კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 „ქალბატონი-დეიდა“ სინდრომი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ამ სინდრომზე არაფერი გსმენიათ? ეს არის დაღლილობის, ბუზღუნის, ჭორიკნობის, ჩამქრალი მზერის, ასექსუალობისა და ოცნების არქონის ერთობლიობა.  ანუ, ნეგატივის კოქტეილი, რომელიც ძალიან ბევრ ქალს აქვს და ისე იშხამებს ცხოვრებას, თავად მიზეზს ვერ ხვდება.
სინდრომი იწყება თანდათანობით. მხიარულ, უდარდელ, თავის თავში დარწმუნებულ ქალში ნელ-ნელა სახლდება სხვა ადამიანი – „ქალბატონი დეიდა“. პირველად ვლინდება დიასახლისობის გამოვლენის დიდი სურვილით, სახლისა და ნივთების ხეხვა-პრიალით და ოჯახის წევრების მიმართ საყვედურებით. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა ქალი კარგავს საყვარელ საქმიანობას, ჯდება სახლში, აჩენს შვილებს, იმატებს წონაში, აღარ უვლის თავს. ქალური, მშვენიერი ტანსაცმელი იცვლება „ფართხუნა“ ხალათით. ასე, თანდათან ქრება სიცოცხლით სავსე, მშვენიერი ქალი და მის ადგილს იკავებს კრიტიკული მზერა, ყველაფრით უკმაყოფილო განწყობა, შვილებისა და ქმრის მუდმივი კრიტიკა და ყველაფერთან ერთად, მიდის სიყვარული. მამაკაცს ხომ სულ სხვა ქალი შეუყვარდა, რომელიც თვალსა და ხელს შუა, სადღაც ქრება, ხელიდან ეცლება.
გთავაზობთ, ამ საშიშ სინდრომთან ბრძოლის საშუალებებს:
ფილოსოფოსები ამბობენ: რაც შიგნითაა, ის არის გარეთაც. თუ შენ გახარებს სამყარო, ტკბები სიცოცხლის ყოველი წუთით –  გარეგნულადაც კარგად გამოიყურები, მიმზიდველი ხარ. შენი კარგი განწყობა გადადის ყველაზე, ვინც შენ გვერდითაა. ბედნიერ დედებს ბედნიერი შვილები ჰყავთ, ბედნიერ ცოლებს კი – ბედნიერი ქმრები.
ვძალადობთ საკუთარ თავზე და ვაკეთებთ საძულველ საქმეს, თან ვბრაზობთ ყველასა და ყველაფერზე, – მთელს სამყაროზე. ამიტომაც, შეეცადეთ, ნაკლები დრო დაუთმოთ იმ საქმეს, რაც არ გსიამოვნებთ, დაიტოვეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვისაც, შედეგად, იქნებით ბედნიერი და ღიმილიანი.
გახსოვდეთ, ბედნიერი ქალი მხოლოდ საკუთარ კრიტერიუმებს მიჰყვება.
ძალიან ხშირად ქალები იპრანჭებიან, როცა გარეთ გადიან, ქმართან კი ხალათით, დაუბანელი თავითა და კოსმეტიკის გარეშე დადიან. ბედნიერი ქალები სწავლობენ მამაკაცთან ურთიერთობას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დონეზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალის მოვალეობაა არა მომსახურება, არამედ მამაკაცის მუზად ყოფნა…
დიასახლისი და ცოლი სხვადასხვა მდგომარეობაა. დიასახლისს აინტერესებს მხოლოდ სისუფთავე სახლში და საჭმელების რაოდენობა, ცოლი კი გაცილებით მეტია. შეიყვარეთ საკუთარი თავი, დატკბით ცხოვრებით, არ დაკარგოთ სიხარულისა და სიგიჟეების ჩადენის, ასევე გიჟური შენაძენების სურვილი. არ შეიცვალოთ სხვების გამო, თუ აუცილებელია, უსიამოვნო საქმის კეთება, მთელ დროს მაინც ნუ დახარჯავთ მასში.  მოიტოვეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, თუნდაც ფინჯანი ყავის სასიამოვნო გარემოში დასალევად. გააკეთეთ ეს თქვენი და საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის.

