კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მეორედ მოსვლა – რუსულად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ცოდვილი დასავლეთი?!


ის, რომ რუსული ეკლესია რუსული სახელმწიფოს იარაღი იყო, ვის მოეხსენება იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ?! შესაბამისად, ტრადიციას არც ამჯერად ღალატობენ და გასულ კვირას სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს ამცნო, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, როგორც არასდროს. რატომ? იმიტომ რომ, სამყაროს აღსასრული, ანუ მეორედ მოსვლა ახლოვდება!
მოვიყვან ციტატას პატრიარქ კირილის ქადაგებიდან: „დღეს დადგა დრო, როდესაც უნდა გაერთიანდეს ყველა ჯანსაღი ძალა: ეკლესიაც, ხელოვნებაც, ჩვენი მწერლები, მეცნიერები, ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ სამშობლო, უნდა იყვნენე ერთად, იმიტომ რომ, კაცობრიობის განვითარების კრიტიკულ პერიოდში შევდივართ.“
უფრო მეტიც, მრევლსა და, ზოგადად, რუსეთის საზოგადოებას მოუწოდა, რომ გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ რუსეთის, მთელი ადამიანური მოდგმის წინაშე! ამის პარალელურად, კულტურის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ აცდუნონ ადამიანები და არ გადაახვევინონ მათ ჭეშმარიტების გზიდან (ცოდვა იფრქვევა კინოფილმებიდან და თეატრალური სპექტაკლებიდანო).
თუმცა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ უდიდესი ალბათობით, კინოფილმი „მატილდა“ იგულისხმა, რომლის ჩვენებაც აკრძალულია რუსეთის კინოთეატრებში.
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ეკლესიის მესაჭე მხოლოდ ერთი მხატვრული ფილმისთვის არ შეიწუხებდა თავს: ჯერ ერთი, რფ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება (სანქციების ფონზე პრ. პუტინს მონოლითური მხარდაჭერა სჭირდება) და, რაც მთავარია, სანქციების გმირულად გადატანა.
ანუ  მოტივი, კაპიტალისტური დასავლეთი ყარსო, განვრცობილია და, ზედაც, დასავლური ცოდვიანობაც დაამატეს. –
скачать dle 11.3