კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ უნდა შეკრათ გახურებული ხელებით მუშტი ისე, თითქოს მუჭში ფულს მალავთ და როდის შეძლებთ, ცხარე კამათში ოპონენტის გაცამტვერებას

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 ეზოთერულ სამყაროში ხელებს და განსაკუთრებით, ხელისგულს, როგორც ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებშიც უამრავი ინფორმაციაა, თუ, რა შეიძლება, შეიტყო ხელების მიხედვით, მისი პატრონის ხასიათის, მიდრეკილებების, გარემოცვისა და ურთიერთობების შესახებ. ამიტომ, მისტიკოსები თუ უბრალოდ, ცრუმორწმუნეები, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რა ხდება სხეულის ამ ნაწილზე – თბილია, ცივია, თუ რაღაც მათ წვას, ქავილს იწვევს... ეს ყველაფერი არაორაზროვანი გაფრთხილებაა, მოსალოდნელი, მნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ. ხელისგულთან ერთად, ენერგეტიკულ არხებთან სიახლოვის გამო, ეს ეხება თითებსაც და ხელის მთლიან მტევანსაც. თუ რა შეგვიძლია, გავარკვიოთ ჩვენ, ხელების მიხედვით, ამას აგვიხსნის ბატონი გივი – ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი.
– მაშ ასე, რას „გვიამბობენ ხელები“?
– მართალს ბრძანებთ, სწორედ რომ „გვიამბობენ“ და ძალიან ბევრ რამესაც. მაგალითად, მარცხენა ხელი გვამცნობს, თუ რა თვისებები დაჰყვა ბუნებით მის პატრონს დაბადებიდან და რა ერგო მემკვიდრეობით; მარჯვენისგან კი, სრულად შეიტყობთ, რა პიროვნული შტრიხები შეჰმატა მას ცხოვრებამ. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი იკითხება მტევნის კონფიგურაციის, თითების ფორმის, სიგრძის და კიდევ სხვა მრავალი ნიუანსის მიხედვით. მაგალითად, მტკიცე, მაგარი ხელი ეკონომიურ და შრომისმოყვარე ადამიანს ეკუთვნის; ძალიან რბილი და ფაფუკი კი – ბუნებით შემოქმედი და ნატიფი პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, ეს ზოგჯერ სიზარმაცესა და პასიურობაზეც მიუთითებს.
– ზოგს ხელები ყოველთვის თბილი აქვს, ზოგს – ცივი, ზოგს კი, საერთოდ, უხურს...
– განსაკუთრებით ყურადსაღებია, როცა ორივე ხელისგული გიხურთ. იშვიათად რომ ეს სიკეთეს ნიშნავდეს, ძირითადად, ფულს უკავშირდება – კარგა მსხვილ თანხას დაკარგავთ. ის შეიძლება, ქურდმა ავტობუსში ჯიბიდან ამოგაცალოთ ან ყაჩაღური თავდასხმა მოხდეს ბინაზე. თუმცა, ისიც შესაძლებელია, ფული დიდი ხნის წინ დაგეგმილ, მსხვილ შენაძენში დახარჯოთ. გამყიდველმა კი უხარისხო საქონელი შემოგაჩეჩოთ და უკან ჩაბარებაზეც უარი გითხრათ. მაგრამ, რომც აგიხდეთ ეს წინასწარმეტყველება, მაინცდამაინც ნუ იდარდებთ. ხომ გაგიგიათ: მადლობა უფალო, რომ მხოლოდ ფული მიიბარეო... იქნებ, სწორედ ამ დანაკარგმა აგაცილათ უფრო ცუდი რამ ცხოვრებაში. მეორე ვარიანტის მიხედვით, ხელისგულები უხურთ უიღბლოებს. გაიხსენეთ, არ მომხდარა ისე, რომ შემთხვევით, თუ დაბნეულობის გამო, სხვისი ნივთი წამოგიღიათ და მერე დაბრუნება დაგვიწყებიათ? შეცდომა უნდა გამოასწოროთ. განსაკუთრებით იჩქარეთ და უნებურად მითვისებული უკან დააბრუნეთ... და თუ ხელისგულებთან ერთად, ლოყებიც გეწვით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქციელის შესახებ ნივთის პატრონმაც იცის და ნაცნობებშორისაც უკვე განსჯიან ამ ამბავს. მესამე ვარიანტის მიხედვით, ხელების სიმხურვალე პატრონს უიღბლო პერიოდის შესახებ აფრთხილებს. თუ გრძნობთ, რომ ყველაფერი ამ ბოლო დროს არცთუ სახარბიელოდაა, შეეცადეთ, ტაიმაუტი აიღოთ. თავი დააღწიეთ ყოველდღიურ რუტინას, დაისვენეთ და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ეზოთერიკოსები ხელების სიმხურვალეს ენერგეტიკული არხების გახსნასა და მომატებულ ექსტრასენსორულ უნარს უკავშირებენ. საინტერესოა არა? მაგრამ, ცხელი ხელების პატრონებო, მთელ დღეს სარკის წინ ტრიალსა და შუბლზე, მოულოდნელად გახსნილი, მესამე თვალის ძებნას ნუ გადაჰყვებით. თუმცა, უფრო მეტად რომ ენდოთ ინტუიციას, არ იქნებოდა ურიგო. რა იცით, იქნებ და მართლა გაგიმძაფრდათ?!
