№47 ბრძნული აზრები
ნიცშე: ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო, მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
მარტინ ლუთერ კინგი: ზოგჯერ გაჩუმება სჯობს, რომ მოგისმინონ და ზოგჯერ წასვლა, რომ დაგინახონ.
მონტესკიე: ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქაა, სადაც უვიცობაა.
ჰეგელი: მარტოობა ის კი არ არის, როცა არავის სჭირდები, არამედ, როცა არავის ახსოვხარ.
ტვენი: რამის შეცვლა თუ გინდა – გაბედულება გმართებს. შეცვლას თუ აზრი არა აქვს, მოთმინება გმართებს. ჭკვიანი ადამიანი მიხვდება, როდის არის საჭირო გაბედულება და როდის – მოთმინება.
სკოტი: სიამოვნებისას მოემზადე უსიამოვნებისთვის.
ოვიდიუსი: საკმარისია, ცოტა ცოდნა შეიძინო, რომ დიდი ცოდნის შეძენის სურვილი გაგიჩნდეს.
ლაო ძი: საკუთარ ჩრდილში ყოფნა შეუძლებელია, სხვათა ჩრდილში კი – აუტანელი.
პოლ ვალერი: ორიგინალობის სურვილი ყოველგვარი სესხებისა და მიბაძვის სათავეა.
კორნელი: გახსოვდეთ, თუ სხვისი რამ გინდათ მიისაკუთროთ, მალე სხვა წაიღებს თქვენსას.
შოპენჰაუერი: თუ გინდათ, ვინმე შეაქოთ, ცოტა ხნით დაფიქრდით, ხოლო თუ გინდათ, გაკიცხოთ – ხვალისთვის გადადეთ.
ნაპოლეონი: განათლებულ ადამიანს უნდა შეეძლოს, არა მხოლოდ მტრების სიყვარული, არამედ მეგობრების სამართლიანი ზიზღიც.
ცვაიგი: სამართლიანობა ამცირებს დანაშაულს.
თაგორი: ადამიანის ხასიათში დევს სამი ოქროს თვისება: მოთმინება, ზომიერება და დუმილი. ხშირად ეს უფრო გვშველის, ვიდრე ჭკუა, ნიჭი და სილამაზე.
ბუასტი: ფული კი არ აფუჭებს ადამიანს, უბრალოდ, გვაჩვენებს, თუ რას წარმოადგენს ის.
საადი: გამარჯვებისკენ მიმავალი გზა უსასრულოდ განახლებადია. გამარჯვება არის მუდმივი მოძრაობა და არა ბოლო წერტილი, სადაც შეიძლება, მივიდეთ და გავჩერდეთ.
თომას სახარება: თუ იმას, რაც თქვენშია, გარეთ გამოიტანთ, რაც თქვენშია, გიხსნით თქვენ. თუ იმას, რაც თქვენშია, გარეთ არ გამოიტანთ, რაც თქვენშია, თქვენვე გაგანადგურებთ.
მოპასანი: ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას, ვიღაც აუცილებლად გაექცევა, ხოლო თუ მას არ გააჩნია ღირსებები, ის თავისით გაექცევა საკუთარ თავს.
მოლიერი: მეუღლეები დროდადრო ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინება უფრო ხშირი იქნებოდა.