კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ძნელია, იყო... კაცი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹38-47(882)




​კოკა მიხვდა, ზურა აშკარად უარყოფითად განეწყო მის მიმართ და ამ პირველი შთაბეჭდილების განეიტრალება არ იქნებოდა ადვილი. როგორც კი ვახოსთან მარტო დარჩა, მაშინვე გადაულაპარაკა.
– მომისმინე, ამ ტიპს არ მოვეწონე.
– ჰო, სულელი არ არის. მიხვდა, რომ მე „ჩაგსვი“. ეჭვიანობს...
– აუჰ, ეგღა მაკლდა.
– ცუდი ტიპი არ არის. როცა დაუახლოვდები, დარწმუნდები. მთავარია, არ უთხრა, რომ ჩემი მეგობარი ხარ.
– შენ რა, მართლა კრეატიული დირექტორი გგონივარ? – აღშფოთდა კოკა. აბა, რა ვუთხრა, კონკურსის წესით ამირჩიეს-მეთქი?
– აუცილებელი არ არის, შენი „სივი“ გააცნო. ბუნებრივად და უშუალოდ მიუდექი. გამოგივა.
– კრეატიული იდეები საიდანღა მოვიტანო.
ვახომ თავი გადააქნია. კოკას მხარში მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.
– რა გჭირს. რას დაფეთდი. მის წინაშე ანგარიშვალდებული არ ხარ. მხოლოდ ჩემთან – ეგ ყველაფერი.
– რა, იდეები?
– ვახ, რა გემართება. რას გადაეკიდე ამ იდეებს. ერთთადერთი რამ მოგეთხოვება – ყურადღებით იყო და რასაც საჭიროდ მიიჩნევ, მომიყვე.
– ამისთვის მაგ ტიპს უნდა დაუახლოვდე. როგორ არ მინდა. უკან უნდა ვდიო ჯაშუშივით...
კოკა ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. თან იქაურობას ათვალიერებდა.
– ისე, კაბინეტს არა უშავს... სავარძლებს გამოცვლიდა კაცი.
ვახომ გაიცინა.
– ახლა ნამეტანს ნუ მოინდომებ. მოკლედ, რამდენჯერმე ანგარიშებიდან თანხა გაქრა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი, მაგრამ ვერ დავუშვებ, ვინმემ მომატყუოს.
– პირდაპირ რატომ არ ჰკითხავ?
– ჰმ, სულელი გგონივარ? თუ ის გგონია უცოდველი და მიამიტი. გსმენია რამე გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ? როცა საქმეში კარგად ერკვევი, ეს პრობლემა არ არის. შეძლებ ინფორმაციის მოპოვებას?
კოკამ მხრები აიჩეჩა.
– ვცდი.
– მიდი, მიდი, შენი იმედი მაქვს... ახლა კი წავიდეთ, ვისადილოთ სადმე. შენი პირველი სამუშაო დღე დასრულებულია. ხვალ უკვე მძღოლი მოგაკითხავს.
ზურა თავისი კაბინეტიდან გამოვიდა.
– უკვე მიდიხართ? ასე მალე?
– ჰო. ბევრი საქმე მაქვს კიდევ. შენც ჩვენთან ერთად წამოდი, სადილობას ვაპირებთ.
– უკვე ვიზრუნე მაგაზე, – გაიცინა ზურამ, – მაგიდა შეკვეთილია. გველოდებიან. აღვნიშნოთ „კრეატიული დირექტორის“ მობრძანება.
– რა თქმა უნდა. ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ, – ხელი ხელს შემოჰკრა ვახომ და ზურას მოწონებით დაუქნია თავი, – დღეიდან „ოპერატიული დირექტორის“ სტატუსს განიჭებ.
***
ქალმა სახეზე ჩამოუსვა ხელი. თვალებს შეეხო, მერე ცხვირს და ბოლოს ნიკაპზე მოუჭირა თითები. კოკამ თვალები გაახილა.
– რა გინდა?
– არაფერი. ერთ საათში სახლში უნდა ვიყო.
