№48 კარტოფილი – ჩვენს სახლებში არსებული საუკეთესო მკურნალი
კარტოფილი, ძირითადად, ისეთი მარილების წყაროა, როგორიცაა კალიუმი და ფოსფორი, ასევე: ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი და ქლორი. ის შეიცავს შემდეგ მიკროელემენტებს: თუთია, ბრომი, სილიციუმი, ბორი, მარგანეცი, იოდი, კობალტი და ასე შემდეგ. მინერალური ნივთიერებები კარტოფილში არათანაბრადაა განაწილებული. მისი უმეტესობა ქერქშია, უფრო ნაკლები შუაგულში, გარე ნაწილში კი – უფრო მეტი, ვიდრე ცენტრში.
კარტოფილი შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს C, B1, B2, PP – მცირე რაოდენობით. კარტოფილი სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც დიეტური და კუჭში შემკვრელი საშუალება მოწამვლისა და ფაღარათის დროს. ასევე, კარგია წნევის შემთხვევაში შარდმდენი პრეპარატის მიღებისას. მას პურის მაგივრადაც იყენებენ. კარტოფილი საუკეთესო საშუალებაა ენერგოხარჯის აღსადგენად, ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას. ის აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ნაწლავებს იცავს და ინახავს ქიმიური და მიკრობული დაზიანებისგან.
ის ძალიან სასარგებლოა ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის და შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც. მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენენ ტკივილის დასაამებლად. კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ საშუალებას. ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ – ძირითადი კომპონენტიც. ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს.
შეშუპების დასაცხრომად ავადმყოფმა უნდა ჭამოს ნებისმიერი სახით, უმარილო 1 კილოგრამი კარტოფილი ან დაიცვას დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1 ლიტრი რძე, 1 კილოგრამი კანიანად აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, 100 გრამი შაქარი.
უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც. მას რთავენ გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში. მომატებული მჟავიანობითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, მიიღონ 50-150 გრამი კარტოფილის წვენი.
კარტოფილის სახამებელი, ამცირებს, ქოლესტერინის დონეს ღვიძლში და სისხლის შრატში, ანუ აქვს ანტიათეროსკლეროზული მოქმედება და შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს, ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას.
უმი კარტოფილის სანთლები გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მათ შორის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს.
რომელი მცენარე
დაგეხმარებათ დეპრესიისა და გაციების დამარცხებაში
რეჰანის სასარგებლო თვისებებს მისი უნიკალური შემადგენლობა განაპირობებს.
ფოთლები შეიცავს მრავალ მთრიმლავ და მინერალურ ნივთიერებას, ეთერზეთს, საპონინებს, გლიკოზიდებს. მდიდარია A, P, B2, C ვიტამინებით, ფიტონციდებით, კაროტინით, მცენარეული ცხიმით.
C და P ვიტამინები სისხლძარღვების კედლებს ამკვრივებს.
რეჰანი სასარგებლოა თირკმელებში კენჭების დროს: ის დაბლა სწევს შარდმჟავას დონეს, რომელიც მთავარი „დამნაშავეა” კენჭების წარმოქმნაში. მცენარის მიღება ამ დროს ხსნის მტკივნეულ შეგრძნებებს და მცირე ზომის კენჭებს შლის კიდეც.
დეპრესიისკენ მიდრეკილი და მუდმივად სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას.
რეჰანი ჩინებულად ხსნის სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების კუნთის სპაზმებს, დადებითად მოქმედებს კუჭსა და ნერვულ სისტემაზე; ამცირებს
ნაწლავებში გაზების რაოდენობას.
სამკურნალო თვისება აქვს ფოთლებს ყვავილობამდე და ნაყოფს. მისი მიწისზედა გაუხევებელი ტოტებისა და ფოთლებისგან იღებენ ქაფურის ზეთს, ზაფხულში რამდენჯერმე შეიძლება მისი შეგროვება.
თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალებისა და ღრძილების ანთების და კბილის ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციებისა და ხველების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.
ძალების აღდგენისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდგომ, ყოველდღიურად, ჭამამდე, მიიღეთ 50 მილილიტრი ახალგაწურული წვენი, 10-12 დღის განმავლობაში.
რეჰანის მიღება რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტისას, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ტრომბოფლებიტის, ვენების გაგანიერების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს. ასევე, არც ისე სასარგებლოა ორსულობისას. მეტიც – მისი რაციონში ჩართვა არასასურველია მეძუძური დედებისთვის.
ბროწეულის სამკურნალო თვისებები
ბროწეული C, B6, B12 და D ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ორგანული და მინერალური ნივთიერებების ნაკრებია. ბროწეულის არაჩვეულებრივ სარგებლიანობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მის წვენში აღმოჩენილია 15, ეგრეთ წოდებული, შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთაგან ხუთს მხოლოდ ხორცი შეიცავს. ბროწეულის წვენში მინერალური ნივთიერებებიდან აღმოჩენილია იოდის, კალციუმის, კალიუმის ნაერთები; ასევე ბევრია მასში რკინა და ეს ნიშნავს, რომ ბროწეულის მიღებით თქვენი ჰემოგლობინი ნორმაში იქნება.
სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ, აგრეთვე, შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას.
კლიმაქსურ პერიოდში ჰორმონული დარღვევების დროს ძალიან კარგია ბროწეულის კურკების გამოყენება, რაც განსაკუთრებულ ცხიმს შეიცავს და ამაღლებს ჰორმონულ აქტიურობას – ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსს აღადგენს. ამას გარდა, იხსნება თავის ტკივილები, წესრიგში მოდის არტერიული წნევა და მცირდება გაღიზიანებადობა.
ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში იყენებენ ბროწეულის ფოთოლსაც – მასაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ასევე, ეფექტურია ყვავილიც – მას კუჭის მოქმედების შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები ახასიათებს. ყვავილზე დამზადებული პრეპარატები კარგია ყელისა და ცხვირის დაავადებების, ასევე, ტკივილის გაყუჩებისა და სისხლდენის შეჩერებისას.
ბროწეული შეიცავს პუნიკალაგინს, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამაღლებს ანტიოქსიდანტურ სტატუსს. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. მედიკოსები აცხადებენ, რომ პუნიკალაგინი და სხვა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ეს ხილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვების გარსს და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
მუცლის ჭიის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა მწიფე ბროწეულის ქერქი, რომელიც შეიცავს ალკალოიდებს – ჭიის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედების თვისებით. მუცლის ჭიისგან გასათავისუფლებლად 40-50 გრამი დანაყილი ქერქი, 400 გრამი ცივ წყალში 6 საათის განმავლობაში უნდა გააჩეროთ. შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გაციებული ნახარში გაწურეთ და სვით პატარა ულუფებით 1 საათის განმავლობაში. ერთი საათის შემდეგ, მიიღეთ კუჭის ამშლელი საშუალება და 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბროწეულში შაქრის მაღალი შემცველობაა, მისი შეზღუდულად გამოყენება დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც. ის ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ბროწეული არის ინსულინის კარგი შემცვლელი. მისი მარცვლები ძალიან სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ამისათვის რეკომენდირებულია 60 წვეთი ბროწეულის წვენი ჭამის წინ, 4-ჯერ დღეში. თუ დაიცავთ აღნიშნულ რეკომენდაციას, მესამე დღეს საგრძნობლად შემცირდება შაქრის შემცველობა სისხლში.
ბროწეულის ნაყოფიც და ქერქიც ხასიათდება შემკვრელი თვისებებით. ამიტომ იყენებენ დიარეის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. უფროსებისთვის რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ გამომშრალი დანაყილი ქერქის მცირე რაოდენობით მიღება. ბავშვებისთვის ამავე მიზნით საკმარისია, ახლად გამოწურული, წყალში გაზავებული წვენი. ინფექციური დიარეის დროს ბროწეულის ხის ქერქის შემცველი პოლიფენოლები ეფექტურად ამცირებს დიზენტერიის ჩხირებს და სხვა გამაღიზიანებლებს.
ბროწეულის წვენი არ შეიძლება კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს, როცა კუჭის მჟავიანობაა მომატებული. სტომატოლოგები ნაყოფის წვენის დალევას წყალში გახსნილი სახით გვირჩევენ, რადგან, მათი აზრით, კონცენტრირებულმა წვენმა შეიძლება, კბილის მინანქარი დააზიანოს.
ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას, შესაბამისად, მას ხშირად გამოიყენებენ ანემიასთან საბრძოლველად. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდებულია, მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.
ბროწეული – არტერიული წნევის მარეგულირებელია. თუ მაღალცხიმიანი საკვები თქვენს წნევაზე უარყოფითად იმოქმედებს, მხსნელად ბროწეული მოგევლინებათ. მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით, ის აუცილებლად დაარეგულირებს თქვენს წნევას. ბროწეულის მარცვლების ჭამა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს, გლისტების საწინააღმდეგო მოქმედებით გლისტებისგან გასათავისუფლებლად აიღეთ 40-50 გრამი დაფხვნილი ქერქი. დაასხით 400 მილილიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ნახარში არ განახევრდება. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში მიირთვით პატარა პორციებით.
ბროწეული – ჰორმონების სტიმულატორიცაა. მეცნიერთა მტკიცებით, ბროწეულის კურკა შეიცავს ცხიმებს, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამდენად, ნუ უგულვებელყოფთ ბროწეულის კურკებს, მიირთვით ისინი, მით უფრო, თუ თავის ტკივილებს, მტკივან მენსტრუალურ ციკლს, ან კლიმაქსს უჩივით. ის ამაღლებს ჰორმონების აქტივობას. ბროწეულის კურკა შეიცავს სპეციფიკურ ზეთს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ მტკივნეულად გადაგაქვთ მენსტრუალური ციკლი, გაწუხებთ თავის ტკივილები ან კლიმაქსი, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით ბროწეულის მიღება.