– თითებზე რას გვეტყვით...
– არც თითების წვაა დიდად სახარბიელო. თუ ეჭვიანი ხართ და აფორიაქდით, ხელები ცივ წყალს შეუშვირეთ და წარმოიდგინეთ, როგორ გაედინება მისგან მთელი ნეგატივი. ვისაც მდიდარი წარმოსახვა აქვს, მაშინვე იგრძნობს სულის სიმსუბუქეს. ამ მეთოდით უსიამოვნო წინათგრძნობას ნამდვილად გაუმკლავდებით. თუ ორივე ხელი მთლიანად გიხურთ, „ვიღაცას სცემთ“, თუმცა ვის და როდის, ეს ცნობილი არაა. საქმე მარტო ხელჩართულ ბრძოლას კი არ ეხება: შეიძლება, ცხარე კამათში გააძროთ სიქა თქვენს ოპონენტს.
– რით განსხვავდება მარცხენა და მარჯვენა ხელისგულის სიმხურვალე ერთმანეთისგან?
– რაც შეეხება მარცხენა ხელის სიმხურვალეს: მამაკაცისთვის ეს მეგობარი ქალის დაპყრობის სურვილია; ასევე, ფინანსების გადინებასაც გულისხმობს, მაგრამ სასიამოვნო მიზეზით. შეიძლება, სამოგზაუროდ გაემგზავროთ, ანდა საიუველირო მაღაზიაში წააწყდეთ ისეთ ნივთს, მთელი ცხოვრება რომ მასზე ოცნებობდით. ასე რომ, ამ დიდი და დაუგეგმავი დანახარჯიდანაც კი, დაგრჩებათ კარგი მოგონებები ან უძვირფასესი სამკაული. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცის მარცხენა ხელის სიმხურვალე, მის მეგობარ ქალსაც უნდა უხაროდეს, რადგან პარტნიორისგან ძვირფასი სიურპრიზია მოსალოდნელი. მაგრამ, თუ მსხვილი დანახარჯი თქვენს გეგმებში არ შედის, გახურებული ხელით მუშტი შეკარით, ჯიბეში ჩაიდეთ და ისე მოუჭირეთ, თითქოს მუჭში ფულს მალავთ. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ მარცხენა ხელის სიმხურვალით, ვიღაც ცდილობს, ენერგია გამოგაცალოთ და აქ აუცილებლად ფიგურირებს შავი მაგია ან ენერგოვამპირი – ეს ძალები ყველა ზომას მიმართავენ თქვენი ენერგიის შესასრუტად. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხომ ასეა, აბეზარ და შარიან ადამიანებთან ურთიერთობა არანაკლებ ენერგიას გვართმევს. მარჯვენა ხელისგულის სიმხურვალე კი, მარცხენასგან განსხვავებით, მოგებას გვიქადის. ფული კი არ გაედინება, თქვენკენ მოდის, თანაც იოლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. დაბოლოს, თუ გოგონას რამდენიმე დღე, სხვა, განსაზღვრული მიზეზის გარეშე, უხურს მარჯვენა ხელი – ახლგაზრდა მამაკაცი ცოლობას სთხოვს.
– სულ რომ გაყინული აქვთ ხელები, ეს რაღას ნიშნავს?
– ცივი ხელები გოგონასთვის ნიშნავს: ბედნიერ პირად ცხოვრებას, იღბლიან გათხოვებას და ლამაზი მამაკაცის გვერდით ყოფნას. მაგრამ, თუ ქალს, გათხოვების შემდეგ გაუხდა ხელები ცივი, დედამთილი არასდროს შეიყვარებს. მამაკაცის ცივი ხელები მის ძლიერ ხასიათსა და თავდაჭერილობაზე მიუთითებს. თუმცა, მათი გარეგნული სიცივისა და ინდიფერენტულობის მიღმა, ფეთქებადი ბუნება და შექსპირისეული ვნებები იმალება, რომელიც ამ ხელოვნური საბურველის ქვეშ დუღს და გადმოსჩქეფს. თუ მუდმივად ცივ ხელებს ოფლიანობაც ემატება, ეს ადამიანი დემონსტრატიულად ცივია სხვებთან დამოკიდებულებაში და ამას შინაგანი  სიმორცხვის დასაფარად აკეთებს. მამაკაცისთვის არასასურველია ერთობლიობა: ცივი ხელებს პლუს ოფლიანობა – ეს მოწმობს, რომ მას არ შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები, გამოიჩინოს ინიციატივა და მიიღოს გადამჭრელი ზომები. ცივი ხელები და უხეში კანი ხელისგულზე კი, ამ ადამიანის სიეშმაკეს ამხელს და იმასაც, რომ – გასაჭირში თანადგომა არ შეუძლია.  
скачать dle 11.3