კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ არ ესწრება საქართველოს პატრიარქი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის ასი წლის იუბილეს და რა საფრთხე გაანეიტრალა მან მეუფე შიოს დასახელებით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა, თუმცა ამ სიახლემ კვლავ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და, ჩვეულებისამებრ, ქართული ეკლესიის მაძაგებლები კვლავ ძაგების ხასიათზე მოიყვანა, მოკრიტიკეები კი კრიტიკის გუნებაზე დააყენა; მათ არც მანამდე სატელევიზიო აქტიურობაში შემჩნეული სასულიერო პირები ჩამორჩნენ. ერთი ისაა, რომ დროებით მიწყნარდა მედიური აჟიოტაჟი კოდური სახელწოდებით: „ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის“. პატრიარქის ამ გადაწყვეტილების ქვეტექსტებსა და კონტექსტზე მამუკა გიორგაძეს გავესაუბრეთ.
– თქვენ თუ ელოდით პატრიარქისგან მსგავს გადაწყვეტილებას? მართლაც ხომ არ მიუთითებს ეს პრობლემების არსებობაზე საპატრიარქოში თუ ჩვეული მოვლენაა?
– 40 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში არის ერთადერთი პიროვნება, რომელსაც მუდმივად საქართველოს პულსზე უდევს ხელი და ოპერატიულად რეაგირებს ყველა მოვლენაზე. ყველა მისი გადაწვეტილება უმრავლეს შემთხვევაში მოულოდნელია, იმიტომ რომ, არაორდინარულია. მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოება არ ფიქრობს პრობლემებსა და მათგან გამოსავალზე, ამაზე ფიქრობს მისი უწმიდესობა. ის ფიქრობს, აანალიზებს, ნაბიჯებს დგამს, გადის წლები და საზოგადოებისთვის, მომხრისა თუ მოწინააღმდეგისთვის აშკარა ხდება, რომ ეს, თურმე, დიდოსტატის სვლა ყოფილა. საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება სწორედ ჭადრაკია, მისი უწმიდესობა დიდოსტატის სვლას აკეთებს იმ დროს, როდესაც ეს აუცილებელია, იმის შესაბამისად, რა რესურსიც უპყრია ხელთ. ბოლო ორი-სამი თვეა, საუბრობენ იმაზე, რომ აი, სეიფის გასაღები უწმიდესს ქამარზე აქვს გამობმული თუ ბალიშის ქვეშ ამოდებული და მთელი საქართველო ლაპარაკობს კარგა ხანია, რომ ბრძოლაა საპატრიარქო ტახტისთვის. მაგრამ ერთწინადადებიანი განცხადებით გადაასხა ცივი წყალი არაკეთილისმსურველებს და თქვა: არანაირი გასაღები არ არსებობს, არანაირი სეიფი არ არსებობს, არანაირი კულუარული ბრძოლა არ არსებობს და სანამ აირჩევა ახალი პატრიარქი, არის ადამიანი, რომელიც ამ პროცესს წარმართავს. მარტივად გადაწყვიტა ეს საკითხი. მეორე მხრივ, მარტივად კი გამოჩნდა, მაგრამ რამხელა შინაგანი ბრძოლის, დუღილის, ინფორმაციის შეჯერების, ანალიზის შედეგია და ჩვენ არც კი ვიცით, რა ენერგიად დაუჯდა ეს გადაწყვეტილება.
– რა კონტექსტი იკითხება. რა გვითხრა ამით?
– პირველი მინიშნებაა, რომ წმიდა გიორგიმ ინება. წმიდა გიორგი საქართველოს ეკლესიის მფარველია.
– ამ გადაწყვეტილების გიორგობის დღესასწაულზე გამოცხადებას გულისხმობთ?