– მერე წადი, თორემ დაგაგვიანდება, – ცივად მიუგო კოკამ. თათია აიმრიზა.
– როგორ მელაპარაკები? ხომ არ დაგავიწყდა, რომ...
კოკას მოთმინების ფიალა აევსო. წამოხტა და თათიას შეუტია.
– არა, შენ წარმოიდგინე, მახსოვს, რომ ჩემი მეგობრის ცოლი ხარ და ჩემი თავი მეზიზღება ამისთვის. იცი, დღეს რატომ შეგხვდი?
თათიამ შიშველი მხრები აიჩეჩა.
– იმიტომ, რომ მე მოვინდომე ასე.
– როგორი თავდაჯერებული ხარ, – ამოიოხრა კოკამ.
– მერე ეგ ცუდია?
– დიახ, ცუდია. თათია, ყოველთვის ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა.
– ჯერჯერობით ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მე მინდა. დავრეკე და ეგრევე გამოქანდი.
– იმიტომ გამოვქანდი, რომ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა.
– რა?
– ჰო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. შენ ახლა ევროპაში წახვალ, საყვარელ მეუღლესთან ერთად და დაივიწყებ ჩვენ შორის რამე თუ  ყოფილა.
– ეს დღევანდელი სექსი არაფერს ნიშნავდა შენთვის? – თათიას სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა.
– ნიშნავდა და მაგიტომაც ვთქვი, ამას წერტილი უნდა დაესვას. თათია, მართლა ვერ ვხვდები, რა გინდა ჩემგან.
– მართლა ვერ ხვდები?
– ვერა... ყველაფერი გაქვს, ნებისმიერი ქალი იოცნებებდა ისეთ ქმარზე, შენ რომ გყავს. მაინც ვერ ისვენებ. შარს ეძებ? თანაც, ჩემი სახით?
თათიამ გადაიკისკისა.
– შენ როგორი მშიშარა ყოფილხარ.
– ჰო, მშიშარა ვარ. მეშინია, რომ ვახო ამ ამბავს გაიგებს და ცხოვრებაში ყველაზე მთავარს – საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ.
– ახლა არ კარგავ საკუთარი თავის პატივისცემას, გვერდით რომ მიწევხარ? – ირონიულად ჰკითხა თათიამ და კატასავით მწვანე, ბრჭყვიალა თვალებით უტიფრად მიაჩერდა.
კოკას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ვერაფერს იტყოდა, თათია აშკარად მართალი იყო და ამას ვერ უარყოფდა.
– მეც ამიტომ ვამბობ, რომ ეს ურთიერთობა უნდა დასრულდეს.
– არ გეშინია, რომ ერთ დღეს ყველაფერს ვეტყვი ჩემს ქმარს?
კოკას ლამის სიგარეტის ნაფაზი გადასცდა და დაიხრჩო. ხველისგან თვალებიდან ცრემლებიც კი წამოუვიდა. სული რომ მოეთქვა, თათიას ავად მიაჩერდა და ცხოვრებაში პირველად უყვირა ქალს.
– გოგო, შენ გიჟი ხომ არ ხარ? რა უნდა უთხრა, სულ გააფრინე? არა, ვიცოდი, ჰო, ვიცოდი, მთლად დალაგებული რომ არ იყავი, მაგრამ ეს მეტისმეტია. უნდა წავიდე, სასწრაფოდ უნდა გავიქცე შენგან.
კოკა თავის ტანსაცმელს ეცა და ჩაცმას შეუდგა. თათიას სიცილი აუტყდა.
– როგორ უცებ დაიჯერე! მართლა სულელი ხომ არ გგონივარ? იმ ტოტს არ მოვჭრი, რომელზეც ვზივარ. შენთან ანგარიშსწორებას თუ მოვინდომებ, სხვა რამეს მოვიფიქრებ, გაცილებით ეფექტურს. ასე რომ, აირჩიე – ჩემთან მეგობრობა თუ მტრობა.
კოკამ ამოიოხრა.
– საშიში ვინმე ხარ. ძალიან ვნანობ, რომ ვნებას ავყევი და თავი ვერ შევიკავე. მარტო შენ არ ხარ მომხდარში დამნაშავე, მაგრამ მაინც ძალიან საშიში ხარ.
