№48 კადიროვის ფიქრები
ანუ პატარა გროზნო დიდია
თუმცა ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფის ტიტული კარგა ხანია, მოირგო და პრ. პუტინთან კრემლში
სპორტული შარვლითაც კი მიდი-მოდიოდა მიღებაზე, რამზან კადიროვმა აწ უკვე იმის გარჩევა დაიწყო, თუ ვინ სად უნდა იწვეს თვით რუსეთის გულში.
კერძოდ, ლენინის დამარხვაც მოითხოვა – ძეგლიც უნდა დაიდგას იმის მინიშნებით, რომ დაეთანხმა რეპრესიებსო (ლენინის მიწისთვის მიბარების მოწინაღმდეგე კომუნისტ ზიუგანოვს გონებასუსტიც უწოდა) და სტალინის ნეშტის ჩვენთვის გამოგზავნა (ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო დაკრძალავსო).
უფრო მეტიც, ჩეჩნეთის თავის მტკიცებით, რუსეთის მილიონობით მცხოვრები ამოისუნთქავს, გაიგებს რა, რომ სტალინის ნეშტმა დატოვა რუსეთის ტერიტორია.
ცხადია, უცნობია, რატომ უშლის ხელს მილიონობით მოქალაქეს რუსეთში სუნთქვაში მკვდარი სტალინი, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ სტალინმა დაუბრუნა რუსეთს იმპერიის სტატუსი მეოცე საუკუნეში (ოღონდ ჩვენც ლამის მიგვალურსმა რფ-ს) და ზესახელმწიფოს იმიჯიც მოარგო, სამართლიანობა მოითხოვს, ჩვენს მკვდარს ეგეც გამოაყოლონ. –