– დიახ. ამით უწმიდესი გვეუბნება, რომ ეს არ არის მარტო ჩემი გადაწყვეტილება, ეს არ არის მარტო ჩემ მიერ ნაფიქრი. მართალია, მის უწმიდესობას ყოველთვის პულსზე აქვს ხელი და ხალხისა და ეკლესიის სულისკვეთებას უსმენს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მისი მისტიკური კავშირები და იმავე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს ადამიანური კუთხით განვიხილავთ, მისი უწმიდესობა ამას სხვა კუთხით განიხილავს. სხვა დღესასწაულებიც იყო საქართველოში და იქნება უახლოეს მომავალშიც, მაგრამ მან წმიდა გიორგიზე, საქართველოს დამცველსა და მფარველზე, რომელიც წინ უძღოდა ქართველებს ბრძოლებში და მისი ბორბალზე წამების  დღეზე გაამახვილა ყურადღება. ანუ მისი უწმიდესობა გვეუბნება, რომ გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის, რომ აუცილებელია, გამოვფხიზლდეთ. ესე იგი, მან უდიდესი საფრთხე დაინახა, არაკეთილმოსურნე ხელი მოფათურე საქართველოს ეკლესიის წიაღში და სწორედ ამიტომ მისტიკურად გააკეთა ეს. ვინც მის უწმიდესობას იცნობს და საქმიანი ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ, ერთი მხრივ, არის, რბილი, თბილი, მოსიყვარულე კეთილი ბაბუ, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა საქმეა, როცა ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებია, არის უპრინციპულესი, ქვა და რკინა, იმდენად შეუვალია. ამდენად, იმის თქმა, რომ ვიღაც ზემოქმედებას მოახდენს, ვიღაც არასწორ ინფორმაციას მიუტანს, არის ბლეფი და ამის ხაზგასასმელად მან თავისი ხელით დაწერა და ამცნო საზოგადოებას. ვინ ეტყოდა უარს, სინოდის რომელიმე წევრისთვის რომ ეთხოვა გამოცხადება?! ან დაცვას, რომელსაც მიაწოდა თავისი გადაწყვეტილება, ვერ სთხოვდა, ამიკრიფეო?! მაგრამ თავისი ხელით დაწერა.
– ისეთი მოსაზრებებიც გაჩნდა, როგორ არავის ენდობა, რომ თავისი ხელით დაწერაო. მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება ხოლმე პატრიარქის ასაკზე, თითქოს სულიერებას რამე კავშირი ჰქონდეს ფიზიოლოგიასთან.
– შეგნებულად მახვილდება ყურადღება პატრიარქის ასაკსა და ჯანმრთელობაზე, რომ მისი გადაწყვეტილებები დაამცირონ, მისი დღევანდელი როლი დაამცირონ. არადა არათუ 84 წლის ადამიანს, გაცილებით უმცროსი ვარ ასაკით, მაგრამ მიჭირს სიარული და უამრავ ახალგაზრდას აქვს სახსრების პრობლემა. ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ამაზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ფულს შოულობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვით. რომლებიც გამოდიან შენობებთან პანდუსების გაკეთების მოთხოვნით, თავს იკლავენ ამისთვის გრანტების მოპოვებაზე და 24 საათის განმავლობაში ტელევიზიებში იმიტომ სხედან, რომ დაიცვან ვითომ იმ ადამიანთა უფლებები, რომლებთაც გადაადგილების პრობლემა ან რამე სხვა შეზღუდვა აქვთ და ამ დროს პატრიარქს მთავარ პრეტენზიად უყენებენ ამას. აი, ამით ჩანს მათი დამოკიდებულება. მთავარი რა არის ხელმძღვანელისთვის? ლოგიკურად მართოს სიტუაცია, არ გამოეპაროს არცერთი ნიუანსი და ამ დროს გადაადგილების პრობლემაზე აპელირებენ. ესაა პოლიტიკური ბრძოლა ეკლესიის დასამცირებლად. ჩვენი საზოგადოების დაბალი დონის მაჩვენებელია, თორემ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავდა ადამიანი, რომელიც ეტლში იჯდა. იქიდან ხელმძღვანელობდა საომარ ოპერაციებს და არავის უსაყვედურია მისთვის ამის გამო, იმას გარდა, ეთიკური მომენტიცაა ამაზე ლაპარაკი. ამერიკელებმა მესამე ვადით აურჩევლად დატოვეს პრეზიდენტად და ენდნენ ეტლით მოძრავ პრეზიდენტს. არ დაკლებია არცერთ საერთაშორისო შეკრებას. წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე, იერარქი, ვერ ახერხებდა ქვემოთ, მონასტერში ჩასვლას. ამიტომ აივნიდან კარი გამოჭრეს, სკამზე იჯდა და ისე ესწრებოდა წირვა-ლოცვას. სადმე წააწყდებით მინიშნებას, რომ ალექსანდრე ოქროპირიძეს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა?! იმიტომ რომ, მორწმუნე მრევლი ღირსეული საზოგადოება იყო. დღეს, სამწუხაროდ, აქცენტი პატრიარქის ჯანმრთელობაზეა გადატანილი და მისმა უწმიდესობამ ერთი, თავისი ხელით დაწერილი ბრძანებით, დაუსვა ამას წერტილი და შოკში ჩააგდო ყველა. უმეტესობა ისეთ ნოკაუტშია, რომ ვერც კი ახერხებს რამე მნიშვნელოვანი საპირისპირო არგუმენტის თქმას.
– ზოგიერთი სასულიერო პირის რეაქციით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საპატრიარქოსთვისაც მოულოდნელი იყო არჩევანი.
– მოულოდნელობა არაფერს ნიშნავს.
– არჩევანზე ვამბობ.
– ამ პიროვნების არჩევა არ იყო მოულოდნელი. თვითონ ფაქტი იყო მოულოდნელი. ყველა აღნიშნავს ამას, მაგრამ მოულოდნელობა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო მოუმზადებელი და მოუფიქრებელი.
