№48 21-ე საუკუნის დაავადების – ნევროზის დამარცხებაში თქვენი მკურნალი – თინათინ მაჩაიძე დაგეხმარებათ
ოცდამეერთე საუკუნეში, მედიცინის მიღწევებთან ერთად, მოურჩენელი დაავადება, ერთი შეხედვით, აღარ უნდა არსებობდეს. თუმცა, პირიქით ხდება, დაავადებები უფრო და უფრო იცვლის სახეს და მათი განკურნებაც რთულდება. ყველაზე დიდი პრობლემა კი დღესდღეობით ნერვული დაავადებებია, რაც არსებულ, სტრესულ გარემოში ბევრ ადამიანს აწუხებს და უამრავი სნეულების დასაბამიც სწორედ მისგან იღებს სათავეს. ნევროზს 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ. ის კი, ვისაც ნერვული სისტემა მწყობრში აქვს, მეტად შრომისუნარიანი, შემდგარი და შესაბამისად, წარმატებულია. ნერვული სისტემის მოწესრიგებასა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ ექიმი-ბიოენერგოთერაპევტი, საერთაშორისო კლასის მკურნალი, ამერიკა-კანადის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ქალბატონი თინათინ მაჩაიძე – ქალი, რომლისთვისაც არ არსებობს დაუმარცხებელი დაავადება, სწორი დიაგნოზის შემთხვევაში. უტყუარი დიაგნოზის დასმაც სწორედ მას ხელეწიფება. ამიტომ, შეგიძლიათ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ქალბატონ თინათინს. გარდა ნერვული სისტემის დაავადებებისა, თინათინ მაჩაიძესთან შეგიძლიათ, მიბრძანდეთ სხვა პრობლემების შემთხვევაშიც. ესენია: შიშები, აკვიატებული აზრები, უძილობა, თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, დეპრესია, ენურეზი (უნებლიე შარდვა), ოსტეოქონდროზი, მარილები, ნერვის ანთება, რადიკულიტი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიები და კიდევ უამრავი დაავადება, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ, თავად მკურნალ ექიმს გაესაუბროთ. თინა ექიმის ყურადღება, სითბო და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთიორად ზრდის მისადმი ნდობას და დაავადებასაც ისღა დარჩენია, უკან დაიხიოს. თინათინ მაჩაიძე ათეული წლებია, მკურნალობს თავისი უტყუარი კომპლექსური მეთოდით. მის შესახებ ბევრიც დაწერილა, ბევრგანაც გაითქვა სახელი, თუმცა მას მაინც ჩუმად, ყოველგვარი ხმაურისა და პომპეზურობის გარეშე ურჩევნია, თავისი საქმე ერთგულად აკეთოს – დაეხმაროს შეჭირვებულ ადამიანებს. თუმცა ყველაზე კარგად მკურნალის შესახებ მისი განკურნებული პაციენტები გვიამბობენ.
თინათინ მაჩაიძის პაციენტები:
ნინო ვ-შვილი: ასაკის მიუხედავად (26 წელი) ძალიან შემაწუხა ნევროზმა. მქონდა შიშები, აკვიატებული აზრები და თავის ტკივილები, აღარ მინდოდა სიცოცხლე. ოთახში ვერ ვრჩებოდი მარტო, მეშინოდა. თინათინ ექიმმა კი ჩემი პრობლემების მოგვარება რამდენიმე სეანსში შეძლო.
ნანა დ-შვილი: თინა ექიმი, მართლაც სასწაულებს ახდენს, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. ათეული წლები მაწუხებდა მწვავე ნევროზი, ჩავვარდი დეპრესიაში, ჩემმა ექიმმა კი ამქვეყნად დამაბრუნა და ჩემს ოჯახს ჩემი თავი ხელახლა აჩუქა. მინდა იცოდეს ექიმმა, რომ ძალიან გვიყვარს.
დავით გ.ძე: კუჭ-ნაწლავის არეში ძლიერი ტკივილები მქონდა. სხვადასხვა წამლებს ვიღებდი სამკურნალოდ, თუმცა ვერ მივიღე შედეგი. თინათინ ექიმის მეთოდები კი ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა.
ვახტანგ ნ-ია: მაწუხებდა რადიკულიტი და ნერვის ანთება, სამსახურშიც ვეღარ დავდიოდი, განკურნების იმედი დავკარგე. თინათინ ექიმმა კი სასწაულის მომსწრე გამხადა.
P.S. თინათინ მაჩაიძე მკურნალობისას იყენებს ბიოენერგო, ფსიქოთერაპიულ, მანუალურ და ფიტოთერაპიულ მეთოდებს. ასევე, მკურნალობს მალამოებით, საფენებით, მასაჟებით. მან ბევრი პაციენტი ქირურგიული ჩარევისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ თინათინ მაჩაიძის ფიტონაყენებით შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც იმკურნალოთ.