კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რას სთავაზობენ მერი ტარიელაშვილს პოლიტიკოსები და ცნობილი ბიზნესმენები, მასთან ყოფნის სანაცვლოდ და რატომ არ სჭირდება მას მამა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი მერი ტარიელაშვილი „მის ევრაზია“ გახდა. Future fashion faces world-ის გამარჯვებულმა ქართველმა მოდელმა მთავარ ჯილდოსთან ერთად, ოთხი სხვადასხვა ნომინაცია მოიპოვა. კონკურსის ფინალი 11 ნოემბერს, ანტალიაში ჩატარდა.
მერი ტარიელაშვილი
: ძალიან რთული კონკურსი იყო. ფინალში ოცი ულამაზესი გოგონა დავრჩით და გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. უკრაინიდან და ლიტვიდან ისეთი ლამაზი გოგონები იყვნენ, მეც მათ ვგულშემატკივრობდი (იცინის). აქედან რომ მივდიოდი, გამარჯვების იმედი ნამდვილად არ მქონდა. თუმცა, გამარჯვებასთან ერთად, სულ ოთხი ნომინაცია ავიღე: „მის ქემერი“, „მის სრულყოფილება“ და „მის სოციალური მედია“. მოკლედ, ყოველ ორ წუთში ჩემი სახელი და გვარი ისმოდა. სხვებს აღარაფერი დავუტოვე (იცინის). კონკურსი ქალაქ ქემერში ჩატარდა და ამ ქალაქის მერს ძალიან მოვეწონე. თან, კონკურსი ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა და უამრავი საჩუქარი გამიკეთეს. მერმა უზარმაზარი ტორტი გამომიგზავნა ჩემი ფოტოთი. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ოთხი წელია, ამ სფეროში ვარ, ჩემთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასეთი მასშტაბური კონკურსი პირველი იყო და ბედნიერი ვარ, რომ წარმატებული გამოდგა. არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა ქვეყნიდან.
– თუმცა, პროფესიით სულაც არ ხარ მოდელი.
– პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ორგანიზაციულ ფსიქოლოგად ვმუშაობ. ამ ყველაფერს მოდის სფეროს ვუთავსებ. ჰგონიათ, რომ აუცილებლად სულელი უნდა ვიყო. ყოველთვის ვცდილობ, დავამტკიცო, რომ ლამაზთან ერთად, ქალი შეიძლება, ჭკვიანიც იყოს და გამომდის კიდეც. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ასპროცენტიანი დაფინანსებით დავამთავრე. წინ მაგისტრატურა და დოქტურანტურა მაქვს. ძალიან მალე ვიწყებ ჩემი პროექტის განხორციელებას. პროფესიული ორიენტაციის ცენტრის გახსნას ვაპირებ, სადაც ახალგაზრდებს პროფესიის სწორად შერჩევაში დავეხმარები.
– ლამაზი გოგოების მოსყიდვას ხშირად ცდილობენ ხოლმე ფულითა და საჩუქრებით.