ქალური
 უცნაურობები


მამაკაცებს ეუცნაურებათ ძალიან ბევრი ქალური ჩვევა და თვისება. მაგალითად:
მათ ეცინებათ ყოველ მოტეხილ ფრჩხილზე ატეხილ ჩვენს ისტერიკაზე, იმაზეც, თუ როგორ საგულდაგულოდ ვცდილობთ მათ დაგრძელებას, თუმცა, ამასთან ერთად, ჩუმად მაინც აღფრთოვანებულები არიან ჩვენი მოვლილი ფრჩხილებით.
   ალბათ, არ იცით, რომ მამაკაცების 68 პროცენტი წარბების ამოქნას ყველაზე საშინელ პროცედურად მიიჩნევს, მათ შორის, რასაც ქალები უკეთებენ საკუთარ თავს.
ქალის ყველაზე პატარა ჩანთაშიც კი ეტევა: მობილური, გასაღები, საფულე, პომადა, სავარცხელი, სარკე, ჟურნალი, ფოტოები და სათადარიგო კოლგოტი. მამაკაცები ამ დროს სერიოზულად ფიქრობენ ქალების მაგიურ შესაძლებლობებზე.
„სამი დღით აგარაკზე მივდივარ!“ – ყვირიხარ შენ დერეფნიდან და თან ცდილობ, კარში გაატიო 30-კილოგრამიანი ჩემოდანი. თუ მამაკაცები გამგზავრებისას ცდილობენ, რაც შეიძლება, პატარა ბარგი წაიღონ თან, ქალებს – პირიქით, ყველაფერი ერთად მიაქვთ.
მიუხედავად ამტანობისა, მამაკაცები მინუს 5 გრადუსზეც კანკალებენ და იყინებიან, ქალები კი, მედგრად ვიწონებთ თავს უთხელეს კოლგოტებში ყველაზე სუსხიან ამინდშიც კი. სინამდვილეში, ასე სიარული ყინვაში არა მარტო გამბედაობა, არამედ საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, არ ღირს საზოგადოების აღსაფრთოვანებლად, თქვენი ჯანმრთელობის გარისკვა.
მამაკაცების 63 პროცენტს არა მარტო არ ესმის, არამედ აღიზიანებს კიდეც ქალის მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით. ფიქრობენ, რომ ეს ქალის ხასიათის მანკიერი თავისებურებაა.
მამაკაცების ძალიან მცირე რაოდენობას თუ ესმის, რომ ქალის აზრები დამოკიდებულია მის გრძნობებსა და ემოციებზე. ცნობილია, რომ ქალებს ზედმეტად განვითარებული აქვთ ინტუიცია, ხოლო მამაკაცები რაციონალური და საღი აზრით გამოირჩევიან.
     თუმცა, როგორი საღი აზრითაც არ უნდა გამოირჩეოდეს მამაკაცი, მაინც ვერასდროს მიხვდება, როგორ უნდა გაიხადო ბიუსტჰალტერი სვიტერის სახელოებიდან?!

ასწიეთ თამასა!

გინდათ, ყურადღების ცენტრში იყოთ და თქვენი ცხოვრება ლამაზ დღესასწაულს დაემსგავსოს? მაშინ, დროს ნუღარ დაკარგავთ, გამოდით ჩრდილიდან. დაიწყეთ იმით, რომ წინ წამოსწიეთ საკუთარი ღირსებები, ოღონდ არ თქვათ, რომ არ გაქვთ. მეტისმეტი თვითკრიტიკა არ ვარგა. დაიხმარეთ მეგობრები, რომლებიც აუცილებლად გეტყვიან, რა მოსწონთ თქვენში. შეიძლება, უცებ აღმოაჩინოთ, რაც ადრე არასდროს შეგინიშნავთ. მაგალითად, რომ ლამაზი თმა გაქვთ, ლამაზი ფეხები ან სასიამოვნო ხმა. მოკლედ, აუცილებლად იპოვით რაღაცას, რითაც თამამად შეგიძლიათ, მოიწონოთ თავი.
ნაკლი აქვს ყველას. მთავარია, მისი იგნორირება და ოსტატურად შენიღბვა ისწავლოთ. უკეთესია, თუკი თქვენს ნაკლთან ჰარმონიაში ცხოვრებას ისწავლით. გამოჩნდება ადამიანი, ვისაც თქვენი ნაკლი მოეწონება. ასეც მომხდარა, თუ ურთიერთობა არ გამოგივათ, თუ რაღაც საქმეში ხელი მოგეცარებათ, უკან არ გაიხედოთ და წინ იყურეთ. შეეცადეთ, იშვიათად გამოაჩინოთ საკუთარი სისუსტეები. პირიქით, იყავით ძლიერი და ნურასდროს გაგიჩნდებათ სურვილი, ვინმეს ეცოდებოდეთ. დაივიწყეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „მე არ შემიძლია“, „ვშიშობ, ეს არ გამომივა“, „ვერ შევძლებ და აზრი არ აქვს“...
დაიწყეთ, თუნდაც ძალიან მცირედით. რა საჭიროა განცდები არაფრის გამო? წაუყენეთ საკუთარ თავს მაღალი მოთხოვნები. გჯეროდეთ, ყველაფერი გამოგივათ!скачать dle 11.3