№48 ჯანის საიდუმლო
ხელოვნური ინტელექტი VS ბუნებრივი ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი იმდენად ძლიერად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში (ჩვენს, ანუ კაცობრიობის ცხოვრებაში, თორემ სახელდობრ, ჩვენ, ანუ განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეებს ჯერჯერობით თავი ქუდში გვაქვს ან იქნებ არც გვაქვს?!), რომ, მაგალითად, ჩინეთში სულ ახლახან რობოტმა Xiao Yi-მ წარმატებით ჩააბარა თვით ექიმის ლიცენზიის მისაღები გამოცდა!
ამ შედეგის მისაღწევად მას, სულ რაღაც, ერთი წელი დასჭირვებია.
გავრცელებული ინფორმაციით, რობოტს მთელი წლის განმავლობაში „ამეცადინებდნენ“ სამედიცინო თემაზე შესაბამისი საკურსო წიგნებით და ჩინეთის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გამოცდაში 600 ქულიდან მან 465 მიიღო, რისთვისაც მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა.
შემქმნელები ხელებს იფშვნეტენ სიხარულით (ასეთ შედეგს არც ველოდითო) და პირობასაც დებენ, რომ ექიმი-რობოტი 2018 წლის მარტიდან შეუდგება საექიმო პრაქტიკას.
თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური ექიმები (ვიქნები კორექტული, მათი ნაწილი, არც თუ ცოტა) პაციენტებს საჭიროზე გაცილებით მეტ მედიკამენტს უწერენ (ფარმაცევტული კომპანიების გულის მოგების ეშხით) და, მაინცდამაინც, ვერც დიაგნოსტირების სიზუსტით დაიკვეხნიან და ვერც მკურნალობის ეფექტიანობით, იქნებ ჩვენი ჯანმრთელობის გაკაჟების საიდუმლო სწორედაც რომ ექიმი-რობოტებია?! –