კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ფასდადებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ტარანა თვლითაა


ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი (საკნიდან უკანონოდ გამიყვანესო) კიდეც განიხილა და ვერდიქტიც გამოიტანა (და მერე რა, რომ თავად მოსარჩელის ჩინოსნობისას საკნიდან გაყვანა წვეულებაზე გაყვანის ტოლფასი იყო, ისეთები ხდებოდა), რომელსაც, ჩვეულებისამებრ, მხარეები თავისებურად განმარტავენ.
კერძოდ, საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყარი, „ევროპული საქართველო“ ავითარებს ვერსიას, რომ ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა, ცხადია, ხელისუფლება უარზეა. ხოლო, რაკი ამ ჩვენს ყოფაში ისე მოხდა, რომ საბოლოო სიტყვა არასამთავრობო სექტორს ეთქმის, ისინი კი ამბობენ, რომ არანაირ პოლიტპატიმრად ვანო მერაბიშვილი ევროპულ სასამართლოს არ უღიარებიაო, ამჯერად ქულა „ოცნებამ“ ჩაიწერა.
ასეა თუ ისე, ანუ იმის მიუხედავად, ვის კარშია ბურთი, რადგან ვანო მერაბიშვილი მართლაც უკანონოდ გაუყვანიათ საკნიდან (სად გავარდა დემოკრატია ამ ჩვენს ქვეყანაში?!) სახელმწიფოს მისთვის (თუმცა ის 15 000 ევროს ითხოვდა) 4 000 ევროს გადახდა მოუწევს (ასე განსაჯა ევროპულმა სამართალმა).
რაც ყველაზე საინტერესოა, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ჰონორარის სახითაც ითხოვდნენ ანაზღაურებას: ბრიტანელი ადვოკატები – 29 775 გირვანქა სტერლინგს, ჩვენებური ადვოკატი, ხალხის რჩეული ოთარ კახიძე კი, არც მეტი, არც ნაკლები, 43 641 აშშ დოლარს.
მათდა სამწუხაროდ, მართალია, ევროპულმა სასამართლომ ადვოკატების, განურჩევლად ეროვნებისა, მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ, თუ ამ ჩვენი ხალხის რჩეულის (ოთარ კახიძის) მიერ მოთხოვნილ ჰონორარს გავიხსენებ, როგორც ჩანს, მადაც კარგი ჰქონია და თავისთვის ფასიც კარგი დაუდვია (პრინციპით: არა მხოლოდ ტარანა, თანამოაზრეობაც თვლითააო). –
скачать dle 11.3