№48 კითხვა-პასუხი
h 1 ცალი კიტრი გახეხეთ. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათის შემდეგ გადაწურეთ. მიღებული მასა, კარგად შეიზილეთ გამონაყარზე. ნახევარი საათის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კითხვა: სახის კანი საგრძნობლად გამიუხეშდა და ადგილ-ადგილ მექერცლება. ზოგადად, კანს ვუვლი, მაგრამ აღარაფერი მშველის. როგორ გავიუმჯობესო სახის კანის სტრუქტურა, მარტივად და სახლის პირობებში?
პასუხი: სახის კანის დასარბილებლად, დილით, ახალ გაღვიძებულზე, დაბანის მაგივრად, სახეზე უნდა გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი ყინულით, შეიძლება მომზადდეს შემდეგი მცენარეების: გულყვითელას, ცაცხვის ყვავილის, გვირილას ნაყენებისგან. აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი აღნიშნული მცენარეების ნაზავი, რომელიც აფთიაქში იყიდება და გააჩერეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე. შემდეგ, გააცივეთ, ჩაასხით სითხე სპეციალურ კონტეინერში და გაყინეთ. ასევე, გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი: 1 სადილის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი – აურიეთ და სახეზე წაისვით. ნიღაბი გაიჩერეთ 15- 20 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ, ჯერ თბილი და მერე, ცივი წყლით.
კითხვა: თუ შეიძლება ხახვისა და ნივრის მეშვეობით ფერისმჭამელების მოცილება?
პასუხი: თუ სახის კანს ყოველ დილა-საღამოს ხახვის წვენით გაიწმენდთ, რამდენიმე დღეში, ფერიმჭამელები მართლაც გაქრება. ხახვის ნაცვლად, შეიძლება, გამოიყენოთ ნიორიც.