კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ ჩააგდო შოკში მერაბ დვალიშვილმა „უეფსის“ პრეზიდენტი და როდის სვამდა ის საკუთარ სისხლს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ამერიკაში მცხოვრებმა შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა თავდაუზოგავი შრომით ამერიკული ოცნება აისრულა – მოწინააღმდეგე ათ წამში, ნოკაუტით დაამარცხა  და საგზური მოიპოვა „უეფსიში“ – ორგანიზაციაში, სადაც ამ სპორტის საუკეთესო ვარსკვლავები იბრძვიან. ის მეორე ქართველია, ვინც ამ ორგანიზაციაში მოხვდა. რა გზა გაიარა საოცნებო წარმატების მიღწევამდე და როგორია მისი ამერიკული ცხოვრება, მერაბი თავად გვიამბობს.
მერაბ დვალიშვილი:
სპორტი მიყვარდა და მიზიდავდა ბავშვობიდან, მით უმეტეს, საბრძოლო სახეობა. ოჯახშიც სპორტული ხასიათი ტრიალებდა. ორი უფროსი ძმა მყავს და ისინი ვარჯიშობდნენ ჭიდაობაში და ყოველთვის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ.  მე, ვანის რაიონიდან თბილისში საცხოვრებლად გადასვლის მერე, როგორც კი შანსი მომეცა, ძიუდოზე შევედი ვაკეში, სპორტის აკადემიის დარბაზში.  კახა მოცრაძე და ალიკა ჩახუნაშვილი იყვნენ ჩემი მწვრთნელები. საქართველოს დონეზე ძიუდოში საკმაოდ ნორმალური მიღწევები მქონდა, შემდეგ, პარალელურად, ჭოდაობა სამბოშიც ვვარჯიშობდი და  ევროპის პრიზიორი გავხდი ახალგაზრდებს შორის. მაგრამ, ბოლოს მაინც  ბრძოლა წესების გარეშე ავირჩიე, რადგან ეს სპორტი მხიბლავდა და აქ ვხედავდი ჩემს პერსპექტივას. თან, ბავშვობიდან არ მიყვარდა უსამართლობა, ჩაგვრა და როდესაც ასეთ მომენტს გადავაწყდებოდი, ქუჩაში ხშირად ვჩხუბობდი, პირველი ვურტყამდი, მაგრამ როდესაც სპორტში სერიოზულად დავიწყე ვარჯიში, მას შემდეგ ყოველთვის ვერიდები ქუჩაში ჩხუბს, ფიზიკურ შეხებას. რადგან დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, მას შემდეგ მხოლოდ სხვის დასაცავად და თავდაცვის მიზნით თუ მიჩხუბია.
– რომელი იყო შენთვის ყველაზე განსაკუთრებული ბრძოლა?
– განსაკუთრებული ბრძოლა პროფესიონალებში, ჩემი დებიუტი იყო. როცა პირველივე შეტევაზე, მეტოქემ მარჯვენა, პირდაპირი დარტყმით, ცხვირი გამიტეხა და ცხვირიდან წამოსული სისხლი ჩამდიოდა ყელში. პრაქტიკულად, საკუთარ სისხლს ვსვამდი 15 წუთი, დაუზოგავი ჩხუბის დროს. საშინელი შეგრძნება იყო. იმ საღამოს ჩვენი ორთაბრძოლა საუკეთესო ღამის ჩხუბად შეფასდა, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება ჩემს მოწინააღმდეგეს მიანიჭეს. მე კი ექიმებმა ოთხი თვე, გატეხილი ცხვირის გამო, ჩხუბი ამიკრძალეს. რთული იყო ის პერიოდი. სპორტში დამარცხება ცუდია, მაგრამ ჩემს სპორტში განსაკუთრებით რთულია. ჩხუბია და როცა ცხვირგატეხილი და თვალდალურჯებული წააგებ, ფსიქოლოგიურად  გიჭირს. აქედან კარგი გაკვეთილი მივიღე და მას შემდეგ აღარ დავმარცხებულვარ.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?
– საქართველოდან 2012 წელს წამოვედი ამერიკაში, რათა ჩემი ოცნება ამეხდინა და მეც მოვხვედრილიყავი „უეფსიში“. მადლობა ღმერთს, ამერიკაში ხუთწლიანი შრომის შემდეგ, დამიფასდა ეს და „უეფსიში“ გადავედი. თავიდან მეგონა, ამერიკაში ჩავალ და ყველაფერი ადვილად გამოვა, შეჯიბრებაზე გავალ და ჩემს მიზანს ადვილად მივაღწევ-მეთქი. მაგრამ, როგორც კი ჩამოვედი, მივხვდი, ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის მიზნის მიღწევა. აქ სპორტის გაგრძელება რისკი იყო, რადგან არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა. წინ ბევრი დაბრკოლება მელოდა. არც ენა ვიცოდი, არც არავის ვიცნობდი და არავინ მიცნობდა. შესაბამისად, რთული იყო ჩემთვის მაღალი დონის ორთაბრძოლების დანიშვნა, თავიდან ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. ამიტომ, მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. ძალიან რთული იყო მშენებლობაზე მუშაობის შემდეგ ვარჯიში და ჩემპიონობაზე ფიქრი. მაგრამ, მჯეროდა, რომ შევძლებდი და ყველაფერი გამომივიდოდა. მიწევდა ფიზიკური მუშაობა ყველაზე დატვირთული გრაფიკით – მშენებლობაზე. ყველაზე ძნელი ის იყო, რომ ზამთარ-ზაფხულ გარეთ ვმუშაობდი. უკან დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. მიზანი მქონდა დასახული და სულ ამაზე ვფიქრობდი, ყველაფერს ვაკეთებდი მის მისაღწევად. ახლა ნიუ-იორკში, ლონგ აილენდზე ვცხოვრობ და ვვარჯიშობ ყველაზე მაგარ კლუბში, საუკეთესო სპარინგ-პარტნიორებთან და ტრენერებთან ერთად.
