კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როდის არ შეაკლავს ქალს თავს დათუნა მგელაძე და რა შეცდომა დაუჯდა მას ცხოვრების თავიდან დაწყებად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მომღერალი დათუნა მგელაძე ბოლო პერიოდში, ახალი სიმღერების ჩაწერით აქტიურად არის დაკავებული. ის, ასევე, ხშირად მღერის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტების წინაშე. ახლო მომავალში მას ევროპაში რამდენიმე კონცერტი აქვს დაგეგმილი, ასევე, მიემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე, რომლის ჟიურის თავმჯდომარეც არის, უკვე რამდენიმე წელია.
დათუნა მგელაძე:
ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყე სიმღერების ჩაწერა, საავტორო სიმღერებზე მუშაობა. რამდენიმე სიმღერა უკვე ჩავწერე და მზად ვარ ახალი წლისთვის, მერე კიდევ ზაფხულისთვის და ვნახოთ. საბედნიეროდ, ასევე, მაქვს კონცერტები ემიგრანტებისთვის. სპეციალური ჯგუფია, სადაც გამოკითხვას ატარებენ ხოლმე: რომელი მომღერლის მოსმენას ისურვებდნენ და ჩემდა საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში, ტოპებში ვარ. კონცერტის შემდეგ ბევრი მეუბნება: ისეთი სიამოვნება მივიღეთო და მეც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.
– შენც ხომ არ გაქვს ფრენის შიში?
ძალიან მეშინია. ვერაფრით ვეგუები. ასეთ დროს, ძირითადად, ალკოჰოლურ სასმელს ვსვამ. ზაფხულში 10-ზე მეტი გასვლა მქონდა, ბევრი დალევა მიწევდა და არ გავლოთდე-მეთქი. რამდენჯერაც არ დავლიე, მაშინ იწყება რაღაცები. მე და ნინი ბადურაშვილი ბაქოში ვიყავით, მასაც ეშინოდა. საშინელი ქარი იყო, ვფიქრობდით: დავლიოთ, არ დავლიოთ და ბოლოს არ დავლიეთ. რომ აფრინდა, საშინელება დაიწყო. ატყდა ერთი ამბავი, პანიკა, სასმელი არ გვაქვს. ვეჩხუბები ნინის, ისიც ნერვიულობს. ჩვენ წინ გუგა კუზანოვი იჯდა, გვკითხა: დალევა გინდათო და სასმელი მოგვცა. მთელი ბოთლი დავლიეთ.
– წლების წინ ავარიაში მოჰყევი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც გქონდა. ამან თუ დაგიტოვა თუნდაც, ავტომობილის მართვის შიში?
– არანაირი. მაშინ მე ვიჯექი საჭესთან და საბედნიეროდ, მარტო ვიყავი. მამაჩემი პროფესიონალი მძღოლია და სულ მეუბნებოდა: ვისაც მანქანის ტარების შიში აქვს, პოტენციური მკვლელიაო. რამდენიმე წლის განმავლობაში რომ ვიწექი, სულ ვფიქრობდი: ნეტავ, რა იქნება, თუ მექნება შიში-მეთქი. როგორც კი დავჯექი, მივხვდი, არ მეშინოდა. ერთადერთი, როცა გვერდით ვჯდები, წინასწარ ვაფრთხილებ: თუ წამიყვან, ნორმალურად უნდა იარო-მეთქი.
– იმ პერიოდმა, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში.
– ყველაფერი შეცვალა. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და იმ დროს უდიერად ვეპყრობოდი, არ მაინტერესებდა, არ ვმღეროდი. ამის გამო ყველა მეჩხუბებოდა: იმღერეო. მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგრამ, წოლითი რეჟიმის დროს, ერთადერთი, რისთვისაც ძალიან ბევრი დრო მქონდა, ეს იყო ფიქრი. ვფიქრობდი ორი წლის განმავლობაში და მივხვდი: უნდა ვიმღერო. ბევრი რამ გადავახარისხე. ბავშვი ვიყავი და 20-21 წლის ბიჭებს ვეტყვი, კარგია დროსტარება, მანქანა, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვისაა კარგი, ვინც უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, საკუთარ თავს პატივს სცემს. მე მაშინ საკუთარ თავს არ ვცემდი პატივს. ვფიქრობდი: ამ ასაკში ვარ, კარგი დრო უნდა ვატარო... ვატარებდი კიდეც და ამ დროს ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი რამ გამეპარა, რასაც ახლა არ გავაკეთებ. ზომიერებაა აუცილებელი.
– რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა შენს ცხოვრებაში?
ამაზე დიდი შეცდომა რაღა უნდა დამეშვა – კინაღამ დავიღუპე ცხოვრება. იმ ასაკში, როცა ყველაზე მეტად გინდა, გახვიდე-გამოხვიდე, გაერთო, მე რამდენიმე წელი დავკარგე – უძლური ხარ, ვერაფერს აკეთებ.
– დეპრესია გქონდა? როგორ გადალახე ეს ყველაფერი?
– ყველაფერი იყო და მე ამას ვერასდროს გადავლახავდი, ძალიან მძიმე სტრესი დამრჩებოდა, რადგან იყო ბევრი ისეთი რამ, მათ შორის, დიდი ტკივილი, რისთვისაც არ ვიყავი მზად. შემდეგ ბევრ ისეთ ფაქტს შევესწარი საავადმყოფოში, რაც ძალიან რთული იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი და ამისთვისაც არ ვიყავი მზად. ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში ძალიან ღრმად ჩარჩებოდა, რომ არა იმ დროს ხალხისგან მიღებული დიდი სიყვარული. იმის დროც არ მქონდა, რომ ამ ყველაფერზე მეფიქრა. ამან მიშველა – ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალი ყოფილა. „ჯეოსტარის“ დროს ჯერ არ ვიყავი ბოლომდე გამოჯანმრთელებული, იმის მერეც ბევრი ოპერაცია გავიკეთე. მაშინ არ მომეშვა ნოდიკო ტატიშვილი: წავიდეთ, წავიდეთო და ერთ დღესაც ტაქსით მომაკითხა. დავდექით ასე ორი „ლენჩი“: არ ვიცოდით, რა უნდა გვემღერა. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობები იცოდნენ, გვითხრეს: რამე მაინც იმღერეთო და ვიმღერეთ. ხალხი რომ ამბობს, ცუდი პერიოდი მაქვს, რა მეშველებაო, – ამაზე ფიქრი არ შეიძლება. ცუდი პერიოდი შეიძლება, გაგრძელდეს, მაგრამ კარგი აუცილებლად მოვა. არ უნდა გაუშვა ხელი და ერთად უნდა იაროთ, ეძმაკაცო. იმ დროს მივხვდი, რომ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე მეგონა.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ისევ არ ხარ?
– არაფერი ხდება. გოგონების თემა სულ არის. თუმცა, ვინმეს რომ ჩემი გული ეკუთვნოდეს, ის და გოგონები ერთად არ გამოვიდოდა. ერთგული ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, კარგი მეუღლე ვიქნები. ჩემი სიყვარულობანა დიდად არც მახსოვს, პატარა ვიყავი.
– მას შემდეგ არ გყვარებია?
– არა და არ ვიცი, რატომ არავინ არ მიყვარდება. პრეტენზიული არ ვარ და არც კრიტერიუმები მაქვს. რაღაც ხომ უნდა იგრძნო ადამიანმა და მე ამ გრძნობას ველოდები: ადრენალინი ხომ უნდა მოვიდეს შენში. ძიებაში ვარ უკვე, რადგან საქმე კარგია, მაგრამ ოჯახიც მნიშვნელოვანია. თუ კარგი მეუღლე შეგხვდება, ის არაფერში შეგზღუდავს და პირიქით, სტიმულს მოგცემს, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იქნება. მზად ვარ ამისთვის და შვილებიც მინდა. დავიღალე სხვისი პატარების მოფერებით.
– ეჭვიანი ხარ?