– კარგია, ამას ხომ ხვდები. ვახო შენ გენდობა. გამოიყენე ეს. მით უმეტეს, ახლა, როცა ასეთი შესანიშნავი შანსი მოგეცა.
– ამაზე რომ ვფიქრობ, ხასიათი მიფუჭდება.
– არ გინდა. ტყუილად იგრუზები. გამონაკლისი ნამდვილად არ ხარ. ძნელი საპოვნელია მამაკაცი, რომელიც უარს იტყოდა ისეთ ქალთან დაწოლაზე, როგორიც მე ვარ. კიდევ რას გეტყვი, იცი? როცა მე მოვინდომებ, სექსი მქონდეს შენთან, უარს ვერ მეტყვი და არც მივიღებ. ასე რომ, ჩემო საყვარელო, მხოლოდ დროებით გემშვიდობები... ევროპიდან საჩუქარს ჩამოგიტან.
თვალებგახელილი იწვა და ფიქრობდა. ვახო პირველი ერთი კვირა თითქმის ყოველდღე ურეკავდა და ეკითხებოდა, როგორ იყო საქმე. კოკაც პასუხობდა – ნორმალურად, ჯერ სიტუაციას ვერგებიო. კმაყოფილი ვარ და იმედს არ გაგიცრუებო. სინამდვილეშიც ასე იყო. სამსახურში სიარული მოსწონდა. საკუთარი თავის მიმართ ერთგვარი პატივისცემა გაუჩინა. თინაც სხვა თვალით უყურებდა ბოლო დროს და რაღაცნაირი მოწიწებით ელაპარაკებოდა. პირველად გაუჩნდა სტაბილურობის განცდა და ესიამოვნა. არ დაუშვებდა, რომ რაღაცას, თუნდაც ვიღაცას (და ამ „ვიღაცაში“ თათია მოიაზრებოდა) ცხოვრების ამ პოზიტივისთვის რაიმე ევნო...
– კოკა, არ ადგები? მანქანა მოგაკითხავს და საუზმეს ვეღარ მოასწრებ...
თინას ხმაში ისევ იმ ახალმა „პატივისცემის ნოტმა“ გაიჟღერა. კოკამ კმაყოფილებით გაიღიმა, ბედნიერმა გაიზმორა და სამზარეულოში გავიდა. თინა მაგიდასთან იდგა და ჩაიდნიდან ცხელ ყავას უსხამდა. კოკა მიუახლოვდა და თავზე აკოცა.
– როგორ ხარ, დედიკო?
ქალმა მოწყალედ გაუღიმა.
– ჰმ, გეტყობა, უკვე კმაყოფილი ხარ შენი შვილით. დილით განსაკუთრებულ საუზმეს მიმზადებ, ყავას მისხამ და ოთახში აღარ მივარდები ჩხუბით... აღარც იმას მეუბნები, რომ ვერაფერში ვივარგე.
ქალმა არ შეიმჩნია შვილის ირონიით გაჟღენთილი, ორაზროვანი ფრაზები.
– გუშინ, სამსახურში რომ მივდიოდი, სოფო შემხვდა სადარბაზოსთან, – წარმოთქვა ისეთი ხმით, თითქოს რაღაც დიდი საიდუმლო გაამხილა.
– სოფო ვინ არის?
– რა მოგივიდა, ჩვენი მეზობელი მეორე სართულიდან. მისი შვილი საელჩოში რომ მუშაობს.
– ოჰო... ანგარიშგასაწევი პიროვნება ყოფილა. მერე?
– შენზე მკითხა, მძღოლი რომ გაკითხავს ბოლო დროს, შეუნიშნავს.
– აჰა! – კოკამ ყავა მოსვა და ჩანგლით „ყიყლიყო“„დაითრია“.
– მიხარია, შურით რომ სკდებიან სოფოსნაირები. მაგათ ეგონათ, სულ ისე იქნებოდი.