– ეს არ მიგულისხმია. მაგალითად, სკოლაში მასწავლებლებმა იციან მოსწავლეების შესაძლებლობები, სტუდენტების პოტენციალურ მომავალს აფასებენ ლექტორებიც. ეს ვიგულისხმე, ასეთი მინიშნებები თუ ყოფილა მამა შიოზე.
– ჩვენ შეგვიძლია, პატრიარქი განვიხილოთ, როგორც მასწავლებელი. სინოდის ყველა წევრი მისი ნაკურთხია და მათ შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია მის უწმიდესობას აქვს. საუკეთესოები შეარჩია, შემდგომ ათწლეულების განმავლობაში თითოეული მათგანის ზრდას აკვირდება. შეიძლება, იმ პერიოდში გამოირჩეოდა, მაგრამ შემდეგ ვერ გაიზარდა ან უფრო სწრაფად გაიზარდა. ვინც ეკლესიის საქმეებში ტრიალებს და აკვირდება წმიდა სინოდის წევრთა საქმიანობას, მისთვის მეუფე შიო გამოკვეთილი და გამორჩეული ფიგურა გახლდათ, თუნდაც იმით, რომ ფართო ფენებისთვის დაფარულად, მაგრამ შიდა საეკლესიო ცხოვრებაში ჩახედული ადამიანებისთვის, ძალიან აქტიური ფიგურა იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ასრულებდა ქორეპისკოპოსის ფუნქციასაც. ანუ ამ სტატუსითაც დაინახა მისმა უწმიდესობამ, იმას გარდა, რომ თავის დროზე გამოარჩია და ეპარქია ჩააბარა. ფსევდოლიბერალური ფრთა წუხს, ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ კომპრომატი და სკანდალიო. არადა სწორედ იმითაა გამორჩეული ის ადამიანი, რომ სკანდალებში არ არის გარეული. თავის საქმეს ჩუმად აკეთებდა და ვინც დააკვირდა გიორგობის დღეს მის სახეს ან პირველი წირვისას, რომელიც სამებაში აღავლინა მოსაყდრის სტატუსით, ნახავდა, როგორი პასუხისმგებლობა იგრძნობოდა მისგან. პატრიარქს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და ამიტომ თავის ფრთებქვეშ მეუფე შიოს შეუქმნა მაქსიმალურად ჯანსაღი და კომფორტული გარემო. რა თქმა უნდა, ყველა ამას ვერ გაიგებს, ერისკაცი თუ სასულიერო პირიც, ვერ არიან იმ დონეზე, რომ უწმიდესის მისტიკური გადაწყვეტილებები გააცნობიერონ, მაგრამ ყველაფერი დამშვიდდება და ყველა დარწმუნდება, რომ უწმიდესის გადაწყვეტილება იყო ბრძნული.
– საეკლესიო სამართლით, როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები?
– საქართველოს ეკლესიის დებულებებში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ მოსაყდრეს პატრიარქის საჭეთმპყრობლობისას ევალება პატრიარქის კურთხევით მიცემული ფუნქციების განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. პატრიარქის არყოფნის პირობებში კი მოსაყდრის მოვალეობაა, ორგანიზება გაუწიოს საეკლესიო კრების ჩატარებას და კრება, დებულების შესაბამისად, გადაწყვეტს, სინოდის მიერ გამორჩეულ სამ ეპისკოპოსს კანდიდატს შორის, ვინ აირჩიოს მომდევნო პატრიარქად. მოსაყდრეობა ამავდროულად ტრადიციაცაა. პატრიარქ კირიონის დროს იყო მოსაყდრე. ამბროსი ხელაიამ ურთულეს ჟამს გამოარჩია მოსაყდრე და კალისტრატე ცინცაძე ასრულებდა ერთ პერიოდში მოსაყრდის ფუნქციას. ეს ბუნებრივი პრაქტიკაა, თუმცა აჟიოტაჟს მაინც ტეხენ.
– ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირიც არის გარეული ამ აჟიოტაჟში და უცნაურ განცხადებებს აკეთებენ. ისინი რატომ ღელავენ?
– სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ორი ათეული წელია, რაც გამოვედით ათეიზმის ჯურღმულებიდან. ამდენად, ჩვენთან რელიგიური განათლების დონე, თუნდაც, სასულიერო პირებში, არ არის ისეთი მაღალი, რაც სასურველი იქნებოდა. და მეორე მომენტი –  მრავალი ღირსეული იერარქი გვყავს და საქართველოს ეკლესია ამითაც გამორჩეულია, მაგრამ არიან ისეთი სასულიერო პირებიც, რომლებიც ვერ ერკვევიან საკითხში. ზოგიერთს შეიძლება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაც ჰქონდეს, თუმცა ცხოვრება მაინც დაალაგებს ყველაფერს. ეკლესიის მტრები ბოლომდე ვერ აანალიზებენ, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს უდიდესი დამცველი და მფარველი უფლის სახით. ცნობილია ალექსანდრე მესამის გამონათქვამი, რუსეთს ჰყავს ორი პარტნიორი: არმია და ფლოტიო. საქართველოს კი ჰყავს ერთი პარტნიორი –  ღმერთი. შეიძლება, ღირსიც არ ვიყოთ, მაგრამ უფლის ხელით გვარდება ხოლმე ბევრი პრობლემა ისე, რომ გაკვირვებულები ვრჩებით. ამიტომ იმედი მაქვს, რომ, ვინც დღეს ვერ აცნობიერებს მომხდარს, უფლის მადლით, გააცნობიერებს ხვალ.
– კომპრომატად მსჯელობენ მამა შიოს მიერ რუსეთში მიღებულ სასულიერო განათლებაზე. აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ რუსეთის ეკლესიის გავლენის გარეშე პატრიარქი მოსაყრდეს ვერ დანიშნავდა. მე ესეც პოსტაბჭოთა სინდრომი მგონია თუ აქვს ასეთი გავლენა რუსეთის ეკლესიას ჩვენსაზე?
– ოღონდ ტალახი ისროლონ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას ისვრიან. როდესაც ვერაფერი მოძებნეს, ამაზე დაიწყეს ლაპარაკი. რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სად აქვს მიღებული განათლება?! ახლახან 12 ეპისკოპოსი ამერიკაში იმყოფებოდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ენდობა დასავლურ ღირებულებებს. მეორე მიზეზია ის, რომ ცდილობენ, ყველანაირად დაამცირონ საქართველოს ეკლესია და პატრიარქი. არადა ხომ ყველა დარწმუნდა 40 წლის განმავლობაში, რომ მისი უწმიდესობა დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში?! ხომ დაინახეს მისი დამოუკიდებელი მართვის შედეგი?! რომ ვერავინ ახერხებს მასზე გავლენის მოპოვებას?! ეს იციან, მაგრამ, როდესაც გინდა, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, ამას თითქოს ვერ ხედავ. ისევე, როგორც სახელმწიფოს აყენებენ ხოლმე შეურაცხყოფას, როდესაც ამბობენ, აი, ამერიკის ელჩი მართავს საქართველოსო. ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ეს ხდება პატრიარქობის 40 წლის თავზე. რაც შეეხება მეუფე ილარიონის ვიზიტს საქართველოში. მეუფე ილარიონი ზედმეტს ვერაფერს ეტყოდა მის უწმიდესობას, იმიტომ რომ, მეუფე ილარიონი თავის დროზე მისი უწმიდესობის სტიქაროსანი იყო და მისადმი უდიდესი რიდი და მოკრძალება აქვს. თვითონ ის ფაქტი, რომ კირილემ გამოაგზავნა ეს ადამიანი, მეტყველებს, რომ უნდოდათ, თბილად და შინაურულად დაეპატიჟებინათ როგორმე მისი უწმიდესობა რუსეთის პატრიარქობის აღდგენის ასი წლის იუბილეზე და იქვე, ძალიან მოკრძალებულად უთხრეს, როგორმე მოვაგვაროთ აფხაზეთის პრობლემაო. ჩვენ მაშინვე გავიგეთ პატრიარქის პასუხი: სასურველი იქნებოდა, ეს აქამდე მოგვარებულიყო და თუ გინდათ ამ საკითხის მოგვარება, მყავს კანდიდატურა, მეუფე გრიგოლ კაცია. არ გადაწყდა ეს თემა?! შესაბამისად, 20 დეკემბერს არც მისი უწმიდესობა მიბრძანდება მოსკოვში და, როგორც ვიცი, დელეგაციის შემადგენლობაში არ არის არც მეუფე შიო. ოფიციალური დელეგაციით გაემგზავრებიან ქორესპიკოპოსები და საპატრიარქოს საგარეო საკითხების ხელმძღვანელი. ესე იგი, პატრიარქი ამბობს: მოაგვარეთ აფხაზეთის თემა მეუფე გრიგოლის მონაწილეობით და მზად ვარ, ვიმეგობროო. თუმცა ეს გამოთქმულია დიპლომატიურად, იმ ეტიკეტის დაცვით, რაც ეკლესიებს შორისაა, მაგრამ ამის უკან დგას შეუვალი პოზიცია: აფხაზეთის თემას არ დავთმობთ! და იმის ნაცვლად, რომ ამის შემდეგ ქართველი საზოგადოება გამოსულიყო და ეთქვა, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ გვერდით ვართ, გრძელდება ათასგვარ სიბინძურეზე ლაპარაკი.
скачать dle 11.3