოლეგას და ხმას არ იღებდნენ.
ამ დროს სახენაიარევის მობილურმა დარეკა. მან ტელეფონი ლანას მიუტანა და უთხრა:
– მამილო გირეკავს.
ამ სახელის ხსენებაზე, გოგონა სმენაზე დადგა და უპასუხა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ტელეფონი პატრონს დაუბრუნა და კოლეგებს უთხრა:
– მამილომ ბრძანა, გვამი ჩვეული სქემით გააქრეთო. მოდით, იჩალიჩეთ.
თავგადაპარსულმა და სახენაიარევმა გოჩა ძნელაძის ცხედარი ძელებიდან ამოხსნეს და სანამ გვერდით ოთახში გაათრევდნენ, თავგადაპარსულმა ლანას უთხრა:
– ძალიან გაბრაზდა მამილო, რომ შემოგაკვდა?
– სულაც არა, – მიუგო ლანამ და ცინიკურად დააყოლა, – მამილო თქვენს დოყლაპიობაზეა გაბრაზებული, რომ ბოლომდე ვერ აძოვეთ და მოგიტყდათ. მიდით. წაათრიეთ ეს მძორი და მეც მალე მოვალ.
– ინფორმაცია რომ ვერ მოვიპოვეთ? – თქვა თმაგადაპარსულმა.
– არა უშავსო, – მითხრა მამილომ. ის დარწმუნებულია, რომ ეს მძორი ზურიკო ფიფიას ძმას, მაიორ გურამ ფიფიას შეხვდა და ელაპარაკა. მასზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და გავარკვიოთ, რა ინფორმაციებს ფლობს. გასაგებია?
– კი. გასაგებია, – ერთხმად უპასუხეს ლანას კოლეგებმა და ნაწამები გოჩა ძნელაძის ცხედარი გვერდით ოთახში გაათრიეს. უზარმაზარ აბაზანაში ჩააგდეს, გოგირდმჟავა დაასხეს და გააქრეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3