კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 აკნეს სამკურნალო ნიღბები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ყოველდღიური სტრესული გარემო, არასრულფასოვანი ძილი, კვება, ჯანმრთელობის პრობლემები – ეს ყველაფერი ყველაზე მეტად სახის კანზე აისახება. თუმცა, არსებობს სპეციალური, სახლის პირობებში, მარტივად მოსამზადებელი ნიღბები, რომელიც ამ პრობლემას იოლად გადაჭრის, სახის კანს დაატენიანებს, ჯანსაღ იერს დაუბრუნებს და აკნესაც უმკურნალებს.
ლიმონისა და კარტოფილის ნიღაბი
1 ცალი კარტიფილი კარგად დააბლენდერეთ, ამ მასას შეურიეთ ნახევარი ლიმონისგან გამოწურული წვენი. წაისვით სახეზე ეს ნაზავი ხელის წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია სახეზე არსებული ლაქების წინააღმდეგ, გარუჯვის შემდეგ, რომ ინტენსიურად რჩება.
კიტრისა და კვერცხის ნიღაბი
შეურიეთ ერთმანეთს დაბლენდერებული 1 ცალი კიტრი და  1 ცალი კვერცხის ცილა. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი აახლებს სახის კანს, ავიწროებს ფორებს და ასევე, საუკეთესო საშუალებაა, თვალთან გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ლიმონის, კვერცხის, თაფლისა და რძის ნიღაბი
1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. კარგად აურიეთ და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე ხელის ნაზი მოძრაობით. გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღაბი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში, ატენიანებს გამომშრალ კანს და მას უფრო ხასხასას, გლუვსა და მოვლილს ხდის.
შვრიის, ვაშლის, თაფლისა და კეფირის ნიღაბი
ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი შვრია, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი კეფირი, 1 ლიმონის წვენი. გახეხეთ ვაშლი. აიღეთ 3 პატარა ჯამი – ერთში გააკეთეთ შვრიისა და ზეითუნის ზეთის მიქსი, მეორეში – ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ვაშლი და თაფლი, მესამეში კი – შეურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი.
ჯერ წაისვით შვრიისა და ზეითუნის ზეთის ნარევი და გაიჩერეთ 5 წუთი; შემდეგ – გახეხილი ვაშლისა და თაფლის ნაზავი და გაიჩერეთ, ასევე ხუთი წუთი. ბოლოს კი წაისვით კეფირისა და ლიმონის წვენის ნაზავი. აცადეთ, კიდევ ხუთი წუთი. საერთო ჯამში, ნიღაბი სახეზე გაქვთ 15 წუთი. ამის შემდეგ, დაიბანეთ სახე. ნიღაბი სახეს წმენდს მკვდარი უჯრედებისგან და აქტიურად აქრობს აკნეს.
კურკუმას, ავოკადოსა და იოგურტის ნიღაბი
1 სადილის კოვზი ავოკადო დააბლენდერეთ, დაუმატეთ მას 1/4 კურკუმას ფხვნილი, შემდეგ, 1 ჩაის კოვზი იოგურტი და კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი არბილებს კანს, ასევე, ამცირებს ანთებას და კანის სიწითლეს.
ასევე, გაითვალისწინეთ, ყოველდღიურად 7–8 ჭიქა წყლის დალევა გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ხელს უშლის სახეზე გამონაყრის გაჩენას. რაციონიდან გამორიცხეთ ან შეამცირეთ – ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული და ცხოველური ცხიმები. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ. ამისთვის გამოიყენეთ  ნელთბილი წყალი და ნაზი საპონი. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. აუცილებლად მოიცილეთ დაძინებამდე მაკიაჟი.скачать dle 11.3