№48 რა მოხდა ამ დღეს
27 ნოემბერი
1095 – კლერმონის საეკლესიო კრებაზე, რომის პაპმა ურბან მეორემ ქრისტიანულ სამყაროს მოუწოდა, გაელაშქრათ იერუსალიმის მუსლიმანთაგან გასათავისუფლებლად. ასე დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობების ხანა.
1895 – ალფრედ ნობელმა დაწერა ანდერძი, სადაც თავისი ქონების დიდი ნაწილი გამოყო მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დასაჯილდოებლად. დღესდღეობით ამ ჯილდოს ნობელის პრემია ეწოდება.
28 ნოემბერი
1414 – დააპატიმრეს და ინკვიზიციის სასამართლოს გადასცეს ჩეხეთის ეროვნული გმირი იან ჰუსი.
1581 – 18 წლის უილიამ შექსპირმა ჯვარი დაიწერა ენ ჰათაუეიზე.
1943 – დაიწყო თეირანის შეხვედრა სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის მონაწილეობით.
29 ნოემბერი
1899 – ესპანეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“.
1959 – „გრემის“ პირველი ლაურეატები იყვნენ: ფრენკ სინატრა და დიუკ ელინგტონი.
30 ნოემბერი
1854 – დაიწყო სუეცის არხის მშენებლობა ეგვიპტეში.
1922 – დაარსდა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი.
1986 – ივან ლენდლი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც გამოიმუშავა 10 მილიონ დოლარზე მეტი.
1 დეკემბერი
1887 – ლიტერატურულ ნაწარმოებში პირველად გამოჩნდა შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი.
1891 – ჯეიმს ნეისმიტმა გამოიგონა კალათბურთი.
1903 – ეკრანებზე გამოვიდა პირველი ვესტერნი: „მატარებლის დიდი ძარცვა“.
2 დეკემბერი
1804 – ნაპროლეონ ბონაპარტე ეკურთხა საფრანგეთის იმპერატორად.
1823 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენიტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული „მონროს დოქტრინა“ (ევროპა – ევროპელებს, ამერიკა – ამერიკელებს).
1870 – რომი გახდა იტალიის სამეფოს დედაქალაქი (მანამდე იყო ტურინი).
3 დეკემბერი
1610 – გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი.
1959 – ზღვაში ჩაუშვეს მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი „ლენინი“.