კოკამ ჩაახველა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
– ნუ აქნევ თავს, – დაუცაცხანა თინამ და თმა ალერსით მოუჩეჩა, – ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამ მეტიჩარა, ამპარტავანი და უაზროდ ამბიციური ხალხის სალაპარაკოს არ გამხდიდი. გვიან, მაგრამ მაინც მიაღწიე შენსას.
– დედა, მეტისმეტსაც ნუ იზამ. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მინისტრად არავის დავუნიშნივარ, არც საელჩოში დამიწყია მუშაობა ჩვენი მეზობლის შვილივით.
– მოიცა ერთი, რა დროს სოფოს ბიჭია. რამეს რომ წარმოადგენდეს, მანქანა მოემსახურებოდა მაგასაც. სწორედ იმას ვგულისხმობდი, თავი მოჰქონდა არაფრით და მე პირში წყალჩაგუბებული ვიყავი შენ გამო.
კოკას ჩაეცინა.
– დედა, ბოლოს და ბოლოს, შენც შეგიძლია, იამაყო საკუთარი შვილით. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეს.
– დამცინი? – გაბრაზებული თინა დოინჯშემოყრილი მიაჩერდა შვილს, – მე მართლა გახარებული ვარ და შენ? დროა, მეტი სერიოზულობა გამოიჩინო და ისე გააანალიზო სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდი.
კოკა შეიჭმუხნა.
– რა გინდა, თინა? რამეს არასწორად ვაკეთებ?
– არა, ჯერჯერობით. ჭამე, ჭამე, არ მინდა, მშიერი წახვიდე.
– მაცდი? რაც დავჯექი, სულ ლაპარაკობ, არ გაჩერებულხარ.
– რა ვქნა, მიხარია. მართლა ძალიან მიხარია. პირველად ცხოვრებაში, იმედი გამიჩნდა, რომ შენი ცხოვრება დალაგდება.
– ჩემი ცხოვრება აქამდეც დალაგებული იყო, – კოკამ ბოლო ლუკმა ჩაიტენა პირში და წამოხტა, – წავედი მე, – თქვა ბლუკუნით, – ისე, „ყიყლიყო“ აღარ მეკადრება, რამე უფრო ძვირფასი და ორიგინალური უნდა შემომთავაზო. ველოდები, როდის დაიწყებ შენი შედევრების კეთებას. ხვალისთვის ტარხუნის ღვეზელს შეგიკვეთავ.
თინას გაეცინა.
– მე ჟოლოს ღვეზელი მინდოდა, გამომეცხო, მაგრამ იყოს, ტარხუნის... კიდევ, იცი, რა უნდა მეთქვა?
– ჩქარა მითხარი, მაგვიანდება.
– ვახო მინდა, რომ დაპატიჟო სადილზე.
– თინა...
– მოიცა, დამამთავრებინე. ხომ იცი, ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა მაგ ბიჭის მიმართ. მიყვარდა კიდეც, სანამ, სანამ... მოკლედ იცი, რასაც ვგულისხმობ. მაგრამ, ახლა სხვა მოცემულობაა.
„მოცემულობა“ – თინას უყვარდა ამ სიტყვის გამოყენება, როცა უნდოდა, კოკასთვის მიენიშნებინა, რა მნიშვნელობას ანიჭებდა კონკრეტულ საკითხს.
– კარგი, მოვალ და მერე ვილაპარაკოთ. არ მინდა, დავაგვიანო.
***
მარინკამ ზანტად გაახილა თვალი და ბალიში იატაკზე ისროლა...
– რატომ გამაღვიძე ასე ადრე, რა ხდება?
 თამუნამ ბალიში იატაკიდან აიღო, საწოლზე დადო და მშვიდად გაიღიმა.
– მივდივარ. უნდა ადგე და კარი ჩაკეტო. ისტერიკა და ბალიშების სროლა საჭირო არ არის.
მარინკამ ამოიოხრა და თვალები მოისრისა.
– არ მოასვენებ რა, ადამიანს. ამ სახლში მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია, არც შენ ისვენებ და არც მე მასვენებ. ვითომ არ იცი, რომ დღეს არ ვსწავლობ. რა მოხდებოდა, თუ ცოტას გამოვიძინებდი.