– ყველა გოგონამ იცის, ვის ირჩევს, რატომ ირჩევს, რამდენად არის მზად ამ ყველაფრისთვის. თუ მივხვდები, რომ ადამიანი ამის გამკეთებელია, ღალატი იქნება თუ სხვა რამ, კი არ დავუწყებ მანქანით უკან გაყოლას, დეპრესიებს, დალევებს, ვერაფრით ვაპატიებ ისეთი რამის გაკეთებას, რაც არ მსიამოვნებს და თავსაც არ შევაკლავ. წყენა ზუსტად 5 წუთში მავიწყდება. ბავშვობიდან ფეთქებადი ვარ, ემოციური. ახლა ამას დაემატა ასაკი, ნერვები, ნარკოზები. ვცდილობ, თავი ვაკონტროლო, მაგრამ, შეიძლება, ავფეთქდე, 5 წუთში კი მოვალ, ჩაგეხუტები, გაკოცებ და ბოდიშსაც მოვიხდი. თუმცა, არის რაღაც, რასაც ვერ ვაპატიებ და ჩემთვის მიუღებელი, არასასიამოვნოა.
– როგორ წარმოგიდგენია ოჯახში ქალისა და კაცის უფლებები?
– ქალსაც და კაცსაც თავ-თავისი უფლებები აქვთ. შენ არ გაქვს იმის უფლება, რამე აუკრძალო. უბრალოდ, შეიძლება, კაცს  რაღაც სთხოვო და მან გაითვალისწინოს, ისევე როგორც შენ შეასრულო – მისი თხოვნა. სიყვარული ყველაზე დიდი მეგობრობაა. მე ძალიან უნდა ვუყვარდე. რამდენადაც ერთგული ვარ, „ბულკიც“ კი არ ვარ, ხელი უნდა შემიწყოს. ჩემი ცოლი ვერასდროს იქნება „ტრიპაჩი.” საქმეც უნდა ჰქონდეს, უსაქმურს ვერაფრით შევეგუები. სულ უნდა მქოქავდეს. იყო პერიოდი, როცა ვიზუალს ვაქცევდი ყურადღებას. ვიზული, ვიზუალია და იმდენმა ვიზუალმა გაიარა ჩემს ტვინში, მივხვდი, რომ ვერანაირად ვერ ვიცხოვრებ „კუკლასთან”. ცოტა ჭკვიანი „კუკლა“ უკეთესია. თან, მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემთვის სტიმულის მომცემი იქნება. მეგობარი უნდა იყოს, დამეხმაროს. ვინც მზად იქნება, ჩემი მეუღლე გახდეს, ეცოდინება, რომ სიმღერის გარეშე არ შემიძლია, სულ ვმღერი, ცუდად ვარ თუ კარგად. გასულიც რომ ვარ, ანუ ფიქრებში, მაშინაც სულ მუსიკაზე ვფიქრობ.
– ბევრი ამბობს, განსაკუთრებით ხელოვანები, რომ მარიხუანა ბევრ რამეში ეხმარება. შენ როგორ ფიქრობ?
– მარიხუანის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს ზომიერება სჭირდება. თუმცა, არ მივესალმები ნარკოტიკულ საშუალებებს, ადამიანი რაღაცაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. ბავშვობის მერე, საბედნიეროდ, არავის მსგავსი არაფერი შემოუთავაზებია – ალკოჰოლს, მარიხუანას არ ვგულისხმობ, მძიმე ნარკოტიკებზე ვამბობ. ვინმემ რომ შემომთავაზოს, ხაზს გადავუსვამ, მის ზარსაც არ ვუპასუხებ და შეიძლება, ერთი-ორიც შემოვულაწუნო. იყო გარდატეხის ასაკში ბევრი რამ, ჩემ გარშემო მოძრაობდნენ ადამიანები. მაგრამ, ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემი, ნარკომანი ვერ ვიქნებოდი. მარიხუანით ზოგი საქმეს აკეთებს, მე უფრო მზღუდავს. რომ არ მზღუდავდეს, გულს არ მიჩქარებდეს, მაშინ კიდევ ჰო, ათასში ერთხელ შეიძლება.

скачать dle 11.3