№47 რა მოხდა ამ დღეს
20 ნოემბერი
1917 – პირველი ფართომასშტაბიანი სატანკო ბრძოლა. კამბერასთან 474-მა ინგლისურმა ტანკმა გაარღვია გერმანელთა დაცვა.
1929 – პარიზში გაიხსნა სალვადორ დალის პირველი პერსონალური გამოფენა.
1945 – დაიწყო ნიურნბერგის პროცესი ფაშისტ დამნაშავეთა წინააღმდეგ.
21 ნოემბერი
1783 – ძმები მონგოლფიერების მიერ შექმნილი საჰაერო ბურთის პირველი ფრენა.
1920 – ლენინმა თქვა თავისი ცნობილი ლოზუნგი: „კომუნიზმი არის საბჭოთა წყობილება + მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაცია“.
22 ნოემბერი
1917 – კანადაში დაარსდა ნაციონალური ჰოკეის ლიგა NHL.
1928 – პარიზში შედგა მორის რაველის „ბოლეროს“ პრემიერა.
23 ნოემბერი
1899 – სან-ფრანცისკოში სასტუმრო „პალე-როიალში“ დააყენეს პირველი მუსიკალური ავტომატი.
1955 – საბჭოთა კავშირში კვლავ დაუშვეს აბორტები (აკრძალული 1936 წელს).
24 ნოემბერი
1859 – ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი „სახეობების წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“.
1874 – ამერიკელმა ჯოზეფ გლიდენმა დააპატენტა ეკლიანი მავთული.
1991 – შიდსით გარდაიცვალა ფრედი მერკური.
25 ნოემბერი
1967 – ალფრედ ნობელმა დააპატენტა დინამიტი.
1924 – მონღოლეთში დამყარდა კომუნისტური წყობილება.
1940 – ფაშისტებმა შექმნეს ვარშავის გეტო – ებრაელთა შემოღობილი დასახლება.
1971 – ლონდონის სკოლებში აიკრძალა ბავშვების დასჯა როზგებით.
26 ნოემბერი
1095 – კლერმონის საეკლესიო კრებაზე რომის პაპმა ურბან მეორემ ხალხს მოუწოდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ „წმიდა მიწის“ გასათავისუფლებლად.
1922 – გამოჩნდა პირველი საბჭოთა ფული (ჩერვონეცი).