№48 6-დღიანი ფრანგული დიეტა და მინუს 4 კილოგრამი
   თათია ფარესაშვილი      ნონა დათეშიძე  
    
 ამ დიეტას, ხშირად იცავენ ფრანგი ქალბატონები და ამიტომაც უწოდეს ფრანგული დიეტა. ის საკმაოდ მკაცრი დასაცავია, თუმცა – შედეგიანი. მისი ხანგრძლივობა 6 დღეა და ამ დროის განმავლობაში, თქვენ დაიკლებთ გარანტირებულ 4 კილოგრამს. მისი პლუსი ის არის, რომ დიეტის დაცვისას, შიმშილის გრნობა არ შეგაწუხებთ. აუცილებელია, დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის დალევა.

საუზმე: 
ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა, 50 გრამი პური, 70 გრამი ყველი.
ლანჩი: 
ორი ცალი ვაშლი და ერთი კივი ან ფორთოხალი.
სადილი: 
100 გრამი მოხარშული ქათმის ფილე წიწიბურას გარნირით, ერთი ცალი ვაშლი.
ვახშამი: 
ორი ცალი მოხარშული კარტოფილი, უშაქრო ყავა.