– კი, ასეთი ამაზრზენი ფაქტები ნამდვილად არის. ეს ჩემთვის საშინელებაა. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენი ყიდვა უნდათ. ბევრს ჰგონია, რომ სასახლეში ვცხოვრობ, მაგრამ ასე არაა, ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. ამის მიუხედავად, მირჩევნია ყველაფერს თვითონ მივაღწიო. ფულიანი მამაკაცებისგან მოდელ გოგონებს ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვთ, მაგრამ ამას არასდროს დავთანხმებივარ. მიუხედავად იმისა, ვიღაცები ძალიან კარგ პირობებს მთავაზობდენ, თუნდაც ამ კონკურსზე გასამგზავრებლად, მაგრამ ვარჩიე, ოფიციალურად მომეძიებინა სპონსორები. ჩემთვის ეს უფრო საამაყოა, ვიდრე ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობის სანაცვლოდ გამდიდრება. ასეთი შემოთავაზებები, ძირითადად, პოლიტიკოსებისა და ცნობილი ბიზნესმენებისგან მოდის. ყველაზე ცუდი, რასაც ისინი გიკეთებენ, ისაა, რომ უარის მიღების შემთხვევაში, ცდილობენ, საქმე გაგიფუჭონ. ბევრჯერ დამხიეს უკან, მაგრამ თავი ყოველთვის ამაყად მიჭირავს. მოდის სფეროს რომ თავი დავანებოთ, ყოველთვის ვცდილობდი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. 17 წლიდან ვმუშაობ ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო, სტუდენტობის პარალელურად და საკუთარ ჯიბის ფულს გამოვიმუშავებდი. ჩემთვის სამსახურის დატოვების ორი მიზეზი არსებობს: ერთი უფროსს-მამაკაცს მოვეწონე და ჩემთან სხვა სახის ურთიერთობა სურს და მეორე – უფროს-ქალს არ მოვეწონე (იცინის). სინამდვილეში, სამსახურში ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე კარგად გავაკეთო და როგორც პროფესიონალს, ისე მიყურონ.
– ოჯახზეც ვისაუბროთ…
– დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ. კიდევ ორი პატარა კნუტი გვყავს (იცინის). მამა არ მყავს. ვიცი, რომ ცოცხალია და თბილისში ცხოვრობს, თუმცა ურთიერთობა არ გვაქვს. დედა ძალიან პატარა, 15 წლის გათხოვდა. 16 წლისას უკვე მე ვყავდი. ერთ წელში ჩემი ძმაც გვეყოლა და რამდენიმე თვეში მშობლები დაშორდნენ. მას შემდეგ არ მინახავს. გვარი მამის მაქვს, მაგრამ პირადად არ ვიცნობ. არც მას ჰქონია ჩემთან დაკავშირების მცდელობა და უკვე მეც არ მჭირდება. არც ვიცი, რას ნიშნავს მამის ყოლა. ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი დედა იყო. ძალიან პატარა დარჩა მარტო, ორი შვილით. გამუდმებით მუშაობდა, ძალიან ბევრს შრომობდა ჩვენთვის და მეც მას ვგავარ – შრომისმოყვარე. მიუხედავად სიტუაციისა, ყოველთვის ცდილობდა, მამა ჩვენთვის ცუდი თვალით არ დაენახვებინა, მაგრამ ფაქტს რას უზამდა?! მამის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვა ოჯახი აქვს. ახლა ჩვენთან ურთიერთობის სურვილი რომც გამოთქვას, ვხვდები, რომ საერთოდ, არაფერში მჭირდება. აქამდეც არ მყოლია და მომავალშიც დამოუკიდებლად მივაღწევ ყველაფერს. არც ემოციები მაკავშირებს მასთან. დედა ჩემთვის გმირია. მისი დამსახურებაა, რომ მე და ჩემმა ძმამ უმაღლესი განათლება მივიღეთ. ჩემი ძმა ახლა იურიდიულზე სწავლობს და ძალიან წარმატებულია.
– გადავიდეთ პირად ამბებზე. აქ რა ხდება?
– მეორე ნახევარი არ მყავს. პრინციპში, მარტო ვარ, არავინ არ მიყვარს. ალბათ, არ გამიმართლა.
– რას გულისხმობ?
– წელს სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დავშორდი შეყვარებულს. უკეთესია, ასე რომ მოხდა, რადგან ამ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა და თავს ასე უფრო კარგად ვგრძნობ.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც შეგიყვარდება?
– მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვიყო – ვუყვარდე და მაღმერთებდეს. ხშირად უნდა მითხრას, რომ ლამაზი ვარ, რასაც თავად არასდროს ვეუბნები საკუთარ თავს. საყვარელი ადამიანისგან მოსმენილი ეს სიტყვები კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ურთიერთობა სხვა არაფერია, თუ არა ორი ადამიანის მცდელობა, ერთმანეთი გააბედნიერონ და უკეთესი გახადონ. ვინც ჩემ გვერდით იქნება, შევეცდები, მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად ვაქციო, თუმცა, ჯერ კანდიდატი არ არის (იცინის). ნამდვილად არ მაქვს გათვლები, რომ ჩემი მეორე ნახევარი მილიონერი იყოს. ნულიდან რომ დავიწყოთ, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ასე რომ, ჩემი მომავალი ქმარი, თუ უკვე არ არის მილიონერი, არ ინერვიულოს, ჩვენ ერთად აუცილებლად გავხდებით მილიონერები (იცინის).
– რთულია შენი მოხიბვლა?
– ძალიან, რადგან პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და როცა მამაკაცი მელაპარაკება, მის მოტივს ვხვდები. ძალიან გულწრფელი უნდა იყოს, რომ ჩემთან ურთიერთობის აწყობა შეძლოს. ბევრი მეგობარი მგონია, ზოგი კი ასაკით მამისტოლაა და როცა ვხედავ, როგორ მიყურებენ, ძალიან მტკივნეულია. ამის გამო ბევრჯერ მიტირია კიდეც. ძალიან განვიციდი, რატომ ხდება ასე, როცა მე ეს ადამიანები გულწრფელად მიყვარს, ამ დროს კი ვხვდები, რომ ჩემ მიმართ სხვა მიზნები ამოძრავებთ.
– თაყვანისმცემლები როგორ განებივრებენ საჩუქრებითა და სიურპრიზებით?
– ასეთ საჩუქრებზე უარს ვამბობ, არ მინდა, თავს ვალდებულად ვგრძნობდე. მით უმეტეს, როცა ეს ძვირფას საჩუქრებს: ავტომობილს, ბინას და დაფინანსებას ეხება. ამაზე ყოველთვის უარს ვამბობ, რადგან შემდეგ რაღაც ვალდებულებები მოჰყვება, რაც არ მსიამოვნებს. მაგრამ, თუ აივნის წინ გულს დაგინთებენ, ამას ვერაფერს უზამ (იცინის).
– ღალატზე რას ფიქრობ? ბევრისგან გამიგია კაცის ღალატი არ ითვლებაო.
– როგორც ვიცი, ორივე მხარე კარგად ღალატობს. კი ჰგონიათ ხოლმე, ვითომ კაცები უფრო ღალატობენ, მაგრამ ეტყობა, არ იციან, ქალები რა დღეში არიან (იცინის). ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სერიოზული ურთიერთობა არ მინდა. ღალატს, ალბათ, ვერ გადავიტან. თუმცა, მე კი არა მონიკა ბელუჩისა და ანჯელინა ჯოლის უღალატეს. მოდი, საკუთარი თავისა და საკუთარი არჩევნის პატივისცემა ვისწავლოთ. რატომ უნდა უღალატო საყვარელ ადამიანს?
– ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?
– ქორწინებამდე თანაცხოვრება აუცილებელი მგონია, მაგრამ ჩვენთან ამას მაინც გათხოვებას არქმევენ. თუმცა, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები. თუ მამაკაცს ბევრი ქალი ჰყავდა, ეს ღირსებას მატებს. ქალის შემთხვევაში – პირიქითაა. ვფიქრობ, სექსუალური პარტნიორების ყოველდღე ცვლა არავისთვისაა კარგი, მაგრამ ძალიან ნორმალურად მიმაჩნია, როცა წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, სექსუალური ურთიერთობაც აქვს. როგორი წარმოსადგენია, როცა შენი მეორე ნახევარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვასთან მიდის? როგორც არ უნდა დავმალოთ, ერთად ყოფნის დროს ლტოლვა თავისთავად იჩენს თავს. ამ დროს ერთი სხვასთან მიდის და მეორე, ღმერთმა იცის, რას აკეთებს, ეს უფრო არ მომწონს, ვიდრე ის, რომ მათ ჰქონდეთ ურთიერთობა. ორი ადამიანის საძინებელი არავის საქმეა არაა.  
скачать dle 11.3