კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ყოვლისმცოდნეობის ხიბლი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ვიცი, რომ არაფერი ვიცი



ისეც გაგვიხდა საქმე, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში ტერორისტები შემოგვიცვივდნენ. ჩვეულებისამებრ, ჩვენებურმა მედიამ ივაჟკაცა და სულ დაწვრილებით გადმოგვცა სპეცრაზმის დისლოკაციის ადგილები ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას (როგორც ჩანს, ამაოდ არ ჩაუვლია გასული საუკუნის 90-ანების დასაწყისის გამოცდილებას, როდესაც ქართული ტელევიზიები დაწვრილებით გადასცემდნენ ჩვენი საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის ადგილებსა და რაოდენობას აფხაზეთში, ომის დროს). თუმცა, მოგვიანებით, ეს ამბავი აილაგმა, მაგრამ მეორე დაიწყო.
კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის მცოდნეთა არც თუ მცირე არმიაა.
ჰოდა, რაკი მრავალრიცხოვანნი ყოფილან, არც ბრძნული რჩევები დაუკლიათ (იმიტომ რომ, ზუსტად იციან, რა სად და როგორ, ანუ ესროლე პირდაპირ ფეხებში!).
მეორე მხრივ, არანაკლები აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, თუ როგორ შემოზიდეს ტერორისტებმა ამდენი იარაღი. აქედან გამომდინარე კი, გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი თანამემამულეების უმეტესობას თუ არა, არც თუ მცირე ნაწილს, ფრიად მწირი წარმოდგენა აქვს საკუთარი ქვეყნის საზღვრებზე (მის რელიეფსა და იმაზე, რომ შემოვლითი გზები თავზე საყრელადაა) და, სავარაუდოდ, ჰგონიათ, რომ ის თვალშეუდგამი  ციხესიმაგრითაა გარემოცული და ჩიტი რაა, ისიც კი ვერ შემოფრინდება.
იმ მარტივი მიზეზით, რომ პირადად ჩემთვის, უცნობია სპეცოპერაციის დეტალები და, მაინცდამაინც, ვერც სპეცრაზმის მოქმედების თავისებურებების ცოდნით დავიკვეხნი (ან კი რატომ უნდა დავიკვეხნო?!), სულ სხვა რამეს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას: შეიარაღება ტერორისტებს თვით ევროკავშირის გულშიც კი შეაქვთ (ეს, ცხადია, არ ამართლებს იმას, რომ ჩვენთან უნდა შემოიტანონ), შესაბამისად, აქ რა შეაშინდებდათ, თქვენ რომ ჯარში წასვლა არ გინდათ, ნარკოტიკის ლეგალიზებას რომ მოითხოვთ და ვარჯიში რომ გესიკვდილებათ?! –
скачать dle 11.3