– ძილი არ გაკლია შენ. ადექი, ადექი! წუხელ ვის ელაპარაკებოდი შუაღამემდე.
– ერთი ბიჭია, შენ არ იცნობ, – ისე თქვა მარიკუნამ, თითქოს ძალიან ბუნებრივი იყო ამ თემაზე ასეთი ფორმით საუბარი.
– მგონი, ცოტა მეტი უნდა ვიცოდე იმ ბიჭზე, არა?!
– განსაკუთრებული არაფერი ხდება, – მხრები აიჩეჩა გოგომ, – უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარს.
– რა ადვილად ამბობ. თითქოს სიყვარული სათამაშო იყოს. დაგავიწყდა, რამდენი წლის ხარ?
– არა. მაგრამ შენც არ იყავი ჩემზე უფროსი, როცა ვახოს გადაეკიდე.
– მარიკუნა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ. ჯერ ერთი, ვახო მამაშენია და მეორე – ისე არ არის საქმე, როგორც შენ გგონია.
– მართლა? – მარიკუნამ მაცდურად მოჭუტა თვალები, – ჰო, თქვენი სიყვარული განსაკუთრებული იყო. სულ დამავიწყდა. მერე როგორ მოიქცა სუბიექტი, სახელად ვახო, ანუ მამაჩემი?
– გეყოფა, მამაშენზე ასე ნუ ლაპარაკობ.
– შენ კიდევ მისი დაცვა გეყოფა. მორჩა, ვეღარ გამაჩუმებ. სულ გამოშტერდა შენი ყოფილი ქმარი. იცი, ახლა სად არის? იცი?
– არ მაინტერესებს, – სცადა აჟიტირებული შვილის გაჩერება ქალმა, მაგრამ ყელმოღერებული მარიკუნას გაჩუმება ასეთი ადვილი არ იყო.
– აი, ვცოფდები, ჭკუიდან გადავდივარ, როცა ვფიქრობ, რომ ახლა იმ ქუჩის ქალს ასეირნებს ევროპაში.
– ევროპაში არიან?
– დიახ. ჰო, ვიცი, რაც გაიფიქრე, რასაც შენ გპირდებოდა, სულ იმას აუხდინა ოცნებები.
– რა იცი, რაზე ვოცნებობდი, – სევდიანად ჩაიცინა ქალმა, – ოჰ, მარიკუნა, ჯერ ისევ როგორი ბავშვი ხარ და როგორი სულელი.
– სულელი კი არა, გაცეცხლებული ვარ. აი, ნახავ, იმ ქალბატონს სიცოცხლე თუ არ გავუმწარო.
– გეყოფა, ჩემო საყვარელო გოგო. ნერვებს ნუ იშლი. მოდი, მათზე ნუღარ ვიფიქრებთ. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და მოდი, უბრალოდ, ბედნიერები ვიყოთ.
– და იმან კი ევროპაში ისეირნოს?
– ვაიმე, მარიკუნა... შენ ევროპა რა გგონია, გინდა, ერთად წავიდეთ?
– მინდა, – თავი დაუქნია გოგომ, – ძალიან მინდა. ფულს ვახოს წავართმევ. აი, ნახავ, თანაც საკმარისად, რომ მაღაზიებიც გამოვაცარიელოთ.
თამრიკომ სასოწარკვეთით გაშალა ხელები და ამოიოხრა.
– ძალიან არ მომწონს, ვახოზე ასე რომ ხარ გაბრაზებული. შეიძლება, ჩემთან შეეშალა, მაგრამ შენთვის კარგი მამაა.
– კარგი მამა, რომელიც ახლა თავის „ნაშასთან“ ერთად სეირნობს ევროპის ქუჩებში.
– მარიკუნა, უკვე მაშინებ. სასწრაფოდ უნდა მოგხედო. გამგზავრება კარგი იდეაა. რამეს მოვიფიქრებ. წავედი და ჭკუით იყავი, იცოდე... ჰო, მართლა, იმ ბიჭს თუ გამაცნობ, ცუდი არ იქნება.
– კარგი. ვიფიქრებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3