კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ უნდა დავზოგოთ წყალი



               
   როგორც მოგეხსენებათ დღევანდელი სამყარო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ამ პრობლემებთან დაპირისპირება, რა თქმა უნდა ,საქართველოსაც უწევს. ერთ-ერთი ასეთი სირთულე გახლავთ მტკნარი წყლის მზარდი დეფიციტი. დიახ! არ მოგჩვენებიათ, მტკნარი წყლის მზარდი დეფიციტი. იმის მიუხედავად, რომ გვაქვს უამრავი  მდინარე, ტბა და წყალსაცავი, მაინც ვახერხებთ  მომავალ თაობებს სასმელი წყლის პრობლემა გავუჩინოთ.
    ჩვენ, ქ. თბილისის ვ. კომაროვის სახელობის N 199 საჯარო სკოლის მოსწავლეები:გიორგი გელაშვილი, თემურ არუსტაშვილი, ელგუჯა აბულაძე,ლუკა ხელაია, თამთა კაპანაძე,ელენე პაიჭაძე, დიანა შაინიძე,ლაშა კოროშინაძე,ლუკა წულუკიძე,თეიმურაზ დავიდოვი,ლექსო ბორაშვილი, სანდრო
გელაშვილი მონაწილეობას ვიღებთ GWP-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,დაზოგე წყალი - გაუფრთხილდი გარემოს“. ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსის არარაციონალური ხარჯვის შესახებ.
   უფრო კარგად რომ დაგანახოთ ჩვენი აგდებული დამოკიდებულება წყალთან , შევადაროთ საქართველო სხვა ქვეყნებს.მაგალითად ისეთ ქვეყნებში სადაც წყალი უკვე სერიოზული პრობლემაა, საშუალო დღიური დანახარჯი ერთ ადამიანზე 20 ლიტრს შეადგენს. განვითარებულ ქვეყნებში კი, სხვადასხვა შედეგი გვხვდება.
     სახელმწიფოებში, რომლებშიც ხალხის თვითშეგნების დონე მაღალია ,  ცდილობენ რესურსები უაზროდ არ ფლანგონ, საშუალო მაჩვენებელი 165 ლიტრია, თუმცა გვხვდება ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეს მაჩვენებელი 600 ლიტრამდე აღწევს. მართალია, საქართველო ზემოთ ხსენებულ „მფლანგველ“ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ მაინც ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენს ქვეყანაში  საშუალო დანახარჯი ერთ ადამიანზე 380 ლიტრს უტოლდება. რამდენადაც ხედავთ ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელია,თუმცა რიცხვები არ ტყუიან. თუ  ასე გაგრძელდება ნამდვილად სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით და საბოლოოდ შეიძლება აფრიკის რომელიმე ქვეყნის ბედიც გავიზიაროთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი წლის განმავლობაში თბილისი თავისი წყლის მარაგებიდან მიწოდებული წყლის 30%-ს მოიხმარს, ეს მაჩვენებელი კი ძალიან ახლოსაა წყლის სტრესთნ. წყლის სტრესი ისეთი სიტუაციაა, როდესაც დასახლებული პუნქტი ხარჯავს იმაზე მეტ წყალს, ვიდრე ბუნებას შეუძლია აღადგინოს ცირკულაციით. ყველაზე ცუდი კი მაინც ისაა, რომ ჩვენ  მიერ დახარჯული წყლის დიდი ნაწილი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მას ბუნება თვითონ ვეღარ წმენდს.
              
ასე რომ, ვეცადოთ დავზოგოთ მაქსიმალურად მეტი, რათა დავაბინძუროთ მაქსიმალურად ნაკლები.


скачать dle 11.3