№48 ბრძნული აზრები
მურაკამი: კარგ კითხვებზე არასდროს პასუხი არ არის.
ლაო ძი: ვინც ბევრს ინახავს, ბევრს დაკარგავს, ვინც ბევრს აგროვებს – ბევრი ხარჯი აქვს.
კამიუ: ნუ გაბრაზდები, თუ ვერ გიგებენ, გაბრაზდი მაშინ, როცა შენ ვერ გაუგებ.
ტოლსტოი: ჩვენ გვგონია, იმიტომ ვუყვარვართ სხვებს, რომ კარგები ვართ. სინამდვილეში იმიტომ ვუყვარვართ, რომ ისინი არიან კარგები.
ლესინგი: ადამიანები განუწყვეტლად იგონებენ პრობლემებს, რატომ არ შეიძლება ბედნიერების მოგონება.
დელონი: ბედნიერება ისაა, როცა აფთიაქში პრეზერვატივის გარდა, არაფერი გჭირდება.
როლანი: გუშინდელი დღე ისტორიაა, დღევანდელი – გამოცანა, ხვალინდელი – საჩუქარი.
ვოვენარგი: შეგიძლია, დამტუქსო სიმართლით, მაგრამ არასდროს მომეფერო ტყუილით.
რუსო: ბუნებით ზარმაცი ადამიანი ბეჯითია გართობისას.
კორნელი: ბევრ ლაპარაკს ენას აბრალებენ, არადა, გონების ბრალია.
პოლ ვალერი: სიზუსტეს შეუძლია, შემუსროს სიზუსტე; მაგრამ აზრს არ შეუძლია შემუსროს მეორე აზრი. ის მუსრავს მის არსებობას, მაგრამ არა მის შესაძლებლობას.
შოპენჰაუერი: სიყვარულს ტკივილი არ მოაქვს, ტკივილი მოაქვთ მათ, ვინც სიყვარული არ იცის.
ვოლტერი: მეგობრობა ბრილიანტს ჰგავს. იშვიათია, ძვირი ღირს და ბევრია ყალბი.
ჩესტერფილდი: ხელი არ ახლო ამღვრეულ წყალს და ის გახდება სუფთა და გამჭვირვალე.
სანდი: ისწავლე საუბარი – ესე იგი, გაიზარდე. ისწავლე დუმილი – ესე იგი, დაჭკვიანდი.
დეკარტი: როცა ადამიანი გრძნობს ტკივილს, ის ცოცხალია; როცა გრძნობს – სხვის ტკივილს, ის ადამიანია.
ვოლტერი: ვისაც უნდა, ეძებს ხერხს, ვისაც არ უნდა – მიზეზს.
ფრანსი: მომავალზე ზრუნვა ნიშნავს, გასცე ყველაფერი აწმყოში.
გოეთე: სიყვარული თუ შეგიძლია, სხვა არაფერი გჭირდება, ხოლო სიყვარული თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ რა გაგაჩნია.
უაილდი: მთის მწვერვალზე მდგომი ადამიანი ციდან არ ჩამოვარდნილა.
მონტენი: თუ გინდა, რომ შენი ცოლი შენ გეკუთვნოდეს, სხვისი სხვისად უნდა მიიჩნიო.
მოლიერი: ქალს იმდენი სიამოვნება შეუძლია მოგანიჭოს, რამდენის მიღებასაც შეძლებ.