№49 კითხვა-პასუხი
კითხვა: შემაწუხებელი და მტკივნეული გახდა ქუსლებზე ნახეთქები. ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას და დაბანის შემდეგ, ტანის დამატენიანებელ კრემს ვისვამდი. მაგრამ, ახლა სიტუაცია უფრო დამძიმდა. ელემენტარული კოლგოტი ვერ ჩამიცვია, ეგრევე მეხევა. როგორ მოვირჩინო? რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: დამსკდარი ქუსლების ძირითადი გამომწვევი მიზეზი, კანის ზედმეტი სიმშრალეა. ამის გამო, კანს ელასტიკურობა ეკარგება და ჩნდება ქუსლებზე ბზარები. იგივე პრობლემა შეიძლება, გამოიწვიოს ვიტამინების ნაკლებობამ, კერძოდ, ავიტამინოზმა. გააცხელეთ წყალი, დაუმატეთ ბორის მჟავა, გაანაწილეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე. ჩაყავით ფეხი ცხელ წყალში და გააჩერეთ ცოტა ხანს. ფეხის წყლიდან ამოღების შემდეგ, ქუსლებზე წაისვით ვაზელინი და ზემოდან პლასტირი დაიკარით. შეეცადეთ, გაიჩეროთ ღამის განმავლობაში. შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველდღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. ასევე, წაისვით ფუტკრის ცვილი. დაიკარით პლასტირი და გქონდეთ ასე, მთელი დღე. კარგი იქნება, თუ მანგანუმის სუსტი ხსნარით, ფრთხილად დაიმუშავებთ ნახეთქებს. აგრეთვე, გასწავლით მარტივ და საკმაოდ ეფექტურ საშუალებას: მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. მიისრისეთ ქუსლებზე თბილი მასა. კარგი იქნება, თუ შეძლებთ და ნახევარი საათს მაინც გაიჩერებთ ფეხზე. გაიწმინდეთ ნაჭრით შემდეგ და წაისვით ფეხის ცხიმიანი კრემი. გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა 3-5 დღე.
კითხვა: ზამთარში რა სიხშირით გამოვიყენო სახის სკრაბი? მას ხშირად ვიყენებ, მაგრამ კანი მაინც მექერცლება.
პასუხი: მისი გამოყენება დამოკიდებულია კანის ინდივიდუალურობაზე. თუმცა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება, 6-7 დღეში ერთხელ. თუ სკრაბით სახის გახეხვა შედეგს არ გამოიღებს და ამჩნევთ, რომ კანი მაინც გექერცლებათ, მაშინ სავარაუდოდ, ეს სხვა პრობლემაა. შესაძლოა ეს A ვიტამინის ნაკლებობამაც გამოიწვიოს. აუცილებელია, სკრაბით სახის გაწმენდის შემდეგ, წაისვათ კანის შესაფერისი კრემი. სკრაბი ხეხავს კანს და პრიალა კანს მაშინვე ვხედავთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია. სკრაბის დიდი რაოდენობითა და ხშირად გამოყენებამ შეიძლება, ანთება გამოიწვიოს. გირჩევთ, სკრაბი ჩაანაცვლეთ რბილი ლოსიონით. სკრაბის გამოყენება შეგიძლიათ, კვირაში მხოლოდ ერთხელ.