– როგორ ახდა შენი „ამერიკული ოცნება“ და მოხვდი „უეფსიში“?
– „უეფსიში“ გადასვლაზე მანამდეც იყო მოლაპარაკებები დაწყებული და მაინც გადავიდოდი, რადგან უკვე მოვიპოვე სახელი და რეიტინგი. ეს ბოლო ბრძოლა განსაკუთრებული იყო, რადგან მას ესწრებოდა „უეფსის“ პრეზიდენტი დანა უაითი, თავისი ტელეშოუთი – „ლუქინგ ფორ ე ფაითერ“. სპეციალურად იყო მოსული ჩვენს ბრძოლებზე. იმ საღამოს 12 ორთაბრძოლა გაიმართა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას და მნიშვნელობას „უეფსის” პრეზიდენტი ჩემს ორთაბრძოლას ანიჭებდა. ჩემი მოწინააღმდეგე მისი ფავორიტი იყო და ეგონა, ასეთი მეტოქის დამარცხება  გამიჭირდებოდა. თუმცა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ნახა –10 წამში ნოკაუტით დავამარცხე მოწინააღმდეგე. არავინ ელოდა შეხვედრის ასე მალე დასრულებას, თან ასეთი ეფექტური ნოკაუტით, მათ შორის, არც დანა უაითი. გაოცებული იყო. მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, ჩემზე ბევრ რამეს ეუბნებოდნენ და კარგი წარმოდგენა ჰქონდა, მაინც ეგონა, რომ მის ფავორიტთან, ანუ ჩემს მოწინააღმდეგესთან, გამიჭირდებოდა ჩხუბი. მომილოცა და მითხრა: ძალიან კარგი მებრძოლი ხარ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეო. იმ თორმეტი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ჩემი მოხვდა საუკეთესოში და ოცდაოთხი მებრძოლიდან მხოლოდ მე გადავედი იმ დღეს „უეფსიში“. აქამდე მხოლოდ ერთი ქართველი იყო „უეფსიში“ – ლევან მაყაშვილი, მაგრამ ახლა აღარ არის. ნეტავ, ბევრი ქართველი მებრძოლი ვიყოთ „უეფსიში“ და მაშინ მთელი მსოფლიო გაგვიცნობდა ამ კუთხით.
– ამერიკაში უკვე თაყვანისმცემლებიც გეყოლება...
– ამერიკაში ამ სპორტის მაყურებლები უკვე კარგად მცნობენ და ჩემი სანახაობრივი სტილისა და ბრძოლის გამო, მათი სიყვარულიც დავიმსახურე. უკვე ყველგან ვგრძნობ, რომ ყურადღების ცენტრში ვარ. თითქმის ყველა რესტორანში თუ სავაჭრო ცენტრში მცნობენ და თბილად მხვდებიან. ზოგი ფოტოს გადაღებას მთხოვს, ზოგი წარმატებას მისურვებს. ბევრი ჟურნალისტი, ბიზნესმენი, პოლიციის შერიფი მცნობს და მილოცავენ წარმატებას. ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც „უეფსის“ პრეზიდენტის, დანა უაითის შეფასება – აღტაცებულია ჩემით და მოუთმენლად ელოდება ჩემს შემდეგ ბრძოლასა და წარმატებას.
– შენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბე. შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ მყავს. ჯერ არ შევხვედრივარ ისეთ ადამიანს, ვისთანაც გადავწყვეტ სერიოზულ ურთიერთობას. უფრო სწორად, ადრე იყო, მაგრამ მე არ ვიყავი მზად ასეთი ურთიერთობისთვის. მომწონს დამოუკიდებელი გოგონები, უკვე ჩამოყალიბებული რომ არიან და იციან, რა უნდათ, უყვართ ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი. ფიზიკურად არ მაქვს რამე განსაკუთრებული კრიტერიუმები. მთავარია, ნორმალური გარეგნობა ჰქონდეს. თმისა და თვალის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეროვნებით ქართველი უნდა იყოს.
– ავთანდილ ხურციძის დაკავების საქმეზეც გვითხარი. დაკავების შემდეგ აქტიურად უდგახარ გვერდში...
– ავთო, სამწუხაროდ, ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აგენტის ჩვენების საფუძველზე, თითქოს მან დაარტყა ხელი ქურდული სამყაროს გავლენის გამო, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერ უმტკიცებენ და ჯერჯერობით, არც უშვებენ. აუცილებლად გათავისუფლდება, გამართლდება, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე თვე სასამართლო არ ჩატარდება.
скачать dle 11.3